საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე ვითარება უკიდურესად დაიძაბა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

საპლეიოფო ექვსეულში ისევ ქართველ მორაგბეთა გუნდები არიან, თუმცა გადამწყვეტ ეტაპზე მოხვედრის შანსი კიდევ ორ ქართულ გუნდს, "მეტრო რასინგს" და "ბრივს" გაუჩნდა, რომლებიც, შესაბამისად, მერვე-მეცხრე ადგილებზე იმყოფებიან.

დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" სტუმრად წააგო "გრენობლთან" - 13:16, თუმცა, მიუხედავად ამისა, "ვულკანები" ლიდერობას მაინც ინარჩუნებენ. არადა, 68-ე წუთამდე სწორედ ჩვენებურის გუნდი იგებდა და დასანანი ლელო მიიღო, რაც მარცხის ფასად დაუჯდა. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს.

მეორე ადგილზე დამკვიდრდა მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე", რომელმაც შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა გიორგი ჟღენტის "პერპინიანი" - 50:19.

საგულისხმოა, რომ მე-10 წუთამდე ანგარიშში წინ სტუმრები იყვნენ - 10:6. თუმცა ამის მერე მონპელიელთა უპირატესობა ხუთ ლელოში აისახა. ორ-ორი ლელო ალექს ტულუმ და რენე რენჯერმა მიითვალეს.

ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს. ნარიაშვილმა მოედანზე 12 წუთით მეტი დაჰყო, გორგოძე განაცხადში არ იყო.

მეორე საფეხურიდან მესამეზე დაქვეითდა დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე", რომელმაც სტუმრად წააგო კარლენ ასეიშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივთან" - 12:28.

შედეგად, ბრიველები საგრძნობლად მიუახლოვდნენ ლიდერთა ჯგუფს და შესანიშნავი შანსი აქვთ, პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძოლონ.

ასეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შველიძემ შეცვალა, ქუბრიაშვილი ტრავმირებულია, ჟვანია განაცხადში არ იყო.

მორიგი გამარჯვება მოიპოვა კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა".

ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ დაამარცხა საფრანგეთის ჩემპიონი, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" - 19:13 და სატურნირო ცხრილში გადაუსწრო.

ჩილაჩავამ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 49-ე წუთზე შეცვალეს; ფეიქრიშვილი სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა; მიქაუტაძე განაცხადში არ იყო.

საპლეიოფო ექვსეულს ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი" ხურავს, რომელმაც სტუმრად მოუგო გასავარდნად განწირულ ბასკურ "ბიარიცს" - 16:6. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

ლიდერებს წამოეწია დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგიც". პარიზელებმა შინ დაამარცხეს მეორე ბასკური გუნდი "ბაიონი" - 18:8. საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი თადარიგში იყო და თამაშში 68-ე წუთიდან ჩაერთო.

I დივიზიონი

XIX ტური

გრენობლი-კლერმონი 16:13, ტულონი-კასტრი 19:13, მეტრო რასინგი-ბაიონი 18:8, მონპელიე-პერპინიანი 50:19, ბიარიცი-ტულუზი 6:16, ბრივი-სტად ფრანსე 28:12, ოიონაქსი-ბორდო (გადაიდო).

სატურნირო მდგომარეობა

1. კლერმონი - 55 ქულა, 2. მონპელიე - 53, 3. სტად ფრანსე - 52, 4. ტულონი - 51, 5. კასტრი - 51, 6. ტულუზი - 49, 7. გრენობლი - 49, 8. მეტრო რასინგი - 48, 9. ბრივი - 45, 10. ბორდო - 42, 11. პერპინიანი - 38, 12. ბაიონი - 38, 13. ოიონაქსი - 34, 14. ბიარიცი - 17.

XX ტური

კლერმონი-მონპელიე, პერპინიანი-ბრივი, გრენობლი-ბიარიცი, სტად ფრანსე-ოიონაქსი, ბორდო-მეტრო რასინგი, კასტრი-ტულუზი, ბაიონი-ტულონი.

მეორე დივიზიონში კვლავ საგრძნობლად დაწინაურდა ვიქტორ კოლელიშვილის "ლიონი", რომელმაც შინ ბექა შეყლაშვილის "ბეზიე" დაამარცხა დიდი ანგარიშით - 52:5. კოლელიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 36-ე წუთზე ლელო გაიტანა, შეყლაშვილი თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო. ლიონელები ახლა მეორეადგილოსან ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელს" 11 ქულით უსწრებენ.

"ლა როშელმა", თავის მხრივ, შინ დაამარცხა პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი "პო" - 28:23. ყაულაშვილი თადარიგში იყო და თამაშში 74-ე წუთიდან ჩაერთო.

ლიდერს 12 ქულით ჩამორჩება ტარიელ რატიანიძის "აჟენი", რომელმაც სტუმრად წააგო "ნარბონთან" - 24:33. შერკინების ქართველ ბურჯს არ უთამაშია.

საპლეიოფო ხუთეულს მჭიდროდ მიუახლოვდა გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი", რომელმაც შინ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა "ბურგუენი" - 18:16. სამივე ქართველმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკმა" შინ მოუგო "კარკასონს" - 18:12. დათუნაშვილმა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც სრულად ითამაშა.

კახაბერ კობერიძის, ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ხვიჩა ბუჯიაშვილის "ალბი" სტუმრად "კოლომიესთან" ფრეს დასჯერდა - 6:6.

თეთრაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს. სხვა ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.

II დივიზიონი

XX ტური

ლა როშელი-პო 28:23, კოლომიე-ალბი 6:6, ტარბი-ბურგუენი 18:16, ორიაკი-კარკასონი 18:12, ოში-მონ დე მარსანი 0:19, ლიონი-ბეზიე 52:5, ნარბონი-აჟენი 33:24

სატურნირო მდგომარეობა

1. ლიონი - 74 ქულა, 2. ლა როშელი - 63, 3. აჟენი - 62, 4. პო - 58, 5. ნარბონი - 56, 6. ტარბი - 54, 7. კოლომიე - 52, 8. ორიაკი - 46, 9. ბურგუენი - 45, 10. მონ დე მარსანი - 41, 11. დაქსი - 40, 12. ბეზიე - 39, 13. ალბი - 32, 14. ბურგ ან ბრესი - 30, 15. კარკასონი - 27, 16. ოში - 27.

XXI ტური

ალბი-ორიაკი, აჟენი-ოში, ბეზიე-კოლომიე, ბურგუენი-დაქსი, კარკასონი-ლა როშელი, მონ დე მარსანი-ლიონი, ბურგ ან ბრესი-ნარბონი, პო-ტარბი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე "ჩელენჯ კაპის" მფლობელები გახდნენ
რაგბი. ლეგიონი: შარიქაძის ლელო, ასეიშვილი - სიმბოლურში [VIDEO]
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
რაგბი. ლეგიონი: მამუკა გორგოძე "ეკიპის" რჩეულებში
ზირაქაშვილი, კოლელიშვილი და გიორგაძე საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
რაგბი. ლეგიონი: ზირაქაშვილი დაშავდა, კოლელიშვილი ბრუნდება
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
რაგბი. ლეგიონი: მირცხულავასა და ვეფხვაძის "ოიონაქსი" ელიტაშია, კიდევ?
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ