გულშემატკივარს, რომელმაც არაჰუმანური მეთოდით გამოხატა მატჩის არბიტრის გადაწყვეტილებისადმი პროტესტი, ციხე ემუქრება
ესპანეთში ფეხბურთის გულშემატკივარმა უცნაური და არაჰუმანური მეთოდით გამოხატა მატჩის არბიტრის გადაწყვეტილებისადმი პროტესტი, რისთვისაც ციხე ემუქრება.

ფაქტი 9 თებერვალს, ალმერიაში, რეგიონალური ლიგის გუნდების მატჩზე მოხდა.

ერთ ეპიზოდში მთავარი მსაჯი ერთ-ერთი გუნდის სათადარიგოთა სკამთან მივიდა. სწორედ ამ დროს ტრიბუნაზე მყოფმა 50 წლის ფანატმა, რომელიც გაღიზიანებული იყო არბიტრის გადაწყვეტილებების გამო, სტაცა ხელი გვერდით მჯდომი გულშემატკივრის ძაღლს და მსაჯს საბრალო ცხოველი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ესროლა.

იხილეთ ვიდეო

ამით აღშფოთებულმა ძაღლის პატრონმა ფანატს მუშტები კი დააყარა, მაგრამ მოჩხუბრები პოლიციამ მალევე გააშველა. თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა - ცხოველზე არაჰუმანური მოპყრობისთვის კანონის დამრღვევს ბრალი წაუყენეს.

რაც შეეხება "დაზარალებულს", საბრალო ცხოველის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მომზადებულია metro.co.uk-ის მიხედვით

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა