სვენდსენის მიღწევა
მამაკაცთა მას-სტარტის მიმართ ყველაზე დიდი მოლოდინი იყო. ეს შეჯიბრება უამინდობის გამო ხუთჯერ (!) გადაიდო. 17 თებერვალსაც კი, როცა ნისლი გაიფანტა, მოულოდნელად გათოვდა და რბოლის სტარტის 15 წუთით გადაწევა გახდა საჭირო.

ფავორიტად ისევ მარტინ ფურკადი მიიჩნეოდა, მაგრამ გუშინ ბევრი აღმოჩნდა ისეთი, ვინც მას ბრძოლა გამოუცხადა. მაგალითად, აქტიურობდნენ რუსები, მაგრამ მასპინძლები სროლამ დააღალატა. ამ მხრივ, განსაკუთრებით სახასიათო იყო მესამე სასროლეთი, სადაც ოთხივე რუსმა ბოლო ტყვია ააცილა და მედლების შანსი საბოლოოდ დაკარგა.

მეორე სასროლეთის შემდეგ ლიდერი ემილ ჰეგლე სვენდსენი გახდა. ნორვეგიელს აშკარად სერიოზული განწყობა ჰქონდა (მას სოჭში არც ერთი მედალი არ ჰქონდა მოგებული) და მისი შეჩერება მხოლოდ ფურკადს შეეძლო. ასევე ახლოს იყვნენ მასთან ჩეხი მორავეცი და ლეგენდარული ოლე-ეინარ ბიორნდალენი, რომელმაც პირველ სასროლეთზე ორი ტყვია ააცილა, მაგრამ მაინც დაეწია თანამემამულესა და მის ორ მდევარს. ეს კვარტეტი ერთად მივიდა ბოლო სასროლეთზე. აქ ჩავარდა ბიორნდალენი, რომელმაც ოთხი სროლა გააფუჭა, ფურკადმა, სვენდსენმა და მორავეცმა უშეცდომოდ ისროლეს.

ტრიომ კარგა ხანი ერთად იარა, რის შემდეგაც ნორვეგიელმა და ფრანგმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩამოიცილეს ჩეხი. სვენდსენმა ბოლო კილომეტრები ფურკადის უკან იარა და ფინიშამდე 150 მეტრით ადრე დაიწყო თავისი ცნობილი საფინიშო სპურტი. უკვე თითქმის გამარჯვებულმა სვენდსენმა ხელები აღმართა და... კინაღამ წააგო. ფურკადმა ბოლომდე იბრძოლა, ფეხი წინ გასწია და გამარჯვებულის გამოსავლენად ფოტოფინიში გახდა საჭირო. სვენდსენმა ფეხსაცმლის მეოთხედი მოუგო სოჭის ოლიმპიადის ორგზის გამარჯვებულს.

ასე რომ, ნორვეგიის მამაკაცთა ნაკრებმა მეორე ოქრო აიღო და საშუალება არ მისცა ფურკადს, სამგზის ჩემპიონი გამხდარიყო. მესამე ადგილზე გავიდა მორავეცი, რომლისთვისაც ეს სოჭში მეორე ბრინჯაოა.

ემილ ჰეგლე სვენდსენი

დაიბადა: 12 ივლისი, 1985

სიმაღლე: 1.85 მ

წონა: 77 კგ

ოლიმპიური თამაშები

ოქრო - ვანკუვერი 2010, 20 კმ. ინდივიდუალური

ოქრო - ვანკუვერი 2010, 4x7.5 კმ.

ოქრო - სოჭი 2014, მას-სტარტი

ვერცხლი - ვანკუვერი 2010, 10 კმ. სპრინტი

სხვა ტიტულები

მსოფლიოს 11-გზის ჩემპიონი, 4-გზის ვერცხლის პრიზიორი, 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორი; 35 გამარჯვება და 71 პოდიუმი მსოფლიოს თასის ეტაპებზე; მსოფლიოს თასის მფლობელი (2010).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა