კონტეს იუბილე და ჯადოსნური გოლები
სერია A-ს მიმდინარე გათამაშება დასკვნით ფაზაში შედის - "რომა" ჯერ კიდევ ებღაუჭება სკუდეტოს და "იუვენტუსს" მისდევს. აი, "ნაპოლის" მაქსიმუმი კი ალბათ მეორე ადგილი და ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე პლეი ოფის გარეშე მოხვედრაა. დიდი ბრძოლა გველოდება ევროპალიგის საგზურებისთვის, სადაც კონკურენცია არნახულად მაღალია...

ფლორენციელთა შავი დღე

ტურის ცენტრალური მატჩი ფლორენციაში შედგა, სადაც "ფიორენტინამ" "ინტერი" მიიღო და დამარცხდა - 1:2. ვინჩენცო მონტელა "ბარსელონას" გზას დაადგა და მეტოქეს უფორვარდოდ დაუპირისპირდა, რამაც აშკარად არ გაამართლა - მასპინძელთა იერიშებს სწორედაც რომ დამაგვირგვინებელი და შესაბამისად, სიმწვავე აკლდა.

თამაშის დასკვნით ნაწილში მწვრთნელმა მარიო გომესი და ალესანდრო მატრი შეუშვა მინდორზე, მაგრამ უკვე გვიან იყო. "ინტერმა" დამსახურებულად მოიგო და ეს, მიუხედავად იმისა, რომ მეორე გოლი თამაშგარედან გაიტანა. სწორედ მაურო იკარდის გოლმა გამოიწვია დიდი რეზონანსი და აქვე, ორივე მხარეს მოვუსმინოთ...

ანდრეა დელა ვალე ("ფიორენტინას" პრეზიდენტი): "მილანელები თვეების განმავლობაში წუწუნებდნენ მსაჯობაზე და მე რა გავაკეთო? - მეც ვისაუბრო გაუთავებლად უსამართლობაზე? - რაც მოხდა, მოხდა; ჯობია, წინ გავიხედოთ და მომდევნო მატჩის მოსაგებად განვეწყოთ. ისე კი, ძალიან დასანანია, როდესაც თამაშგარე მდგომარეობიდან გაშვებული გოლით მარცხდები".

ვალტერ მაცარი ("ინტერის" მწვრთნელი): "აგერ, უკვე 4-5 წელია, მსაჯებზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, რადგან ამის გამო ერთხელ დავისაჯე. არ ვსაუბრობდი მაშინაც, როდესაც "ინტერის" საწინააღმდეგოდ ცდებოდნენ და არც ამჯერად ვაპირებ კომენტარის გაკეთებას. "ფიორენტინასადმი" ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ სამი ქულა ჩვენ დავიმსახურეთ".

"ინტერთან" მატჩი "ფიორენტინასთვის" ყოველმხრივ წარუმატებელი გამოდგა - მარცხი მარცხად და ფლორენციელებს სამი ფეხბურთელი დაუშავდათ: ხუან კუადრადო, გონსალო როდრიგესი და ხუან მანუელ ვარგასი. ბოლო ინფორმაციით, კუადრადოს მსუბუქი ტრავმა აქვს და რამდენიმე დღეში განაახლებს ვარჯიშს, გონსალოს შესახებ მოგვიანებით გვეცოდინება; აი, ვარგასს კი ოპერაცია სჭირდება და მინიმუმ, ერთი თვე მოუწევს უქმობა.

კონტეს საიუბილეო მატჩი

"იუვენტუსმა" "კიევოს" უმასპინძლა და მეტოქე განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხა, 3:1. ანტონიო კონტესთვის ეს საიუბილეო მატჩი იყო - მეასეჯერ გაიყვანა "იუვენტუსი" სერია A-ს პაექრობაში და საგულისხმოა, 70-ე შეხვედრა მოიგო, რაც უდავოდ შესანიშნავი მაჩვენებელია. როდესაც ჟურნალისტებმა კონტეს მიულოცეს, ანტონიომ შემდეგი პასუხი გასცა:

"სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი, თუ ეს ჩემი მეასე მატჩი იყო "იუვენტუსის" სათავეში. მიხარია, რომ შეგირდებმა საჩუქარი გამიკეთეს და სამი ქულა მოიპოვეს. მივიწევთ მორიგო სკუდეტოსკენ და ამ გზაზე არაფრის დათმობას არ ვაპირებთ".

მოკლედ, კონტეს კარგი იუბილე გამოუვიდა. აი, მიკაელ აგაცის კი დებიუტი აშკარად ჩამწარდა. დიახ, "კალიარის" ექსგოლკიპერმა პირველი მატჩი გამართა "კიევოს" შემადგენლობაში და ისეთი დებიუტი გამოუვიდა, მტერს რომ არ ვუსურვებთ. "იუვეს" მიერ გატანილი სამი გოლიდან ორი სწორედ მეკარის სინდისზეა და ის შეცდომები რომ არ დაეშვა აგაცის, ვინძლო "იუვეს" ქულები დაეკარგა.

ევროპალიგის ზონა

ტურის უკანასკნელი მატჩი "ვერონასა" და "ტორინოს" შორის გაიმართა, რომელიც ტურინელთა გამარჯვებით დასრულდა - 3:1. პირველი ტაიმი ლუკა ტონის ზუსტი თერთმეტმეტრიანის წყალობით "ვერონამ" მოიგო, აი, მეორეში კი მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა... "გრანატას" შემტევებმა გაილაღეს და დროის მოკლე მონაკვეთში მეტოქეს სამი გოლი გაუტანეს - ჯერ ჩირო იმობილემ შეაგდო მე-13 გოლი სეზონში, შემდეგ ალესიო ჩერჩი გამოირჩა და ბოლო წერტილი ომარ ელ ქადურიმ დასვა.

"ვერონა" და "ტორინო" ცხრილის ზედა ნაწილში არიან და ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვიან. ვივარაუდოთ, რომ მოვლენები ლოგიკურად განვითარდება და ლიდერთა სამეული შემდეგნაირად დაკომპლექტდება:

"იუვენტუსი", "რომა", "ნაპოლი". მეოთხე ადგილზე გასვლის ყველაზე კარგი შანსი "ფიორენტინას" აქვს, რომელიც იტალიის თასის ფინალშია გასული და რადგან იქ "რომასთან" უწევს ჭიდილი, ევროპალიგის საგზური განაღდებული აქვს. გამოდის, რომ ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე, "ვიოლასთან" ერთად, მეხუთე და მეექვსე ადგილზე გასული გუნდები უნდა გავიდნენ.

აქ კი დიდი ბრძოლაა გაჩაღებული - "ინტერი" ფავორიტად შეგვიძლია მივიჩნიოთ; აი, მეექვსე ადგილისთვის კი ჯერჯერობით "ტორინოს", "პარმას" და "ვერონას" სამკვდრო-სასიცოცხლო ჭიდილი აქვთ. რატომ ჯერჯერობით? - დააკვირდით, რა გუნდები მოსდევენ აღნიშნულ სამეულს და ყველაფერი ნათელი გახდება...

4. ფიორენტინა 24 13 5 6 43-25 44

5. ინტერი 24 10 9 5 42-28 39

6. პარმა 23 9 9 5 36-27 36

7. ტორინო 24 9 9 6 39-31 36

8. ვერონა 24 11 3 10 40-40 36

9. მილანი 24 8 8 8 37-35 32

10. ლაციო 24 8 8 8 30-32 32

ბალოტელის მიბაძეს

გასულ ტურში ორი ჯადოსნური გოლი გავიდა: ჯერ კიდევ პარასკევს მარიო ბალოტელიმ "ბოლონიას" დაახლოებით 30 მეტრიდან გაუტანა და თანაც, ბურთი ისეთი სიჩქარით გაფრინდა, რომ მეკარის დადანაშაულება აზრად არავის მოსვლია.

კვირას სუპერმარიოს მიმბაძველი გამოუჩნდა - "ლივორნოს" მცველმა ემერსონმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, ცოტა წინ წაიწია და დაახლოებით 35 მეტრიდან, ყუმბარისებური დარტყმით "ცხრიანში ჩაჭედა". "ლივორნომ" მოიგო ის თამაში და ჰაერივით საჭირო ქულები ჩაიწერა აქტივში.

ყველაზე სწრაფი გოლი

ბოლოს "კატანია"-"ლაციოს" პაექრობაზე შევაჩეროთ ყურადღება, რადგან ამ შეხვედრაში სეზონის ყველაზე სწრაფი გოლი გავიდა... თამაში 41 წამის დაწყებული იყო, როდესაც მარიანო ისკომ უზუსტესად დაარტყა და გახსნა კიდეც ანგარიში. პირველი ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი გამორჩეული ამბავი მოხდა: ანგარიში სტეფანო მაურიმ გაქვითა, რომელმაც დაახლოებით ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა, გოლი კი კიდევ უფრო მეტ ხანს არ ჰქონდა გატანილი.

აღვნიშნოთ ისიც, რომ ედუარდო რეიას დაბრუნების შემდეგ "ლაციო" პირველად დამარცხდა სერია A-ში.

ტურის სიმბოლური ნაკრები (3-4-1-2)

მირანტე (პარმა) - პერუცი (კატანია, მარჯვ.), სამუელი (ინტერი, ცენტრი) ემერსონი (ლივორნო, მარცხ.) - კუადრადო (ფიორენტინა, მარჯვ.), ჯემაილი (ნაპოლი, ცენტრი), პიანიჩი (რომა, ცენტრი), ჩერჩი (ტორინო, მარცხ.) - ჰამშიკი (ნაპოლი, გამთამაშ.) ჯილარდინო (ჯენოა, ფორვ.), დესტრო (რომა, ფორვ.).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონტე, ნეიმარი და დე ბრუინი — გადაწყვეტილება, რომელმაც ნაპოლის მომავალი განსაზღვრა
იტალიაში პროტესტია და ისრაელთან მატჩის გაუქმებას მოითხოვენ - გატუზო ტექნიკურ მარცხზე საუბრობს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
საქართველოს ნაკრებს MMA-ის მებრძოლი ესტუმრა და წარმატებები უსურვა
"მზად ვართ - ამბიციით და შიშის გარეშე" - ესპანეთთან მატჩის წინ სანიოლმა და მამარდაშვილმა ისაუბრეს
საქართველოსთან მატჩის წინ თოფურია ესპანეთის ნაკრებს ესტუმრა და წარმატებები უსურვა
U21 - ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩამდე მორიგი გამორჩეული ფეხბურთელი გამოაკლდა
"სექსუალური მანიაკია, გამუდმებით თავისი პენისის სურათებს მიგზავნიდა" - ბრაზილიელმა მოდელმა ვინისიუსზე სკანდალური ამბავი მოჰყვა
"თავი დაანებეთ, ჯერ მხოლოდ 18 წლისაა" - მბაპემ იამალი დაიცვა
ფლიკი პედრის ფიზიკური კონდიციებით უკმაყოფილოა
ჩემპიონატებში დეფრიბლირატორების გამოყენება იწყება | ტრენინგს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა
"ასე რომ მომხდარიყო, პსჟ-ში ვერ ითამაშებდა" - უეფა-ს პრეზიდენტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მისი ხასიათიდან გამომდინარე, საუკეთესო კანდიდატი მგონია" - როი კინმა "იუნაიტედს" მწვრთნელი ურჩია
კრივში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა
U21 | ლატვია V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში რიგაში
"ყველაფერს გავაკეთებთ ესპანეთთან წარმატების მისაღწევად" - რა თქვეს "ჯვაროსნებმა" მატჩის წინ?
marca: ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის ელჩეში ჩასვლას აგვიანებს
ესპანეთისა და საქართველოს მატჩს ლიეტუველი მსაჯები მოემსახურებიან
ჩაკვეტაძე მალე დაბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრების დახმარებას?
დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნეს
"შავი ლომი" | "ჩიტასთან" ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებლად
"მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს" - "იუნაიტედის" აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
კონტე: "სპორტინგთან" მნიშვნელოვანი მატჩი გველის
კიდევ ერთი ბრაზილიელი "ბარსაში"? ემერსონი შესაძლოა კატალონიაში გადაბარგდეს
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
იტალიის თასი. 1/4-ფინალი: "ნაპოლი" ნახევარფინალშია [VIDEO]
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
ემერსონი "ბარსელონაში" დასაბრუნებლად მზადაა
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
კონტე, ნეიმარი და დე ბრუინი — გადაწყვეტილება, რომელმაც ნაპოლის მომავალი განსაზღვრა
ᓡ
იტალიის თასი. 1/8-ფინალი: პერეამ "ლაციოს" მოაგებინა
დე ლაურენტისი: "კვარას" უფასოდ წასვლის სიამოვნებას ვერ მივანიჭებდი - წმინდა იანუარი დაგვეხმარა
იტალია. სერია A. XXIII ტურის წინ: დიდი რომაული გარჩევა
"თუ სერია A-ში დავბრუნდები, იქაურობას დავანგრევ" - ბალოტელის პირობა "ჯენოას" მწვრთნელს
რომის "ლაციოს" 6 ქულის დაკლება ემუქრება, კაპიტან სტეფანო მაურის 4,5 წელი დისკვალიფიკაცია
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
სერია A. XXIX ტურის ფაქტები და სტატისტიკა: წამები იტალიის რეკორდამდე
"რასიზმზე ვინისიუსის ამდენი საუბარი გამაღიზიანებელია" - "ურალის" მცველმა "რეალის" შემტევზე ისაუბრა
სერია A. მწვრთნელები: მესამე ექსპერიმენტმა გაამართლა
"ჩელსი" დიდ წმენდას იწყებს, 6 ფეხბურთელი გუნდს დატოვებს
იტალია. სერია A. XXI ტური: "ლაციომ" "რომას" საქმე გააკეთა [VIDEO]
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
ცნობილი გახდა, ვის გაუშვებს "ჩელსი" ემერსონთან ერთად
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
სტეფანო მაურის 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს