3X3 კალათბურთი საქართველოში ფეხს იდგამს
3X3 კალათბურთი საქართველოში ფეხს იდგამს. გასულ წელს არაერთი უმაღლესი დონის ტურნირი ჩატარდა, თუმცა რაც 2014-ში იგეგმება, თავისუფლად შეიძლება ეწოდოს 3X3 საკალათბურთო ბუმი.

საქართველოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, პირველად ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. შეიქმნება ეროვნული ნაკრები, რომელიც ევროპის 3X3 კალათბურთის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ყველაფერ ამის ფონზე, უინტერესო არ უნდა იყოს იმ მოთამაშესთან გასაუბრება, რომელიც ფიბა-ს მიერ გამოქვეყნებულ 2013 წლის ოფიციალურ რეიტინგში საქართველოში საუკეთესოა.

მიხეილ ფანჩულიძე უკვე მეორე წელია, პროფესიულ დონეზე აღარ თამაშობს, ქართველების რეიტინგში კი მის შემდეგ არაერთი სუპერლიგის მოთამაშეა.

მაშ ასე, გვესაუბრება მიხეილ ფანჩულიძე, რომელმაც გასულ წელს საქართველოში გამართულ არაერთ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ქართული გუნდის ღირსება საერთაშორისო ასპარეზზეც დაიცვა.

- ფიბა-ს რეიტინგში 3X3 კალათბურთში საქართველოს საუკეთესო მოთამაშე ხარ. მოულოდნელი ხომ არ იყო შენთვის ეს აღიარება?

- ფიბა-ს რეიტინგში პირველ ადგილზე ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან საკმაოდ წარმომადგენლობით ტურნირებზე გამოვედი - შეჯიბრებაში, რომელშიც სუპერლიგის მოთამაშეები ასპარეზობდნენ. შემდეგ უკრაინის ტურნირში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც ჯგუფიდან გავედით, მაგრამ სამწუხაროდ, პლეი ოფში ლატვიის გუნდთან დავმარცხდით.

ასეთი მაღალი დონის ტურნირებში თითოეულ გამარჯვებას ბლომად სარეიტინგო ქულა მოაქვს და აქედან გამომდინარე, ჩემი გუნდელების დიდი დამსახურებაა, რეიტინგში პირველი ადგილი რომ მიკავია.

- რამდენ ტურნირში მიგიღია მონაწილეობა?

- მთლიანობაში, 4 ტურნირში ვიასპარეზე. 3 მათგანი საქართველოში გაიმართა, ერთიც - უკრაინაში.

- ამ სეზონში საქართველოს კალათბურთის ფედერაციას 3X3 კალათბურთში მრავალი გეგმა აქვს, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება. მიიღებ თუ არა აქტიურ მონაწილეობას მომავალი სეზონის მატჩებში?

- ძალიან კარგია, თუკი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდება. ეს დონეს აამაღლებს. რაც შეეხება მონაწილეობას, თუკი რაიმე სერიოზული ხელისშემშლელი მიზეზი არ მქონდა, ყველა ტურნირში მივიღებ მონაწილეობას.

- ფიბა-ევროპა წელს პირველი ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას გეგმავს. საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება აქვს გადაწყვეტილი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში იასპარეზებს. ამ საკითხთან დაკავშირებით შენი აზრი როგორია?

- საკმაოდ საინტერესო იდეაა და რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ. კარგი იქნება, თუ მოთამაშეებს ორგანიზატორთაგან მეტი წახალისება ექნებათ - ეს კონკურენციას გაზრდის. თუ ამას სათანადო პიარ- კამპანიაც დაერთვება, უკეთესი იქნება, რადგან უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება და ჩაერთვება 3X3-ზე კალათბურთში.

- შენი აზრით, ქართული გუნდები თუ იქნებიან საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანები?

- ჩემი აზრით, ქართულ გუნდებს შეუძლიათ საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზული წარმატების მიღწევა. ჩემ მიერ ნახსენებ უკრაინულ ტურნირზე ჩვენს გუნდს არ უნდა წაეგო ლატვიელებთან. მათზე არანაკლებ ძლიერი მოთამაშეები გვყავდა, თუმცა მეტოქემ გამოცდილების ხარჯზე მოგვიგო. მომავალში მეტი გამოცდილებით წავალთ საერთაშორისო ტურნირებზე და უკრაინაში დაშვებულ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ.

- 3X3 კალათბურთში რომელ ქართველ მოთამაშეებს გამოარჩევ?

- ცალკეული მოთამაშეების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან თამაში სამი-სამზე მიმდინარეობს და აქ ძალიან მნიშვნელოვანია გუნდურობა, ვიდრე რომელიმე კალათბურთელის ინდივიდუალურობა. გუნდის დაკომპლექტებისას გასათვალისწინებელი უფრო სხვა დეტალებია და ის გაიმარჯვებს, ვინც ერთიანობის პრინციპით შეკრიბავს გუნდს.

წყარო: superleague.ge

"კსუ-კავკასია" ხორვატიაში "დუბრავასთან" ბრძოლაში დამარცხდა
რატიშვილი ბაქოში გაასამებს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა