ჰოლანდია-ბელგიამ 2018 წლის მუნდიალის მასპინძლობაზე განაცხადის პრეზენტაცია პირველებმა წარმოადგინეს

ბელგიამ და ჰოლანდიამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე თავიანთი განაცხადის პრეზენტაცია პირველებმა წარმოადგინეს. 30 წუთის განმავლობაში სიტყვით გამოვიდნენ ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ბელგიელი მიშელ დუგი, საგანაცხადო კომიტეტის თავმჯდომარე რუდ გულიტი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელები იოჰან კრუიფი და ჯან-მარი პლაფი.

თუმცა პრეზენტაციის ყველაზე ნათელი მომენტი გუს ჰიდინკის სამწვრთნელო კარიერის ამსახველი ვიდეორგოლი გამოდგა. მისმა ავტორებმა საინტერესო სვლა მოფიქრეს: კადრები ქრონიკიდან ჰიდინკის ამჟამინდელი კადრებით იცვლებოდა, თუმცა ეს გარკვეულ მომენტამდე გაურკვეველი იყო. და მხოლოდ მაშინ, როდესაც ჰიდინკმა ულვაშები მოიხსნა, რომელიც მიწებებული აღმოჩნდა, საიდუმლო ნათელი გახდა.

ჰიდინკი სცენაზეც გამოვიდა და აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ჩემპიონატის კომპაქტურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჰოლანდია-ბელგიის ყველა წარმომადგენელი თავიანთი განაცხადის მთავარ კოზირად სწორედ ამას მიიჩნევს.

საერთო ჯამში, პრეზენტაციამ სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ზოგიერთი ეპიზოდი, მაგალითად კრუიფის გამოსვლა, რამდენადმე დროში გაწელილი იყო.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა