"რეალი" "კახასოლის" ქართველმა ფორვარდმაც დაამწუხრა

კვირას, ესპანეთის ჩემპიონატში ტორინ გრინის "გრან კანარიასა" და მადრიდის "რეალის" მატჩი დილით 11:30 საათზე დაიწყო და კანარელთა გამარჯვებით დასრულდა - 70:59. ორშაბათს "რეალი" "ბარსელონას" "კამპ ნოუზე" 0:5 განადგურდა...

ამ ორ მატჩს შორის, კვირას, საღამოს 6 საათზე "კახასოლმა" და "რეალმა" კოინის საკალათბურთო ტურნირის ფინალში ითამაშეს და მადრიდელებმა 5 ქულის სხვაობით წააგეს. სათაურში "რეალის" ძლევა "კახასოლის" ქართველ ფორვარდ ბექა ბურჯანაძეს დავაბრალეთ, რაც გადამეტებული სულაც არ ყოფილა:

- ჩვენს მსგავსად, მადრიდელებმაც ფინალამდე ყველა მატჩი მოიგეს. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან "რეალს" ძლიერი ახალგაზრდები ჰყავს. განსაკუთრებით მსუბუქი და მძიმე ფორვარდები მომეწონა. პირველ ტაიმში 10 ქულით დავწინაურდით, თუმცა მეორე ნახევარში "რეალმა" თამაში გამოასწორა და შეხვედრის ბოლოს დაგვეწია კიდეც. საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა. ბოლო შეტევის უფლება ჩვენ დაგვრჩა, გამთამაშებელს ბლოკით წავეშველე და პერიმეტრზე გავიხსენი. მან ბურთი გადმომაწოდა, ფარქვეშ შევედი და ორქულიანი ჩავაგდე. თან, მადრიდელებმა წესი დაარღვიეს და საჯარიმო ტყორცნაც გამოვიყენე. შეხვედრის დასრულებამდე თითქმის აღარაფერი რჩებოდა, მეტოქემ სამქულიანი რომ ააცილა, ბურთი მოვხსენი და ჯარიმების ტყორცნის უფლებაც მივიღე - 77:72, - როგორც მიხვდით, ეს სიტყვები "კახასოლის" ქართველ ფორვარდ ბექა ბურჯანაძეს ეკუთვნის. მან ფინალში 19 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა, რასაც ორიგინალური დიზაინის თასი მიამატა. თასს ზედ აწერია: "კოინის ტურნირის საუკეთესო კალათბურთელი"...

საუბარი "რეალთან" მატჩით დავიწყეთ, თუმცა არანაკლებ საინტერესო გამოდგა შეჯიბრების ჯგუფური ეტაპი, რომელზეც თავად კალათბურთელი მოგვითხრობს:

- ქალაქ კოინში ყოველწლიურად იმართება 18-წლამდელთა ტურნირი, რომელშიც ძლიერი გუნდები მონაწილეობენ. წლეულს შეჯიბრებაში ექვსი გუნდი ჩაერთო: "უნიკახა", "რეალი", "კოინი", "მალაგა", ერთი ჩეხური კლუბი და ჩვენი "კახასოლი". გუნდები ორ ჯგუფად გაიყო. პირველ მატჩში, პარასკევს "უნიკახას" 6 ქულის სხვაობით მოვუგეთ. 13 ქულა და 9 მოხსნა მოვაგროვე. მეორე დღეს ჩეხებთან მატჩში 22 ქულა ჩავაგდე და ბურთი 8-ჯერ მოვხსენი. შეხვედრა 20 ქულის სხვაობით მოვიგეთ. ჯგუფების გამარჯვებულები, "კახასოლი" და "რეალი" ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ...

ვფიქრობთ, კოინის ტურნირზე ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდეთ. ბექას "კახასოლი" ება-ს ლიგაზე და ესპანეთის ჩემპიონატშიც თამაშობს.

- ება-ში სამი მატჩი ჩავატარეთ და ორი მოვიგეთ. ეს შეჯიბრება გაზაფხულის ბოლომდე გრძელდება და ვფიქრობ, "კახასოლს" შესწევს ძალა ტურნირი წარმატებით დაასრულოს. ება-ში ძირითადად ჩვენზე უფროსებთან გვიწევს დაპირისპირება (გუნდში მხოლოდ ორი 19 წლის კალათბურთელია, ცენტრი და გამთამაშებელი, დანარჩენი 18 წლისანი ვართ), რაც გამოცდილებასაც გვმატებს და პროფესიულ ზრდაშიც გვეხმარება. მაისიდან ანდალუსიის ჩემპიონატი დაიწყება, რომლის მოგების შემთხვევაში ესპანეთის პირველობაზე გადავალთ. ანდალუსიაში წარმატებაზე არაფერს ვამბობ, იმდენად კარგი გუნდი გვყავს, რომ ესპანეთის ჩემპიონატშიც შეიძლება წარმატებაზე ფიქრი. თუმცა, მანამდე დიდი დროა.

ება-ს ლიგაში ბურჯანაძეს ეფექტური დებიუტი ჰქონდა: 32 წუთში 23 ქულა (7-დან 3 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი, 14-დან 11 საჯარიმო), 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მისმა "კახასოლმა" "ალაურინი" სტუმად დაამარცხა - 81:73.

მეორე მატჩი სევილიელებმა "რუედას" სძლიეს - 96:60. ბექამ 24 წუთში 16 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა ჩაიწერა.

მესამე ტური "კახასოლისთვის" წამგებიანი გამოდგა: "უნიკახასთან" მალაგაში ბოლო წამებზე ვერაფერი გააწყო - 63:68. ბექამ 30 წუთში 10 ქულა და 8 მოხსნა გაიფორმა.

ბურჯანაძე თითო მატჩში 6-7 სამქულიანს ესვრის. შესაბამისად, დავინტერესდით, 201 სმ სიმაღლის ქართველს მწვრთნელი რა პოზიციაზე ათამაშებს.

- ძირითადად მესამე და მეოთხე ნომრის ამპლუაში მიწევს გამოსვლა. ამხანაგურ მატჩებში მწვრთნელმა მეორე ნომრადაც (მსროლელად) დამაყენა და კმაყოფილიც დარჩა. ასე რომ არ ყოფილიყო, ოფიციალურ შეხვედრებში მსროლელის ფუნქციას არ მანდობდა. ჩემთვის განსაკუთრებით სასარგებლოა მეორე ნომრის პოზიციაზე დაცვაში თამაში. თუმცა, მსროლელად მხოლოდ ეპიზოდებში ვარ, ძირითადად ფორვარდის ფუნქციებს ვასრულებ. თამაშების პარალელურად გუნდთანაც ვვარჯიშობ და ინდივიდუალურადაც, ვხვეწ სხვადასხვა კომპონენტს, მათ შორის სისწრაფეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა