ლეგენდარული რუსი მოციგურავის სკანდალური ინტერვიუ CNN-თან
რუსმა მოციგურავემ ევგენი პლიუშჩენკომ განაცხადა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მას ტრავმის მიუხედავად აიძულეს ყინულზე გასვლა.

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია CNN-ს, სადაც მოჰყვა იმის შესახებ, თუ რატომ მოუწია გუნდურ ასპარეზობაში თავისუფალი პროგრამის შეასრულება ზურგის ტრავმის მიუხედავად. პლიუშჩენკოს თქმით, მას აიძულეს ყინულზე გასვლა.

შეგახსენებთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები: რუსეთმა მამაკაცთა ინდივიდუალურ ტურნირზე მხოლოდ ერთი ლიცენზია მიიღო. ქვეყნის ფედერაციამ ამ სახეობაში წარადგინა ევგენი პლიუშჩენკო, რომელმაც ოლიმპიადის წინ წააგო რუსეთის ჩემპიონატი მაქსიმ კოვტუნთან, მაგრამ ზამთრის თამაშების საგზური დახურული შეჯიბრებისას სპეციალური კომისიის წინაშე მოიპოვა.

სოჭში პლიუშჩენკო მამაკაცთა მოკლე პროგრამის დროს გავიდა მოთელვაზე, მაგრამ მოხსნა თავისი კანდიდატურა ზურგის ტრავმის გამო. ეს დაზიანება მან ერთ-ერთ ვარჯიშზე დაცემისას მიიღო. პლიუშჩენკომ იქვე გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ. უფრო ადრე ის რუსეთის ნაკრებს დაეხმარა გუნდურ პირველობაში.

მოკლე პროგრამაზე უარის თქმის შემდეგ პლიუშჩენკო დაადანაშაულეს იმაში, რომ 10 თებერვალს, როცა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო მისი შეცვლა, მან ადგილი არ დაუთმო მაქსიმ კოვტუნს. თავად პლიუშჩენკომ განაცხადა, რომ არ შეეძლო ამის ადრე გაკეთება, რადგან დროულად ვერ იპოვა პირველი სათადარიგო - კოვტუნი, რომლის ტელეფონი გამორთული იყო. მაგრამ ეს ყველაფერი უარყო კოვტუნის მწვრთნელმა ელენა ბუიანოვამ.

"ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ მოსკოვში ვვარჯიშობდით. იქ გახსნის ცერემონიის შემდეგ გავემგზავრეთ იმის გამო, რომ მაქსიმი სერიოზულად ემზადებოდა სავარაუდო გამოსვლისთვის, - ამბობს მწვრთნელი. - ბოლო დღემდე მონდომებით ვმუშაობდით. ოლიმპიადის შემდეგ გავაგრძელებთ მზადებას მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. ჩემთვის სხვა რამ არის საინტერესო: ვინ უთხრა სპორტის მინისტრს, რომ კოვტუნის მოძებნა შეუძლებელი იყო? ვის დასჭირდა ასეთი ტყუილი?

სამარცხვინოა ყველაფრის გადაბრალება სპორტსმენზე, რომელსაც შეხება არ აქვს იმასთან, რაც სოჭში ხდება".

და აი, 16 თებერვალს გავრცელდა პლიუშჩენკოს ინტერვიუ ტელეკომპანია CNN-თან, რომელშიც მან განაცხადა, რომ აიძულეს ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ყინულზე გასვლა.

"არ შემიძლია დღეს იმის ახსნა, რა მოხდა სინამდვილეში, - განაცხადა მოციგურავემ. - მაგრამ თუ შეეკითხებით ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტს, ის ყველაფერს აგიხსნით".

პლიუშჩენკომ დადებითად უპასუხა შეკითხვას - აიძულეს თუ არა მას ტრავმის მიუხედავად ყინულზე გასვლა.

"სწორედ ასე იყო. მე ვცდილობდი. როცა გუნდურ პირველობაზე გავდიოდით, გვესმოდა, რომ შეგვეძლო ვერცხლის ან ბრინჯაოს მოგება. ჩვენ კი პირველები გავხდით. შემდეგ ფედერაციის წარმომადგენლებმა მკითხეს: "გსურს ოლიმპიადაზე გამოსვლის გაგრძელება? როგორ გრძნობ თავს?" ვუპასუხე, რომ ბოლომდე წესრიგში არ ვიყავი. პრობლემები ჯერ კიდევ გუნდური პირველობის დროს, თავისუფალი პროგრამის შესრულებისას გაჩნდა: ვერ შევასრულე ორი სამმაგი ნახტომი, რადგან ტკივილს ვგრძნობდი.

და ავუხსენი ფედერაციას, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ მამაკაცთა ინივიდუალურ ტურნირზე ვინმე სხვა გავიდოდა. მე მათ ვთხოვე ამის შესახებ, მაგრამ მიპასუხეს: "რაც მოხდა მოხდა", - ამბობს ევგენი პლიუშჩენკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში