ჩემპიონატის ბოლო ტურებსა და ბოლნისში სათასო შეხვედრაში დათო "ტორპედოს" ლიდერად გამოჩნდა

ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურებსა და ბოლნისში "სიონთან" სათასო შეხვედრაში დავით დიღმელაშვილი "ტორპედოს" ლიდერად გამოჩნდა. ან რა გასაკვირია - "ვიტ ჯორჯიასა" და თბილისის "დინამოს" ყოფილმა კაპიტანმა ფორმა აღიდგინა და წლების წინანდელი ნახევარმცველი გაგვახსენა, რომელიც საქართველოში ერთერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა.

ეს ინტერვიუ ბოლნისში მოგებული სათასო მატჩის შემდეგ შედგა.

- საქართველოში დაბრუნებული არადამაჯერებლად გამოიყურებოდი.

- არც მიკვირს, მაშინ ფორმიდან ამოვარდნილი ვიყავი. ახლა კი თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. საერთოდ, გუნდი თუ ვერ თამაშობს, ვერც მე გამოვჩნდები და ვერც სხვა ფეხბურთელი, რაც უნდა კარგ ფორმაში ვიყოთ. ახლა კი "ტორპედომ" შესაძლებლობები გამოავლინა, რადგან კარგი ბიჭები გვყავს, შეკრული, მეგობრული გუნდია და მიხარია, ტორპედოელი რომ გავხდი. ახალი წლის შემდეგ უფრო გავძლიერდებით და მერე უკეთეს დიღმელასაც ნახავთ და უკეთეს "ტორპედოსაც".

- უცნაურია, მერვე ტურამდე ვერ იგებდით და ამის მიუხედავად, თბილისის "დინამოსთან" ერთად ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვით.

- ესეც ადასტურებს, რომ თავიდანვე კარგი გუნდი ვიყავით, მაგრამ ძალიან უიღბლო. ჩვენ კარგი დაცვა გვყავს, მაგრამ შეტევაში პრობლემები გვქონდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს პრობლემა უკვე მოვაგვარეთ, მაგრამ ამასაც მოევლება. მთავარია, მოგება გავიხსენეთ.

- შენი აზრით, "ტორპედოს" სამეულში მოხვედრის პოტენციალი გააჩნია?

- გულწრფელად გეუბნებით, რომ ამაში დარწმუნებულიც ვარ, "ტორპედოს" დიდი პოტენციალიც გააჩნია და წარმატების მისაღწევი ყველა წინაპირობაც. ჩვენ წარმატებას არა მხოლოდ ჩემპიონატში, თასზეც ვგეგმავთ.

- საქართველოში ასე არ ხდება – პრიორიტეტი ან თასია, ან ჩემპიონატი.

- ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენი მიზანი სამეულში მოხვედრა და თასის მოპოვებაა. "ტორპედოს" ამბიციური ხელმძღვანელობა ჰყავს და ეს გუნდსაც გადაედო. ევროთასებზე გამოსვლა გვინდა.

- საქართველოში წარმატების მიღწევა ძნელი არაა, მაგრამ ევროსაგზური რომ მოიპოვოთ, დღევანდელი შემადგენლობით ღირსეულად ითამაშებდით?

- შემდეგი წრიდან კიდევ გავძლიერდებით და უკეთესი გუნდი გვეყოლება. აქედან გამომდინარე, საევროთასო რესურსი გვექნება. სხვათა შორის, ჩვენი კლუბი პირობებითაც გამოირჩევა და ადამიანური მიდგომებითაც. ამიტომ არის ჩვენთან კარგი ატმოსფერო. ალბათ, ჩვენ და "ზესტაფონს" საქართველოში საუკეთესო პირობები გვაქვს.

- მოთხოვნადი ფეხბურთელი იყავი, მაგრამ ისრაელიდან დაბრუნებული კარგა ხანი უგუნდოდ იყავი – ასეთი რა შეგემთხვა?

- როგორც ვხვდები, საქართველოში ჩემი ჩამოსვლის ამბავი არც იცოდნენ და ნორმალური გუნდის მოძებნა გამიჭირდა. მიხარია, ამ ეტაპზე საჩემო გუნდი რომ ვიპოვე. იყო სხვა ვარიანტებიც, მაგრამ წასვლა არ მიღირდა, "ტორპედომ" კი ყველაზე საინტერესო წინადადება შემომთავაზა.

- ისრაელიდან რატომ დაბრუნდი?

- სამწუხაროდ, მძიმე ტრავმა მივიღე და კარიერა ვეღარ ამეწყო. ებრაელები კი ტრავმირებულ ფეხბურთელში ფულს არ იხდიან. ჩვენთან სხვაც არის: წლოვანებაში შესულ ფეხბურთელს ყურადღებას აღარ აქცევენ. "ტორპედო" გამონაკლისია და ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. არადა, ვერ გაიხსენებთ ვერ ერთ ნორმალურ ევროპულ კლუბს, სადაც გამოცდილ მოთამაშეს გუნდს არ აკარებენ. ეს ბოლო წლებში ქართული ფეხბურთის სენად იქცა და ამით ძალიან ბევრს ვკარგავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

gabo
მაგარი კაცი ხარ დიღმელ წარმატებები ტორპედოსთან ერთად;)
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...