აშკელონის "ჰაპოელმა" ქართველი ნახევარმცველი ინციდენტის გამო დააჯარიმა და გუნდიდან დაითხოვა

ებრაულ ვებგვერდებზე გუშინ სკანდალური ცნობა გავრცელდა. საქმე ის არის, რომ აშკელონის "ჰაპოელმა" 30 წლის ქართველი ნახევარმცველი ზურაბ მენთეშაშვილი მოულოდნელად კლუბიდან დაითხოვა. ამისი მიზეზი ინციდენტია, რომელშიც მენთეშაშვილი დაადანაშაულეს და ფინანსურადაც დასაჯეს. ყველაფერი კი ჰაიფას "მაქაბისთან" მატჩის შემდეგ დაიწყო. ამ შეხვედრაში ზურაბ მენთეშაშვილმა და ლადო დვალიშვილმა ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს. მე-17 წუთზე მიღებული გაფრთხილების შემდეგ, 75-ე წუთზე მენთეშაშვილი კიდევ ერთხელ "გააყვითლეს" და მოედნიდან გააძევეს. დვალიშვილმა მატჩი ჩაამთავრა და გუნდის გამარჯვებას (3:0), 44-ე წუთზე სათავე დაუდო.

"ჰაიფას "მაქაბისთან" წაგებამ აშქელონის "ჰაპოელს" არა მარტო ქულები დააკარგვინა, არამედ გუნდში დიდი არეულობა გამოიწვია. 25 წლის თავდამსხმელი ერან ლევი და ქართველი ნახევარმცველი ზურაბ მენთეშაშვილი ინციდენტის გამო სანქციას ვერ ასცდნენ. უცნაური ისაა, რომ ისინი თანაკლუბელები არიან. კლუბის მესვეურებმა განაცხადეს, რომ მენთეშაშვილი ადრეც იყო შემჩნეული ინციდენტში და 20 ათასი შეკელით დააჯარიმეს. ქართველი ფეხბურთელი თავს დამნაშავედ არ ცნობს და საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა. აშკელონის "ჰაპოელის" რეაქციამაც არ დააყოვნა და მენთეშაშვილი კლუბიდან დაითხოვეს. კლუბის მესვეურები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას არ შეცვლიან და ქართველს ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს", - წერს ვებგვერდი ლიგა.ცო.ილ-ი.

ამ საქმეს სკანდალის სუნი იმიტომაც უდის, რომ მენთეშაშვილს "ჰაპოელთან" 30 ივნისს უმთავრდება კონტრაქტი, ხელშეკრულების გაწყვეტა მხოლოდ ორმხრივი თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი, ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის თანახმად კი, კონტრაქტის კლუბის მიერ ცალმხრივად არის გაწყვეტილი. თანაც მენთეშაშვილმა სასამართლოს მიმართა. როგორც ჩანს, ამ საქმეს გაგრძელება ექნება. შეგახსენებთ, რომ ისრაელის ჩემპიონატში პირველი წრის დასრულებამდე სამი ტურით ადრე უმაღლესი ლიგის დებიუტანტი "ჰაპოელი" 10 ქულით მე-13 ადგილზეა. განვლილი 12 ტურიდან მენთეშაშვილმა 11 შეხვედრაში ითამაშა და თანაც ძირითად შემადგენლობაში. მას ეროვნულ ნაკრებში 38 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"