"როკის" თავკაცმა ბოლო წუთებზე გიორგი ცინცაძე არ ათამაშა და დაისაჯა

ევროჩელენჯის წილისყრამ გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკს" ერთ-ერთ მეტოქედ "ბენფიკა" არგუნა. სწორედ ამ კლუბის სამი წევრი იცავდა აგვისტოში პორტუგალიის ნაკრების ღირსებას. ჰეშიმუ ევანსი, მიგელ მინავა და ფრანსისკო ჟორდაო საქართველოს აგვისტოში სტუმრობდნენ. ევროჩელენჯის წილისყრის შემდეგ, შეიძლება ცინცაძეც ფიქრობდა, რომ სატურნირო ცხრილში "ბენფიკას" უკან მოიტოვებდა, მაგრამ "ტარტუს" პორტუგალიური "ვოიაჟი" წარუმატებელი გამოდგა - ჟორდაოს, ევანსს და მინავას ამერიკელები დაეხმარნენ "როკი" 80:74 დაამარცხეს.

შეხვედრის მესამე პერიოდის წინ "ბენფიკამ" სოლიდური უპირატესობა მოიპოვა - 46:34. დიდი შესვენების შემდეგ მოედანზე ცინცაძე დაბრუნდა, ერთმანეთის მიყოლებით ორი ორქულიანი ჩააგდო და სხვაობა 9 ქულამდე შეამცირა - 39:48. ამის მერე პორტუგალიელები კვლავ წინ გაიჭრნენ და ყველაზე დიდ ფორას ევანსის ტყორცნის შემდეგ (სირენამდე 9:12 წუთით ადრე) მიაღწიეს - 71:56.

სწორედ ასეთი ჩამორჩენა გახდა "როკერთა" გამოფხიზლების მიზეზი, რომლებმაც 16:0 გაქცევა მოაწყვეს, 72:71 დაწინაურდნენ და გამარჯვების იმედი დაიბრუნეს. მატჩის ხასიათი არც ბოლო წუთებზე შეცვლილა, აღმავლობას ისევ ჩავარდნა მოჰყვა, ბოლო სამ წუთში "ტარტუმ" მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო, "ბენფიკამ" 9:2 მოიგო და საბოლოო გამარჯვებაც მას დარჩა.

შეხვედრას თვალს ინტერნეტ-ქრონოლოგის დახმარებით ვადევნებდით, ვფიქრობდით, რომ მწვრთნელი გიორგი ცინცაძეს ბოლო წუთებისთვის ინახავდა, მაგრამ შევცდით: "როკის" თავკაცმა ინდრიკ ვესპაანუმ გიორგი მეოთხე პერიოდში აღარ ათამაშა. არადა, ბოლო წუთებზე გუნდს ახალი ძალა ნამდვილად სჭირდებოდა...

ასეა თუ ისე, ცინცაძემ მოედანზე 14 წუთი დაჰყო, 6 ქულა და თითო მოხსნა-პასი-ჩაჭრა მოაგროვა. 26 წუთში 12 ქულა და 7 პასი შეასრულა გიორგის კონკურენტმა ტიმუ სოკმა. ჩვენმა პორტუგალიელმა ნაცნობმა ევანსმა 14 ქულას მოუყარა თავი, ხოლო მატჩის ბომბარდირი მისი თანაგუნდელი ჰენრი გახდა - 21 ქულა.

ევროჩელენჯის სამი ტურის შემდეგ სამი წაგება აქვს "ტარტუ როკს", თუმცა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს მაინც ინარჩუნებს, რისთვისაც დარჩენილი სამი შეხვედრა უნდა მოიგოს. შეიძლება, "ბენფიკასა" და შვეიცარიის "ლუგანოს" შინ აჯობოს, მაგრამ ბულგარულ "აკადემიკთან" სოფიაში გამარჯვება გაუჭირდება. ბევრი რამე პორტუგალიელებსა და შვეიცარიელებზეც იქნება დამოკიდებული. მოკლედ, ჩამოგიწერთ შეჯიბრების სატურნირო ცხრილს, დარჩენილი მატჩების კალენდარს და შანსებზე თავად იმსჯელეთ. მხოლოდ იმას დავძენთ, რომ მომდევნო ეტაპზე თითო ჯგუფიდან ორი გუნდი გადის.

C ჯგუფი

აკადემიკი-ბენფიკა 92:71

ლუგანო-როკი 73:61

როკი-აკადემიკი 72:80

ბენფიკა-ლუგანო 89:84

ლუგანო-აკადემიკი 66:69

ბენფიკა-როკი 80:74

თ მ წ სხ ქ

1. აკადემიკი 3 3 0 241/209 6

2. ბენფიკა 3 2 1 240/250 5

3. ლუგანო 3 1 2 223/219 4

4. როკი 3 0 3 207/233 3

7 დეკემბერი

როკი-ლუგანო

8 დეკემბერი

ბენფიკა-აკადემიკი

14 დეკემბერი

აკადემიკი-როკი

ლუგანო-ბენფიკა

21 დეკემბერი

აკადემიკი-ლუგანო

როკი-ბენფიკა

[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა