მუნდიალზე ბევრი ორგანიზაციული პრობლემაა, მაგრამ...
ივნის-ივლისში ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის გარდა, ეს ქვეყანა ორი წლის შემდეგ არანაკლებ მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს.

რიო დე ჟანეიროში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება. საზოგადოება, რომლის დიდ ნაწილს ნამდვილად არ ულხინს, აღშფოთებულია, რომ მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში გრანდიოზულ თანხებს ხარჯავს. საპროტესტო აქციები უკვე არაერთხელ გაიმართა.

რაც ყველაზე საინტერესოა, ორგანიზატორები იმუქრებიან, რომ ტალღა არც მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას შეჩერდება, რაც ქვეყანას სერიოზულ პრობლემებს უქადის. ბრაზილიას ამ დღეებში ფიფას გენერალური მდივანი ჟერომ ვალკე ესტუმრა. 53 წლის ფრანგმა მუნდიალის მასპინძლებს კონკრეტული იდეებისთვის საყვედური გამოუცხადა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ის მაინც იმედოვნებს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის:

- ველოდებით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მშვიდობიანად ჩატარებას წინ ვერაფერი დაუდგება, რადგან ის იმდენად დიდი მოვლენაა, რომ არ გვგონია, მსოფლიოს რომელიმე სახელმწიფო მხარს არ უჭერდეს. ფიფას გვერდში დგომისკენ არავის მოვუწოდებ, მაგრამ ტურნირს მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდება.

მშვიდობიანი დემონსტრაციები? კი ბატონო, ამის უფლება დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველას გააჩნია, მაგრამ თუკი საპროტესტო გამოსვლები ძალადობაში გადაიზრდება და ქუჩაში გამოვა ხალხი, რომლის ერთადერთი მიზანი იქნება სხვებისთვის პრობლემების შექმნა, მაშინ ბრაზილიას ერთადერთი გამოსავალი დარჩება - წესრიგის დასამყარებლად ქუჩაში გამოიყვანოს პოლიციური დანაყოფები, რომლებიც ასეთ ძალებს გააკონტროლებენ.

ამავე გამოსვლაში ფიფას მაღალჩინოსანმა რესიფეს მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება დაგმო, რომლის თანახმადაც, გულშემატკივართათვის ფეხბურთის საყურებლად სპეციალური ზონების მოწყობაზე სახელმწიფო სახსრები არ დაიხარჯება. არადა, ქალაქმა ჯგუფურ ეტაპზე ოთხ და პლეი ოფის ერთ შეხვედრას უნდა უმასპინძლოს. რესიფეს გარდა, უარზე ფიქრობენ სხვა მასპინძელი ქალაქების ადმინისტრაციებიც.

"მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას ფანზონებზე უარის თქმა შეცდომაა, რადგან ეს ტურნირის მნიშვნელოვანი ნაწილია. როცა ხალხს თავმოყრის საშუალება არ გააჩნია, ის კარგავს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ურთიერთობის იდეალურ შანსს," - განაცხადა ვალკემ.

გეტყვით, რომ პირველად მსგავსი ზონები 2006 წელს გერმანელებმა შემოგვთავაზეს, რამაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჰაუს ჯერ ნდობა აქვს - "ნიუკასლი" მთავარი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
არბელოამ ყველა მოხიბლა - ის "რეალის" მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ
მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა - "ბილბაოს" სავარაუდოდ, ტერზიჩი ჩაიბარებს
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
კვარაცხელია: კაპიტნობა დიდი ტვირთია - იმედი მაქვს, ისე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც გვეკადრება
ახალი კაპიტნით - საქართველოს ნაკრები ისრაელთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
სალაჰმა გამოაცხადა, რომ "ლივერპულს" ტოვებს
21-წლამდელები ლატვიასთან და მალტასთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერი შეიძლება "რეალში" გადავიდეს
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
დატოვებს მამარდაშვილი "ლივერპულს"? - ვითარებას ინგლისელი საფეხბურთო ექსპერტი განმარტავს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
თანხა დასახელდა - "ბარსელონას" კანსელოს გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება
მბაპე სრულიად გამოჯანმრთელდა - "რეალს" სეზონის მიწურულს ლიდერი უბრუნდება
უეფა თანახმაა, მუნდიალი 2022-ის ფინალი 23 დეკემბერს გაიმართოს
ᓤᓔᓚᓘᓥᓡ ᓛᓐᓒᕐᓗᕡ ᓘᓝᓐᓮᓘᓛ ᓚᓘᓝᓕᓘ ᓨᓔᓛᓝᕔᓚᕐᓜᓫᕦᕐ
ანხელ დი მარია - "ეშმაკებში" გაქცეული ანხელი
ფიფას კონგრესის წევრებმა აფეთქების მუქარის შეტყობინება მიიღეს
ᓩᓔᕖᓐᓠᓔ ᓞᓠᓐᓜᕓᕔᓚᓘ: ᕕᓘᓪᕘᓗ, ᓠᕝᕒᓝᕠ ᓒᓐᓕᕘᕓᕔᓗ ᓛᕣᓜᕓᕘᓐᓚᓘᕡ ᓤᓘᓜᕐᓚᓨᓘ!
ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ ᓓᓐᕒᓦᓣᓞᓔᓡ ᓨᓔᓜ, ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ! - ᓐᓘ, ᓠᕐᓢᓝᓛ ᓐᓠ ᓛᓘᓰᓧᓐᓕᓡ ᓚᕘᓝᓕᓡ ᓙᓠᓣᕖᕔ
ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ფიფამ კორუფციაში ეჭვმიტანილი გენერალური მდივანი გაათავისუფლა
მუნდიალი 2022: როგორ გამოთხარა ფიფამ ყატარი
ფიფაში ეჭვობენ, რომ ზეპ ბლატერმა, ჟერომ ვალკემ და მარკუს კატნერმა 80 მლნ დოლარი მიითვისეს
ფიფა ახალი სკანდალის წინაშე: ვინ მოყვება ამჯერად ბადეში?
ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓘᓡ ᓜᓐᕙᕠᓔᓑᕘ: ᓚᓘᓝᓕᕘᓡ ᓞᕠᓝᓑᓚᓔᕛᓣᕠᓘ ᓢᓠᓘᓝ