1992 წლის შემდეგ
ტრამპლინიდან მხტომელებმა მედლების მეორე კომპლექტი გრძელ ტრამპლინზე გაითამაშეს. მთელი ამ სტარტის განმავლობაში ამინდი ხშირად იცვლებოდა: ხან ქარი ამოვარდებოდა, ხან ბუნება მშვიდდებოდა, მაგრამ საერთო ჯამში, ამას არ უმოქმედია ძალთა ლოგიკურ გადანაწილებაზე.

პირველი ცდის შემდეგ ლიდერობდა საშუალო ტრამპლინში ჩემპიონი, პოლონელი კამილ შტოხი, თუმცა მისი უპირატესობა ნორიაკი კასაისა და ზევერინ ფროინდზე დიდი არ ყოფილა. სლოვენიელი პეტერ პრევციც ახლოს იყო და ინარჩუნებდა მედლების შანსს. მოკლედ, შედეგები ძალიან მჭიდრო იყო და მეორე ცდა საინტერესო უნდა გამოსულიყო.

ქარი აქაც ჩაერია საქმეში: ზოგისთვის ის შემხვედრი იყო, ზოგისთვის ზურგის; თან მსაჯებს გადმოსახტომი მანძილის შემცირება მოუწიათ უსაფრთხოების სიტუაციიდან გამომდინარე.

შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, კამილ შტოხის მეორე ოქროს საფრთხე დაემუქრა. მხოლოდ 1.3 ქულა წააგო პოლონელთან 41წლის იაპონელმა ნორიაკი კასაიმ, არადა, გამარჯვების შემთხვევაში, ის ზამთრის თამაშების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი გახდებოდა. იაპონელს ძალიან კარგი მეორე ცდა ჰქონდა, რასაც შტოხმა საშუალო დონის ნახტომით უპასუხა. ამიტომაც დიდი ხანი გაურკვეველი იყო - ვინ გაიმარჯვა. საბოლოოდ, ოქრო ისევ შტოხს ერგო, მაგრამ კასაის ვერცხლი ბევრის ოქროს სჯობდა.

ექვსქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, მესამე ადგილზე გადასვლა შეძლო პეტერ პრევცმა, ზევერინ ფროინდმა კი მეორე ცდა ჩააგდო და გერმანია ისევ უმედლოდ დარჩა.

რაც შეეხება ნორიაკი კასაის, იაპონელის ყველაზე დიდი წარმატება 1992 წლით თარიღდება, როცა მან ჩეხეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. დღეს რთული დასაჯერებელია, მაგრამ კასაიმ ეს ოქრო 22 წლის წინ აიღო. დღეს მსოფლიოს ელიტაში შემავალი სპორტსმენების დიდი ნაწილი მაშინ დაბადებულიც არ იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
ლოჩოშვილის სრული მატჩი და "კიოლნის" ფრე "ვერდერთან"
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
[VIDEO] კვერნაძემ სერია A-ში ისევ გაიტანა და საუკეთესო იყო - "ფროზინონე" "ჯენოას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] შეცვლაზე შესული გულიაშვილი შეცვალეს - "რასინგმა" "ალავესს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძემ "ჯენოასთან" "ფროზინონე" დააწინაურა
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ინფანტინოს წინააღმდეგ კანდიდატის წარდგენას გეგმავს
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ხალხი ქვებს იმიტომ ესვრის, რომ ნაყოფით დატვირთული ხეა" - მოურინიო ვინისიუსზე
"ის ამ ჯილდოს იმსახურებს" - პოჩეტინომ "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ჯაფარიძის განცხადებით გაოგნებულები ვართ" - გერმანიის ძიუდოს ფედერაცია
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა