იაკობ აფხაზავამ ესპანეთის სეგუნდა B-ში პირველი ოფიციალური შეხვედრა "კულტურალ ლეონესას" მაისურით ჩაატარა
კვირას, 9 თებერვალს, იაკობ აფხაზავამ ესპანეთში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. მან სეგუნდა B-ს (რანგით მესამე ლიგა) "კულტურალ ლეონესას" ფორმა მოირგო.

აფხაზავას ჩვენი გულშემატკივარი არ იცნობს. ის 1991 წლის 30 აპრილს თბილისში დაიბადა, ამპლუით თავდამსხმელია. 2009-10 წლებში თბილისის "ლოკომოტივში" 12 მატჩი ჩაატარა, 2012-13 წლებში ფოთის "კოლხეთში" წავიდა, სადაც მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ესპანურ სინჯებზე ის მენეჯერმა სერგო ქუთათელაძემ წაიყვანა. აფხაზავამ კონტრაქტი უკვე გააფორმა, სამუშაო ვიზის მიღებას კი დიდხანს ელოდა... და ჰა, პირველი მატჩიც - კვირას ის "ლოგრონიესის" წინააღმდეგ ათამაშეს. აფხაზავა მოედანზე 87-ე წუთზე გამოჩნდა და რა გასაკვირია, რომ მცირე დროში ვერაფერი მოასწრო.

რაც შეეხება სეგუნდა B-ს, აქ უკვე 24 ტური ჩატარდა. "ლეონესა" 30 ქულით მე-11 ადგილზეა და სეგუნდა დივიზიონში გადამსვლელ ოთხეულს 8 ქულით ჩამორჩება.

აფხაზავას გვარი ესპანურ პრესაში სხვა კონტექსტშიც გაჟღერდა: ინტერნეტ-გამოცემა diariodeleon.es წერს, რომ ეს "ლეონესასა" და ქართულ მხარეს შორის ურთიერთობის დასაწყისია. საქმე ისაა, რომ ესპანელები საქართველოში საფეხბურთო სკოლის დაფუძნებას გეგმავენ.

კლუბის მენეჯერი ფელიპე ლამასარესი, "ლეონესას" უმსხვილეს აქციონერ ადოლფო ლოპესთან ერთად, საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა და თბილისში პროექტებიც შეათანხმა.

"დავიწყეთ მოლაპარაკებები საქართველოს სხვადასხვა კომპანიასა და სპორტულ ორგანიზაციასთან ეკონომიკური და სპორტული მიმართულებით, რათა საბჭოთა კავშირის ამ ყოფილ რესპუბლიკაში გავხსნათ წარმოებები.

შემოსავლებით კი მომავალი წლის გაზაფხულზე საფეხბურთო სკოლას დავაფუძნებთ.

პროექტის ფარგლებში, საქართველოში ჩამოვა "ლეონესას" ტექნიკური პერსონალი, რათა საფეხბურთო სკოლის ესპანური მართვის მოდელი საქართველოში დანერგოს.

პროექტის განხორციელების ერთ-ერთი ინიციატორია იაკობ აფხაზავას მამა.

ეს პროექტი გახდება გარანტია იმისი, რომ კლუბი ნიჭიერი მოთამაშეებით მომარაგდება და მისი წარმატებებისა და სტაბილური არსებობის გარანტიაც გახდება", - განაცხადა ლამასარესმა diariodeleon.es-თან ინტერვიუში, თუმცა არ დააკონკრეტა, რომელ ქართულ კომპანიებთან და სპორტულ ორგანიზაციებთან გამართა მოლაპარაკებები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"ქართველი ფეხბურთელების ნაწილი აქ ფულს ქალებსა და დროს ტარებაში ხარჯავს"
ლეგიონი: ქართული დერბი ფინეთში გიორგი ოსიტაშვილმა მოიგო
"კულტურალ ლეონესადან" "სლავიაში" - იაკობ აფხაზავა ბელარუსის ოთხეულს უმიზნებს
კიდევ ერთი ქართველი ბელგიაში: ბექა ქავთარაძეს "მუსკრონში" გასინჯავენ
"მუსკრონში" მოვწონვარ - ბექა ქავთარაძის გოლი და საგოლე პასები ტესტ-მატჩში [VIDEO]
პრაღის "სლავიამ" სინჯებზე ლევან ყენიას ნათესავი გიორგი კიკნაძე მიიწვია
ქართული გუნდებისგან უარყოფილმა დავით კოხიამ სერბული "ვოივოდინა" მოხიბლა
ლეგიონი: "კუპსმა" ირაკლი სირბილაძის საგოლე პასებით მოიგო
ლეგიონის უქმეები: რუსეთის პირველი დივიზიონი გაგვიუცხოვდა
სერგო ქუთათელაძე: დღეს ქართველებზე ყველა უარს ამბობს
ლეგიონი გუშინ: ორი ზავი და ერთი გამარჯვება