ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

თედორე აბელაშვილი - პატრიარქის ხელდასხმული ფალავანი

თედორე აბელაშვილი - პატრიარქის ხელდასხმული ფალავანი

ჟამი შეკრებად შვილთა და თედო აბელაშვილი, იგივე თედორე მასმანიდისი (90) საბერძნეთიდან სამშობლოში ბრუნდება
ჟამი შეკრებად შვილთა და თედო აბელაშვილი, იგივე თედორე მასმანიდისი (90) საბერძნეთიდან სამშობლოში ბრუნდება. ის წლების წინ გაჰყვა თბილისსა და ათენს შორის გაბმულ ქარავანს და ათობით თანატოლის მსგავსად, ცალკერძ კარიერის გადასარჩენად, ცალკე კი სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად საბერძნეთს მიაშურა... ეს წლები არც დაუკარგავს - ერთხელ ჭაბუკებში გახდა ევროპის მესამე პრიზიორი, ორჯერ - ახალგაზრდებში, ერთხელაც - 23-წლიანებში.

თუმცა, როგორი ტკბილიც უნდა იყოს უცხოური კარიერა, ქართველები ხომ ობოლი ერი ვართ და ბოლოს ყველა შინ ბრუნდება. აბელაშვილმაც ასე იგრძნო სისხლის ყივილი, თუმცა ამაში დიდი როლი პატრიარქსაც შეუსრულებია.

ბოლო წლებში ის საქართველოშიც ჭიდაობდა - 2007-ში ქვეყნის პირველობაზეც მესამეზე გავიდა, 2009-ში კი თბილისის საერთაშორისო ტურნირზე მოიპოვა ბრინჯაო ჩვენი სახელით. ახლა მან კურაშშიც სცადა ბედი და წარმატებითაც - დეკემბერში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, თუმცა ამან უკვე გარკვეული პრობლემებიც შეუქმნა, რაზეც ქვემოთ თავად ისაუბრებს.

უეჭველია, 25 წლის ფალავანი, რომელმაც ჭიდაობა ლევან ბიგანიშვილთან დაიწყო, ახლა კი გურამ მოდებაძე ავარჯიშებს, ნამდვილად გააძლიერებს კონკურენციას ნაკრებში. თუმცა, შესაძლოა, სწორედ იქ მოგვევლინოს იმედად, სადაც ყველაზე მეტად გვიჭირს - 100 კილოგრამში, ოღონდ ჯერ საბოლოოდ მაინც არაა გარკვეული, რომელ წონაში გაიკეთებს კარიერას.

- როგორც შევიტყვეთ, საბერძნეთიდან საბოლოოდ ბრუნდებით საქართველოში...

- მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში საბერძნეთის სახელით ვჭიდაობდი. ახალგაზრდულ ასაკში მომიწია იქ წასვლა და ჩვენს ბიჭებთან ერთად წლების განმავლობაში გამოვდიოდი, თუმცა დღეს ყველა დაბრუნდა უკან, მხოლოდ ჯარჯი ზვიადაური, ანუ იგივე ილიას ილიადისი დარჩა.

მაშინ ჩემთვის აქ დაბრუნება წარმოუდგენელი იყო, რადგან ახალი წასული ვიყავი. თუმცა ერთხელ პატრიარქთან მომიწია წირვისას შეხვედრა და კურთხევისას უწმინდესმა, ვიდრე დამლოცავდა, პირველი ეს მკითხა, ხომ დაბრუნდები საქართველოშიო. კი-მეთქი, ვუპასუხე, მაგრამ მერე უფრო დავფიქრდი, სად დავბრუნებულიყავი, როგორ, რა პირობებში.

სინდისის ქენჯნა ვიგრძენი, ხომ არ მოვატყუებ-მეთქი. თუმცა მოგვიანებით იქაც აგვერია სიტუაცია - მოგეხსენებათ, საბერძნეთი ფინანსურმა კრიზისმა მოიცვა და ეკონომიურად გაუჭირდათ.

ევროპის ორი პირველობის პრემია დღესაც მისაღები მაქვს. ისე მოხდა, რომ იქ გამოსვლას თავისთავად შევეშვი, მაგრამ, სამაგიეროდ, აქ დავიწყე ქართულის ჭიდაობა.

- ძიუდოს ტურნირებშიც გამოდიოდით...

- კი, რამდენიმე შეჯიბრება ვიჭიდავე. თბილისის მსოფლიოს თასზე მესამე ადგილიც მოვიპოვე და სხვა საერთაშორისო ტურნირებშიც გამოვედი... სამბოსაც ვჭიდაობდი საბერძნეთის სახელით, ახლა კი კურაშშიც მიმიწვიეს მსოფლიოს ჩემპიონატზე. იმათი ნაკრები, ძირითადად, ძიუდოისტებით იყო დაკომპლექტებული, მაგრამ მერე ძიუდოს ფედერაციამ გამოსცა ბრძანება, რომ მის სპორტსმენებს სხვა სახეობებში - სამბოსა და კურაშში არ ეჭიდავათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუხსნიდნენ ხელფასს და მისცემდნენ დისკვალიფიკაციას.

მე წლეულს ნაკრებში ისეც ვერ ვხვდებოდი, რადგან საქართველოს ჩემპიონატში არ მიჭიდავია. ამიტომ წავედი კურაშის მსოფლიოს პირველობაზე, სადაც გავიმარჯვე კიდეც. 1992 წელს ცხონებულმა არჩილ ჩოხელმა მოიგო ეს შეჯიბრება და მას შემდეგ ჩემპიონი არ გვყოლია. თუმცა ჩემს გამოსვლას პრობლემებიც მოჰყვა, რადგან საბერძნეთის მოქალაქე ვარ და საქართველოს სახელით ვიჭიდავე.

თურმე, როცა სხვა ქვეყნის პასპორტს იღებ, საქართველოსი უნდა ჩააბარო, მაგრამ მე ეს წესი არც კი ვიცოდი. ახლა ორმაგ მოქალაქეობას ვიღებ, ოღონდ ამას გარკვეული დრო სჭირდება. აქედან გამომდინარე, მთელი ჩემი სამომავლო გეგმები საქართველოს უკავშირდება.

- როგორ ფიქრობთ, როდიდან ჩაერთვებით აქაურ კონკურენციაში?

- წლეულს ეს ძნელი იქნება, რადგან ფიზიკურად ვერ შევძელი საქართველოს ჩემპიონატში გამოსვლა და არ შევდივარ ნაკრებში. ალბათ, წლეულს გამიჭირდება გუნდში მოხვედრა, თუმცა შეკრებებზე წასვლის სურვილი მაქვს. მოვემზადები და გაისად ვიასპარეზებ ქვეყნის ჩემპიონატში.

- ბერძნები უპრობლემოდ გიშვებენ?

- კი, იმათგან არანაირი წინააღმდეგობა არაა, თუმცა რომც იყოს, მათი სახელით ორი წელიწადი არსად მიჭიდავია და ვერც შემიშლიან ხელს.

- აქ რომელ წონაში იჭიდავებთ?

- ახლა 97 კილოგრამამდე ვარ, მაგრამ შეიძლება, დავიკლო 90-ში. თუმცა ეს ჯერ არაა გადაწყვეტილი და იქნებ 100-შიც გამოვიდე. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

- თქვენ რომელში გირჩევნიათ ჭიდაობა? ერთი შეხედვით, იოლი ამოცანაა, მაგრამ, ამავდროულად, ძნელიც თქვენი ამჟამინდელი წონისა და კონკურენციის გათვალისწინებით.

- 90 კილოგრამი ძალიან რთული და ყველაზე წარმატებული წონაა საქართველოს ნაკრებში. აქედან გამომდინარე, იქ დამკვიდრება ძალიან რთული იქნება, თუმცა გამორიცხულიც არაფერია. არა მგონია, 100-ში ფიზიკურად გამიჭირდეს, მაგრამ ვნახოთ, ჯერ დავილაპარაკებ მწვრთნელთან, ექიმთან - რამდენად შევძლებ დაკლებას. საბოლოო გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით მივიღებ.

- ამ გადასახედიდან, ხომ არ ნანობთ საბერძნეთში წასვლას, ხომ არ მიგაჩნიათ, რომ დარჩენა სჯობდა?

- ალბათ, მართლაც სჯობდა, რადგან აქ დიდი სკოლაა. იმდენად ძლიერი, რომ მიმაჩნია, მოჭიდავე უცხოეთში არ უნდა წავიდეს. ასეთ შედეგს, განსაკუთრებით - ძიუდოში, ბევრი ქვეყანა ვერ აღწევს.

თუმცა იმ მომენტში რომ არ წავსულიყავი, შეიძლება, სულაც თავი დამენებებინა ძიუდოსთვის და სხვა საქმისთვის მომეკიდა ხელი. მაშინ ძნელი იყო თავის გატანა. კარგად გვესმის და ვხედავთ აქაურ ვითარებას.

- ჯარჯისთან მეგობრობთ და გეცოდინებათ, აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას?

- აჯობებს, ამაზე თავად ჯარჯის გაესაუბროთ. მას ადრეც ჰქონდა დაბრუნების სურვილი - 2004 წელს, როცა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, მაგრამ ეს არაა ასე იოლი, უჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება.

არ ვიცი, რა შეიცვალა მას შემდეგ ან რას ფიქრობს, ჩემთვის რთულია სხვის პირად ცხოვრებაზე საუბარი. სამწუხაროდ, აქ მყარი გარანტიები არ გაქვს. საქმე მხოლოდ ფინანსებში არაა. იქ თუ რამეს მიაღწევ, გარანტირებული გაქვს ყველაფერი, აქ - არა. იქ ჯარჯი ლეგენდაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე

[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია

[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...

ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები

რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა

"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა

თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს

სესკს გრანდები აქტიურად აკვირდებიან - ფაბრეგასმა შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს

სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის

[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!

"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?

ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში

[VIDEO] კვერნაძის დუბლი იტალიაში - "ფროზინონე" სერია A-სკენ მიიწევს

"კვარაცხელია ბრენდი "K" - ბრწყინვალე ქართველი კოშმარი მეტოქისთვის" - ფრანგული მედია ხვიჩაზე

[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...

[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში

ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის

"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა

სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა

"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

ლიდერებმა სალაჰის მხარი დაიჭირეს - "ლივერპულის" ფეხბურთელები სლოტის გათავისუფლებას ითხოვენ

[VIDEO] სანდროს მორიგი კარგი მატჩი და ეფექტური ჩატენვები - "ტორონტო" ზედიზედ მესამედ დამარცხდა

"მსოფლიო ჩემპიონი თავის საქმეში" - ჯარჯი ზვიადაური პუტინის ფოტოს გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს

ილიას ილიადისი ძიუდოს აკადემიაში მასტერკლასს ჩაატარებს

ბაქო 2015. ძიუდო: ვალერი ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]

ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს

ბაქო 2015. ძიუდო: ადამ ოქრუაშვილმა საქართველოს მეორე ოქრო მოუტანა! [VIDEO]

ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების გაწვრთნაზე: ბევრი მეკითხება, უარს რატომ ამბობო?! უარს არ ვამბობ, მაგრამ...

ქართველებმა უზბეკური ეროვნული ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე 7 ოქროს მედალი მოიპოვეს