NBA-ს ორგზის ჩემპიონი ესპანეთში ითამაშებს
საკალათბურთო ევროლიგის მონაწილე "კახა ლაბორალმა" 17 თებერვალს მოულოდნელი ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა. ოფიციალურად არის დადასტურებული, რომ ამ გუნდის ახალწვეული გახდა ცნობილი მძიმე ფორვარდი ლამარ ოდომი. ამერიკელმა ბასკებთან ორთვიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია თანამშრომლობის სეზონის ბოლომდე გახანგრძლივება. ესპანური პრესის ინფორმაციით, ოდომი თვეში 50 ათას დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთელის ბოლო კლუბი იყო "ლოს ანჯელეს კლიპერსი", მაგრამ წლევანდელი სეზონის წინ კალიფორნიელებმა არ მოისურვეს მასთან კონტრაქტის გაგრძელება, რადგან ოდომს ნარკოტიკებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ჰქონდა. გასულ სეზონში NBA-ს ორგზის ჩემპიონი საშუალოდ 4.0 ქულასა და 5.9 მოხსნას აგროვებდა.

ლამარ ოდომს სეზონის ბოლომდე სურს ესპანეთში დარჩენა და შემდეგ NBA-ში დაბრუნებას გეგმავს.

"კახა ლაბორალი" ევროლიგის TOP16-შია გასული, თუმცა იქ E ჯგუფის აუტსაიდერია - 6 მატჩში ერთი მოგება და ხუთი წაგება აქვს. სავარაუდოდ, ამ ტურნირზე ამერიკელის დებიუტი უკვე მომავალ კვირას შედგება, როცა მერვე ტურში "კახა ლაბორალი" "უნიკახას" დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...