"რენი" გაძვრა
"მონაკომ" ძალინ ბევრი იწვალა, მაგრამ საბოლოოდ "ნიცას" მაინც მოუგო "ალიანს რივიერაზე" და აგრძელებს იმ ტიტულისთვის ბრძოლას, რომელიც 1991 წლის მერე არ მოუგია. მთავარი დიმიტარ ბერბატოვის პირველი და თან, ასე მნიშვნელოვანი გოლი იყო, თავისი ახალი გუნდის მაისურით.

ბულგარელს ლუკას ოკამპოსმა უპასა და მანაც მასპინძელთა 18 წლის მეკარეს, მუე ასენს დაასწრო. თუმცა ეს მხოლოდ 115-ე წუთზე მოხდა. არადა, კლაუდიო რანიერის გუნდი 47-ე წუთის მერე ათკაციან მეტოქეს ეთამაშებოდა, მაგრამ ძირითად დროში მაინც ვერ მოუგო. ნიცელები ტიმოტე კოლოძეიჩაკმა დააღალატა, რომელიც პირველ ნახევარში ძალიან კარგი გახლდათ, მაგრამ მეორე ტაიმის დებიუტში ნერვებმა უმტყუნა და პოლონური ფესვების მქონე 22 წლის ფრანგი დროზე ადრე მიაბრძანეს მინდვრიდან.

შემდეგ ეტაპზე გააღწია "რენმაც". ლიგა 1-ის წინა ტურში გამოკვეთილ აუტსაიდერ "აიაჩოსთან" შერცხვენილი ბრეტონელების თავკაცმა ფილიპ მონტანიემ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება შემოგვთავაზა. აღსანიშნავია, რომ მან ძირითადში დააყენა იანვრის ბოლოსკენ სწორედ "ოსერიდან" ნაყიდი პოლ-ჟორჟ ნტეპი. ახალგაზრდა ფორვარდს ერთი-ორი შანსი კი ჰქონდა, მაგრამ ყოფილ გუნდს ვერ გაუტანა.

საბოლოოდ, "რენმა" ფუედ კადირის ერთადერთი გოლით მოიგო. ოსერელები 55-ე წუთის შემდეგ ათი კაცით კი თამაშობდნენ, მაგრამ მაინც იბრძოლეს და სულ მცირე, ერთი აშკარა საგოლე მომენტიც ჰქონდათ.

ბევრად უფრო მშვიდად მოიგო "გენგამმა", რომელიც კორსიკას ეწვია "აიაჩოს" სტადიონზე მეხუთელიგელ "ბალან რუსთან" საპაექროდ. იმ ქალაქის გუნდი, რომელშიც სულ რაღაც 3 500 ადამიანი ცხოვრობს, აქამდეც რომ მოვიდა, ესეც დიდი წარმატებაა. "გენგამს" თავი არ მოუკლავს, მშვიდად მოიგო 2:0 და მეოთხედფინალში გავიდა. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდი საფრანგეთის თასის 2009 წლის გამარჯვებულია. მეტი ტიტული გენგამელებს არც აქვთ.

მეოთხე დივიზიონის ბინადარმა "მულენმა", რომელმაც წინა ეტაპიდან სენსაციურად გამოაგდო "ტულუზი", სტარტზევე მიიღო გოლი მეხუთელიგელი "სეტისგან".

თუმცა შემდეგ ტულუზელებთან ჩატარებული მატჩის გმირმა და დუბლის ავტორმა სებასტიენ და სილვამ იფეთქა და ამჯერადაც დუბლი გაახერხა. 26 წლის თავდამსხმელის ასეთ თამაშს, ალბათ, რამდენიმე სკაუტი ჩაინიშნავდა და ზაფხულში, წესით, ის ბევრად უფრო მაღალი რანგის გუნდში უნდა ვიხილოთ.

"სეტმა" კი საბოლოოდ შეხვედრა 9 კაცით ჩაამთავრა და გმირული ბრძოლის მიუხედავად, ვერაფერს გახდა - ბოლოს მესამეც გაუშვა და ტურნირს დაემშვიდობა.

ბალან რუსი-გენგამი 0:2

გოლები: 0:1 სერდანი (40), 0:2 დიალო (57)

ოსერი-რენი 0:1

გოლი: 0:1 კადირი (23)

ნიცა-მონაკო 0:0 (0:1 დ.დ.)

გოლი: 0:1 ბერბატოვი (114)

გაძევება: კოლოძეიჩაკი (47. ნიცა)

მულენი-სეტი 3:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
სპალეტის იტალიის ნაკრებიდან უშვებენ? - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც ცნობილია
თბილისში ბულგარეთის ნაკრების ჩამოსვლამდე ბერბატოვმა ბუნტი წამოიწყო
ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს
ჩემპიონთა ლიგაზე გასულ გუნდს 35 წლის მწვრთნელი დაუნიშნეს
ბერბატოვი: ის საუკეთესო პარტნიორი იყო, არადა, ერთმანეთს ვერც კი ვესაუბრებოდით
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
ᓒᓔᓜᕒᓐᓛᓘ - ᓑᕠᓔᓢᓐᓜᓣᓚᕘ ᓡᓘᕐᕛᓐᓧᕔ
მოულოდნელი უარი - რანიერიმ ბოლო მომენტში იტალიის ნაკრების გაწვრთნა არ ისურვა
"დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს "მანჩესტერ იუნაიტედს" გაწვრთნის" - ბერბატოვი რუნიზე
"რონალდო ის ფეხბურთელია, რომლის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი..." - მესი
მესი და რონალდო საუკეთესო სამეულში მოხვედრას არ იმსახურებენ - ბერბატოვი
საფრანგეთის თასი. 1/32-ფინალი: "მონაკომ" ქომაგები ანერვიულა
კრიშტიანო რონალდო - ზედიზედ მე-13 30-გოლიანი სეზონი
იტალიის ნაკრების მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გახდება
ორი მთავარი კანდიდატი - "რომას" ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელების ვინაობა ცნობილია