ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "საუკეთესოები მე და ზინედინ ზიდანი ვართ? გმადლობთ კომპლიმენტისთვის"
"პარი სენ-ჟერმენი" "ლევერკუზენთან" მატჩის ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ იმას, რაც "ბაი-არენაზე" მოხდა, ალბათ, მაინც ცოტა თუ წარმოიდგენდა და ასეთ დამაჯერებელ მოგებას, სავარაუდოდ, თავად პარიზელებიც კი არ ელოდნენ.

ლორან ბლანის გუნდმა 4:0 იმარჯვა და საპასუხო შეხვედრას აზრი დაუკარგა - ჩვენ უკვე დანამდვილებით ვიცით ერთ-ერთი მეოთხედფინალისტის ვინაობა.

თუმცა, ცხადია, დედაქალაქელთა ბანაკში ეტიკეტს იცავენ და ბლანიდან დაწყებული, თითოეული მოთამაშით დამთავრებული, ყველა ამბობს - ჯერ კიდევ არ გაგვინაღდებია გასვლა და საშინაო შეხვედრაც ყურადღებით უნდა ჩავატაროთო.

მატჩის ერთ-ერთი გმირი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყო. მან დუბლი გაახერხა და აქედან ერთი გოლი ძალიან ლამაზი დარტყმით გაიტანა. მის აქტივში ახლა 10 ბურთია და იგი ბომბარდირთა დავაში გალიდერდა.

"სულაც არ იყო ისეთი ადვილი მატჩი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. უბრალოდ, სწრაფმა გოლმა საქმე გაგვიიოლა და მთავარია, რომ ამის მერეც იგივე შემართებით გავაგრძელეთ მუშაობა. გავიტანეთ მეორე, მესამე... გოლი. სივრცე გვქონდა და კარგად გამოვიყენეთ.

საპასუხო მატჩიც ასე უნდა ჩავატაროთ. შეხვედრის კარგად დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია.

არ მინდა ჯერ იმაზე საუბარი, რომ ფავორიტები ვართ, ტურნირი ნელ-ნელა რთულდება და სულ უფრო და უფრო ძნელი მატჩები მოდის. დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება.

ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ თუ გუნდი კარგად თამაშობს, ინდივიდუალურადაც ყველაფერი გამოსდით მოთამაშეებს. მეორე გოლისას მშვენიერი დარტყმა გამომივიდა, მაგრამ ბლეზ მატუიდის პასიც აღსანიშნავია.

ვარ თუ არა ზინედინ ზიდანთან ერთად საუკეთესო მოთამაშე, ვისაც ლიგა 1-ში უთამაშია? არ ვიცი, ეს სხვების შესაფასებელია, მე კი ამ მოსაზრებას კომპლიმენტად მივიღებ", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

იოან კაბაიმ ჩინებული მატჩი ჩაატარა და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექსნიუკასლელი მშვენივრად მოერგო თავის ახალ გუნდს.

"კმაყოფილი და ბედნიერი ვარ ჩვენი კარგი თამაშით. თანაც, ჩემი პირველი გოლი გავიტანე პსჟ-ის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე. მსგავსი გოლი "ბოქსინგ დეიზე" "სტოკს" გავუტანე.

იანვარში გუნდის გამოცვლა ადვილი არ არის, მაგრამ მიხარია, რომ აქ საქმე კარგად მიმდის, ყველა ძალიან მეხმარება, პსჟ-ში შესანიშნავი გარემოა. ახალი თანაკლუბელებისგან ვსწავლობ კიდეც. თუმცა არ მინდა შევიცვალო, მინდა ისეთივე ვიყო და გუნდს მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო.

შორიდან დარტყმა მიყვარს და ჩემი ერთ-ერთი პლუსია. მოკლედ, როდესაც ფორმაში ვარ, ბევრი კარგის გაკეთება შემიძლია.

მთელი გუნდით ჩემპიონთა ლიგაზე ვართ კონცენტრირებულნი. გვსურს, ყველა თამაში და შესაბამისად, ეს ტურნირი მოვიგოთ, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან ძნელი იქნება, აქ საფრანგეთის ჩემპიონატზე მაღალი დონეა. თუმცა მზად ვართ", - აღნიშნა კაბაიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევერკუზენი-პსჟ 0:4 - პარიზი უკვე ცაშია [VIDEO]

სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
ლორან ბლანი: საფრანგეთი - ბელგიის ნახევარფინალში გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
"ბარსელონა" ბლანის მწვრთნელად დანიშვნას არ განიხილავს
იოან კაბაი "რომას" სამიზნეშია
ლორან ბლანმა კვლავ ფრანგული გუნდი ჩაიბარა
საფრანგეთი. ლიგა 1. XXIII ტური: რანიერიმ პსჟ გააჩემპიონა [VIDEO]
“ბარსელონა” მწვრთნელზე შეჯერდა, ხავი თამაშგარე დარჩა?
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
ლევერკუზენი-პსჟ 0:4 - პარიზი უკვე ცაშია [VIDEO]
"ჩელსი" ახლოსაა, ლორან ბლანთან შეთანხმებას მიაღწიოს
[VIDEO] "იყავი ჩუმად, ვიდრე შენზე უკეთეს ფეხბურთელს არ გეტყვი" - რა გააკეთა გამოწვევაზე ვარსკვლავების ჩამოთვლისას იბრაჰიმოვიჩმა
როგორი თავმდაბალია - იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ თავს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
ლორან ბლანი: ჩვენ მეოთხედფინალში ჯერ არ გავსულვართ
საფრანგეთი. ლიგა 1. XXV ტური: იბრას ცალი ფეხით მეტი გააქვს
პრემიერლიგა 2015/16: რატომ იქნება მომავალი პრემიერლიგა წინაზე მრავალფეროვანი?