"...არ ვფიქრობ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ, მაგრამ მე ჯერ არ მინახავს ვინმე, ჩემზე უკეთესი"
"ეტიჰადზე" საოცარი გამარჯვების შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ "განსაკუთრებული კაცი" დაბრუნდა! მისი ხელახალი შესვლა ერთ მდინარეში წარმატებული გამოდგა. ჟოზე მოურინიოსთან ერთად კი "ნისლიან ალბიონზე" მისი განუმეორებელი ფრაზებიც დაბრუნდა.

სანამ 51 წლის ჟოზე მოურინიო "ეტიჰადზე" მასტერკლასს ჩაატარებდა, მისმა გუნდმა შინ "ვესტ ჰემს" ვერ მოუგო. სტუმართა მთელი გუნდი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, ამიტომაც, ჟოზემ "ვესტ ჰემის" ფეხბურთს მე-19 საუკუნის ფეხბურთი უწოდა.

როცა მანუელ პელეგრინის "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა, "ჩელსის" თავკაცმა განაცხადა, რომ მის გუნდს ჩემპიონობის მოპოვების შანსი აქვს, ოღონდ - მცირე შანსი:

"პრემიერლიგის მოსაგებად ორი რაში იბრძვის, ჩემი გუნდი კი მხოლოდ კვიცია, რომელიც ჭიხვინს ახლა სწავლობს. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ტიტულის მოგება... თუკი ის ორი ბედაური მას დაკარგავს".

ამის მერე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგაზე მილანის "ინტერთან" ერთად ორი მატჩის ჯამში "ბარსელონას" დამარცხება, არც მეტი, არ ნაკლები, ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ საფეხბურთო გამარჯვებად მონათლა. მოურინიოსთვის თავმდაბლობა ხომ უცხოა...

გავიხსენოთ პორტუგალიელი სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერის 10 ყველაზე ფრთიანი ფრაზა...

მე განსაკუთრებული ვარ

- ძალიან გთხოვთ, ნუ იფიქრებთ, რომ მე ძალიან ამაყი ან შემაწუხებელი ვარ. მაგრამ უკვე მოვიგე ჩემპიონთა ლიგა, ამიტომაც, რა თქმა უნდა, მე განსაკუთრებული ვარ!

პირველი... ღმერთის შემდეგ

- იდეალური და მარტივი სამუშაო რომ მდომებოდა, "პორტუში" დავრჩებოდი. იქ მდიდრული, ვეებერთელა და ძალიან მოსახერხებელი ლურჯი სავარძელია. ღმერთია და მის მერე... მე.

გონიერების ძიებაში

- როდესაც მსურს, მოვუსმინო ჭკვიანი კაცის რჩევას, ვიწყებ ლაპარაკს.

ეროვნული დღესასწაული

- ყველას ისე სურს "ჩელსის" წაგება, რომ ასე მგონია, როცა მართლა წავაგებთ, დიდ ბრიტანეთში ეროვნულ დღესასწაულს გამოაცხადებენ. არა?

რკინის ლოგიკა

- არ ვფიქრობ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ, მაგრამ მე ჯერ არ მინახავს ვინმე, ჩემზე უკეთესი.

ჯადოქარი არ ვარ

- სხვათა შორის, მე საფეხბურთო მწვრთნელი ვარ, ძალიან კარგი მწვრთნელი, მაგრამ ჯადოსნობის ნიჭი არ მაქვს, ჰარი პოტერი არ ვარ, არც მერლინი...

კვერცხების აუცილებლობაზე

- ფეხბურთელები, როგორც კვერცხები, სხვადასხვა ხარისხის არიან. მაღაზიაში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ პირველი, მეორე ან თუნდაც მესამე სორტის კვერცხი. რა თქმა უნდა, კარგი ხარისხის კვერცხებისგან უფრო გემრიელი ომლეტი გამოდის. ასეა გუნდიც, რაც უფრო კარგი ფეხბურთელები გყავთ, მით უკეთესია.

ლიონელის კომედია

- თქვენ უკვე იცით, რომ ბარსელონა ესპანეთის კულტურული დედაქალაქია. ქალაქში უამრავი თეატრია, ქუჩებში შეხვდებით ნიჭიერ მსახიობებს. ამიტომაც მესიც იდეალურად მოერგო კომედიანტის როლს.

ცხოველთა სამყარო

- (როცა ტრავმირებული იგუაინის არყოფნაში, ბენზემას თამაშს უკეთებდა კომენტარს) ძაღლთან ერთად ყოველთვის ინადირებ წარმატებით. მაგრამ, რა ვქნათ, როცა ის არ არის? რას გააწყობ, სხვა გზა არ არის, სანადიროდ კატა უნდა ვიახლოთ.

იდიოტიზმის შესახებ

- იდიოტია ის, ვინც ფიქრობს, რომ სრულყოფილია და მეტი ზრდა არ სჭირდება. მე იდიოტი არა ვარ...

ყოველკვირეული ჟურნალი LELO WEEK

dongo
ვესტ ჰემის ფეხბურთი თუ მე19 საუკუნის იყო მხოლოდ იმიტო რო დაცვითი ითამაშა, მაშინ შენი ანტი ფეხბურთი და ნაგავი სული მე 14 საუკუნის გადმონაშთია. შენი .... ხასიათის და განწყობის გადადება კარგად შეგიძლია ფეხბურთელებზე. მაგიტოა ყოველთვის გყავს 4-5 სიმულიანტი და მაგდენივე ავჩარკა გუნდში
giorgi
ლიონელის კომედია - თქვენ უკვე იცით, რომ ბარსელონა ესპანეთის კულტურული დედაქალაქია. ქალაქში უამრავი თეატრია, ქუჩებში შეხვდებით ნიჭიერ მსახიობებს. ამიტომაც მესიც იდეალურად მოერგო კომედიანტის როლს. ----------------ჩემი შენ გითხარიო....
giorgi
მილანში რო მესამე ბურთი მილიტომ ოფსაიტიდან გაიტანა,მსოფლიომ აღიარა, ბარსელონაში რომ ბარსას კანონიერი ბურთი ოფსაიტად ჩაუთვალეს დღესაც დევს იუტუბზე მოკლედ ინტერს რო ასე მოქცეოდნენ დარწმუნებული ვარ დღესაც ასე იტყოდა ბოლო 50 წელიწადში ასე უკანონოდ არავინ დასჯილაო.
mouBETI -s
გვარდიოლამ ჯერ პორტოს დონის გუნდით მოიგოს ლიგა და მერე ვილაპარაკოთ მის მეორე ზეციურ მამობაზე..
qar
განსაკუთრებულმა წაიკითხა თქვენი კომენტარები და გასკდა სიცილით:)
gigi
ჯერ გვარდიოლას კითხე მერამდენე ხარ
mouBETI
მაგარი კი ხარ, მაგრამ უნამუსო და ყომარბაზიც ხარ. შენზე მაგრებიც ბევრი ყოფილან და მომავალშიც იქნებიან. ფეხბურთის თამაში არც შენით დაწყებულა და არც შენით მორჩება. შენ თუ ღმერთის შემდეგ ხარ, გვარდიოლა მეორე ზეციური მამა ყოფილა.
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
შეთანხმება შედგა - მამარდაშვილის "ლივერპულის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
უარი ვარსკვლავებზე - მოურინიოს თხოვნა პერესს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
მოურინიოს პირველი მოთხოვნა პერესს - "რეალი" კალაფიორის დაუკავშირდა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
ჟოზე დაბრუნდა - მოურინიომ “რეალთან” კონტრაქტი გააფორმა
[VIDEO] "ბაიერნმა" გერმანიის თასი მოიგო - ჰიონესს მოურინიოს სტუმრობა არ ესიამოვნა
"ბენფიკას" მოურინიოს შესაძლო შემცვლელთა შორის ორი კანდიდატი ჰყავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
მოურინიო "რეალში" ანარქიას ბოლოს მოუღებს - პერესის ეპოქა დასასრულს უახლოვდება?
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს