ბრაზილიის ნაკრებისა და "ბარსელონას" ვარსკლავის ახდენილი და ასახდენი ოცნებები
მუნდიალი 2014-ის მთავარი ფავორიტები ბევრის აზრით, მასპინძლები არიან. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სელესაოს ნორჩი ტალანტი, 22 წლის ნეიმარია, ანუ ნეიმარ და სილვა სანტოს ჟუნიორი, რომლისაც ტორსიდას განსაკუთრებით ეიმედება.

ამბიციები არც თავად "სანტოსის" ყოფილ და "ბარსელონას" ამჟამინდელ ვარსკვლავს აკლია...

- უკვე 6 თვეზე მეტია, "ბარსელონაში" ხართ, ესპანური გუნდის ნეიმარი "სანტოსის" ნეიმარისგან ბევრად განსხვავდება? შეიცვალეთ როგორც ფეხბურთელი?

- არა, იგივე ვარ... თუმცა ცხადია, უფრო გამოცდილი, რადგან ახალ გარემოში, ქალაქში, ქვეყანაში მოვხვდი. ბევრი რამ ვისწავლე, ახალ კულტურას გავეცანი და ეს ძალიან კარგია.

- ესპანურად უკვე ლაპარაკობთ?

- ცოტათი. ძალიან ჰგავს პორტუგალიურს, მაგრამ ოდნავ უფრო რთულია.

- ხომ არ გაგიკვირდათ, რომ ახალ კლუბს ასე მალე და ასე კარგად შეეწყვეთ?

- ვერ ვიტყვი, რომ გამიკვირდა. მადლობა ღმერთს, გამიმართლა და აქ ადამიანთა ბრწყინვალე ჯგუფი დამხვდა. აბსოლუტურად ყველამ ძალიან თბილად მიმიღო. უშუალოდ ფეხბურთელებმა კი ფაქტობრივად ყველაფერი მოიგეს, რისი მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ კვლავ გამარჯვებაზე დაგეშილნი არიან და ყველაფერი ასე კარგად ამიტომ მიდის.

- ბრაზილია ყველაზე მეტად რის გამო გენატრებათ?

- ყოველთვის მენატრება ჩემი სახლი, ოჯახი და მეგობრები. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან ბედნიერი ვარ, ამ ცვლილებით და სიახლეების შეცნობით. ბავშვობის ოცნება ამიხდა, ევროპულ კლუბში თამაშზე ვოცნებობდი და ის, რომ ეს გუნდი "ბარსელონაა", მეამაყება. ქალაქშიც აბსოლუტურად ყველაფერი მომწონს: კლიმატი, ხალხი... აქაურობა ძალიან ჰგავს ბრაზილიას და ეს მეხმარება. აქ პლაჟიც კი არის!

- ქომაგები თუ ჰგვანან "სანტოსის" გულშემატკივრებს? და ქუჩაში თუ შეგიძლიათ ისე სიარული, რომ პრობლემა არ შეგექმნათ?

- აქაურებიც დიდი ვნებით გულშემატკივრობენ და ფანატები არიან, ისევე როგორც "სანტოსში". დიახ, ქუჩაში თავისუფლად დავდივარ, პრობლემების გარეშე. ზოგიერთი ადამიანი მცნობს, მაგრამ ეს ნორმალურია.

- კონფედერაციის თასის ბრაზილია-ესპანეთის ფინალამდე "ბარსელონაში" თქვენი გადასვლა უკვე გადაწყვეტილი იყო. ასე რომ, მომავალი თანაგუნდელების წინააღმდეგ გიწევდათ თამაში და შეგრძნება ხომ არ გქონდათ, რომ ერთგვარ გამოცდაზე იყავით?

- მომავალი თანაკლუბელების წინააღმდეგ თამაში მართლაც ცოტა უცნაური შეგრძნება იყო. ახლა ზოგჯერ ვიხსენებთ ხოლმე ამ მატჩს. კონფედერაციის თასის მოგება ძალიან სასიხარულო გახლდათ.

- შეგიძლიათ გვითხრათ, რას ამბობთ ხოლმე კლუბში, როდესაც იმ მატჩს იხსენებთ?

- ვხუმრობთ ხოლმე, მაგრამ ეს ხუმრობები ჩვენს შორის რჩება.

- როგორ ფიქრობთ, ესპანეთი შურისძიებისთვის ემზადება? ბრაზილია და ესპანეთი უკვე მეთექვსმეტედფინალშიც კი შეიძლება შეხვდნენ ერთმანეთს.

- არა, არ ვფიქრობ, რომ ესპანელები შურისძიებისთვის ემზადებიან. უბრალოდ, მუნდიალზე ყველა გამარჯვებისთვის ემზადება, მეტოქის მიუხედავად. ვფიქრობ, ძალიან დაძაბული და საინტერესო მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება. თუმცა მჯერა, ჩვენ ბრწყინვალე შანსი გვაქვს მისი მოგების. სწორედ ამაზე ვმუშაობთ და იმედია, ამ ოცნებას ავიხდენთ.

- ისევ კონფედერაციის თასს თუ დავუბრუნდებით, "მარაკანაზე" საოცარი გარემო იყო. როდესაც ყველა ერთხმად მღეროდა ჰიმნს, რას გრძნობდით?

- ეს ფანტასტიური მომენტი იყო. დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას კიდევ არაერთი ასეთი მომენტი იქნება და კიდევ უფრო ემოციური, ვიდრე კონფედერაციის თასის დროს.

- როგორ შეიცვალა სელესაო ლუიშ ფელიპე სკოლარის მოსვლის შემდეგ?

- არც ვიცი რამე შეიცვალა თუ არა რადიკალურად. ვფიქრობს, ნაკრებს აქვს თავისი სტილი და ხასიათი. ჩვენ დრო გვჭირდება, რომ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი, რადგან შემდეგ გუნდურად მივაღწიოთ წარმატებას. კონფედერაციის თასზე ეს ძალიან კარგად გამოგვივიდა. მაშინ, მართლაც ერთ მუშტად ვიყავით შეკრულნი, მინდორზეც და მის მიღმაც. ეს ძალიან დაგვეხმარა ტიტულის მოგებაში. უფრო მოტივირებულები და შემართულები ვიყავით.

- რა არის თქვენი აზრით სკოლარის, როგორც მწვრთნელის ყველაზე ძლიერი მხარე?

- ის ნორმალური, მოკრძალებული ადამიანია, ერთ-ერთი ჩვენგანი. მას შეუძლია ხუმრობაც და შეუძლია იყოს მკაცრიც, როდესაც ეს საჭიროა. იგი კარგი ადამიანია, რომელიც ბევრს მუშაობს და მუდამ მოგება უნდა. სწორედ, ამ თვისებების გამო მიაღწია წარმატებებს.

- იაზრებთ, რომ უკვე სულ რაღაც 3 თვეში, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის უნდა მოემზადოთ?

- ერთი შეხედვით იქამდე დიდი დროა, მაგრამ მეორე მხრივ, მსოფლიოს ჩემპიონატი კარს მოგვადგა. ის ფაქტი, რომ მუნდიალი ბრაზილიაში იმართება, ორმაგად სასიხარულოა და მეამაყება. ცოტა ვნერვიულობ კიდეც, მაგრამ იმედი მაქვს, იქამდე დავმშვიდდები.

- რას ნიშნავს თქვენთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე სამშობლოში თამაში?

- ეს უნიკალური შესაძლებლობაა. ძალიან კმაყოფილები ვართ და გვიხარია, რომ სხვა ერების წარმომადგენლები ჩამოვლენ და ჩვენ ქვეყანასა და კულტურას გაიცნობენ. ვიცი, რომ ბრაზილია ყველას სიამოვნებით მიიღებს.

- ფინალური ეტაპის წილისყრას უყურეთ?

- დიახ, ბარსელონაში. საკმაოდ რთული ჯგუფი შეგვხვდა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ პირველ ეტაპს უპრობლემოდ დავძლევთ. ვინ მიმაჩნია ჩვენს მთავარ მეტოქედ?

სიმართლე ითქვას, დღესდღეობით გუნდებს შორის დიდი სხვაობა აღარ არის და ნებისმიერ მეტოქესთან მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ. ყველა მეტოქე ძლიერია და სიურპრიზების თავიდან ასაცილებლად, კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ.

- თქვენ ლიონელ მესიზე ყოველთვის აღფრთოვანებით საუბრობდით. რას იტყვით ახლა, როდესაც იგი შესაძლოა თქვენი მთავარი კონკურენტი იყოს?

- (იცინის) მასთან ბრაზილიისა და არგენტინის შესაძლო ფინალზეც მილაპარაკია, რომელსაც რასაკვირველია ბრაზილია მოიგებს. მე ყოველთვის მისი დიდი ფანი ვიყავი და ახლა მით უმეტეს, როდესაც გავიცანი. გამიმართლა, რომ ყოველ დღე მესისთან ერთად ვმუშაობ და მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.

- ახლა როდესაც თანაგუნდელები ხართ და იგი უკეთ გაიცანით, რას იტყვით, გაგაოცათ?

- მან მართლაც ძალიან გამაოცა, როგორც ფეხბურთელმა. როდესაც მესის თამაშს ტელევიზიით ვუყურებდი, ვერც კი ვიაზრებდი და წარმოვიდგენდი თუ როგორი ძლიერია იგი.

- ბრაზილიის ნაკრების ფანებს თქვენი ძალიან ეიმედებათ, რას ეტყვით მათ?

- შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ 23 მეომარი გამარჯვებისთვის იბრძოლებს, რადგან საერთო მიზანს მიაღწიოს. გამარჯვება მხოლოდ ფეხბურთელებს კი არ გვინდა, მთლიანად ბრაზილიას უნდა.

იმედია, გულშემატკივრები ბოლომდე გაგვამხნევებენ და ჩვენ ნამდვილად 100% დავიხარჯებით.

- დაბოლოს, გვინდა რომ ეს წინადადება დაასრულოთ: 2014 წელს ნეიმარი იქნება...

- (ცოტა ხანი ფიქრობს, შემდეგ იცინის) მსოფლიოს ჩემპიონი!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

papa
ბრაზილია და ესპანეთი უკვე მეთექვსმეტედფინალშიც კი შეიძლება შეხვდნენ ერთმანეთს. ოღოდნაცა რაა :DDD
ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ᓩᓔᕖᓐᓠᓔ ᓞᓠᓐᓜᕓᕔᓚᓘ: ᕕᓘᓪᕘᓗ, ᓠᕝᕒᓝᕠ ᓒᓐᓕᕘᕓᕔᓗ ᓛᕣᓜᕓᕘᓐᓚᓘᕡ ᓤᓘᓜᕐᓚᓨᓘ!
მესი MLS-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში არც წელს ითამაშებს
ლუიშ ფელიპე სკოლარიმ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა
ბრაზილიის ნაკრების ყველაზე ხმაურიანი მარცხები
"ნაგავი ხარ" - ნეიმარს ახალგაზრდა თანაგუნდელებთან პრობლემები აქვს
ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓘᓡ ᓜᓐᕙᕠᓔᓑᕘ: ᓚᓘᓝᓕᕘᓡ ᓞᕠᓝᓑᓚᓔᕛᓣᕠᓘ ᓢᓠᓘᓝ
სიმდიდრის ეფექტი - რატომ აღარ ჩნდებიან ბრაზილიაში ტალანტები
ᓤᓔᓚᓘᓥᓡ ᓛᓐᓒᕐᓗᕡ ᓘᓝᓐᓮᓘᓛ ᓚᓘᓝᓕᓘ ᓨᓔᓛᓝᕔᓚᕐᓜᓫᕦᕐ
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ნეიმარმა შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა დაასრულოს
[VIDEOS] მესის დუბლი და ასისტი - მაიამის "ინტერმა" "სან ლუისს" მოუგო
ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
მესიმ ნაკრებში ბოლო მატჩი უკვე ითამაშა? - რა უთხრა ლეგენდარულმა არგენტინელმა ფინალის შემდეგ თანაგუნდელებს
ნეიმარი თავისი კლუბის მატჩის დღეს პოკერის ტურნირს თამაშობდა
ᓛᓝᓣᓠᓘᓜᓘᓝᓡ ᓡᓐᓧᓕᓐᓠᓔᓚᓘ ᓙᓐᓪᓘ ᓐᓜᓣ ᓐᓮᓐᓚᓘ ᓠᓝᓛᓐᓜᓘ ᓚᓝᓜᓓᓝᓜᓣᓠᓐᓓ
ლუიშ ფელიპე სკოლარი: რონალდომ მკითხა, როგორი ცხოვრებაა ჩინეთში?
ანხელ დი მარია - "ეშმაკებში" გაქცეული ანხელი
ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ ᓓᓐᕒᓦᓣᓞᓔᓡ ᓨᓔᓜ, ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ! - ᓐᓘ, ᓠᕐᓢᓝᓛ ᓐᓠ ᓛᓘᓰᓧᓐᓕᓡ ᓚᕘᓝᓕᓡ ᓙᓠᓣᕖᕔ
Marca: მესიმ მუნდიალის მიმდინარეობისას ყველაზე მეტი მუქარა მიიღო
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუიშ ფელიპე სკოლარი: ნეიმარი პელეს დონეს ვერასდროს მიაღწევს
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი