"მანჩესტერ სიტის" "ბარსელონასთან" საშინაო მარცხის შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასვლის მიზერული შანსიღა შერჩა
"მანჩესტერ სიტის" საშინაო მარცხის შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასვლის მიზერული შანსიღა შერჩა.

მანუელ პელეგრინის გუნდი იმის ჩიტი არ არის, რომ მიზნის მისაღწევად ბოლომდე არ იბრძოლოს, მაგრამ... "ბარსა" 90%-ით უკვე 1/4-ფინალშია, "ქალაქელებს" კი ჯერ შოკიდან გამოსვლა მართებთ.

მანუელ პელეგრინი:

"ასეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ამდენი უპატიებელი შეცდომის დაშვება არ შეიძლებოდა, რადგან ეს ყოველთვის ძალიან ძვირი გიჯდება.

0:1-ის შემდეგ კარგად ვთამაშობდით, "კამპ ნოუზე" ჩვენი კლასის დამტკიცების დიდი სურვილიც გვქონდა, თუმცა მეორე გოლმა მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა. პენალტამდე "ბარსელონას" გატანის შანსი ერთხელაც არ ჰქონია.

უმცირესობაში დარჩენილებმა 2-3 მომენტი შევქმენით, რაც ძალიან რთული გასაკეთებელი იყო. ესპანელები ბურთს კარგად აკონტროლებდნენ, რადგან ამის შესაძლებლობას ჩვენვე ვაძლევდით.

ვნახოთ, რამდენად მოვახერხებთ სიტუაციის გამოსწორებას. სტუმრად ჩასატარებელი მატჩი გამონაკლისი ვერ იქნება, რადგან "სიტი" ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის".

ვენსან კომპანი:

"ნამდვილად არ გვიფიქრია, რომ "ბარსელონა" ჩვენზე ძლიერი იყო, მაგრამ სრული შემადგენლობითაც კი მეტოქის მიმართ გარკვეული რიდი იგრძნობოდა.

არიან თუ არა ესპანელები ყველაზე ძლიერები, ვისაც შევხვედრივართ? ყველაფერში ნამდვილად არა. ისინი, უბრალოდ, ეფექტურები არიან ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით. თამაშის განმავლობაში ბევრი ისეთი წვრილმანი ჯარიმა მოგვცეს, რომელზეც პრემიერლიგაში არც კი დასტვენდნენ.

ალბათ, უფრო სწრაფად უნდა გვეთამაშა, რაც გარკვეულ უპირატესობას მოგვცემდა. ბარსელონაში მაინც გვექნება შანსი, თუკი ნაკლებად დავარღვევთ თამაშის წესებს".

პაბლო საბალეტა:

"რა თქმა უნდა, შედეგით იმედგაცრუებულები ვართ, მით უმეტეს, რომ მეორე გოლიც გავუშვით. ჩემი აზრით, არბიტრმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, მათ შორის, პენალტის ეპიზოდშიც.

"ბარსელონასთან" თამაში ისედაც რთული ამოცანაა და 10 კაცით ეს კიდევ უფრო რთულდება.

ყველაფრის მიუხედავად, უნდა ვიამაყოთ ჩვენი დღევანდელი ასპარეზობით. განმეორებით შეხვედრაში მძიმე გამოცდა გველის, მაგრამ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია".

ფერნანდინიო:

"მაქსიმალურად ვცდილობდით, დაბალანსებულად გვეთამაშა. ბურთს ვაკონტროლებდით, საგოლე მომენტებს ვქმნიდით, თუმცა მსაჯის გადაწყვეტილების შემდეგ კაცნაკლულებს ძალიან გაგვიჭირდა.

ალბათ, ყველამ დაინახა, რომ პენალტი არ ყოფილა, მაგრამ ის მაინც დაინიშნა და ამან თამაშის შინაარსი მთლიანად შეცვალა.

პირადად მე რაც შემეხება, თავს კარგად ვგრძნობ. გამეხარდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ დავუბრუნდი გუნდს. შედეგით იმედგაცრუებული ვარ, თუმცა ამას საკუთარ თამაშზე ვერ ვიტყვი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მანჩესტერ სიტი-ბარსელონა 0:2 - "ბარსა" ცალი ფეხით გასულია [VIDEO]

სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
უეფას სიმბოლურ ნაკრებში "ბაიერნის" ერთი ფეხბურთელიც ვერ მოხვდა
მანუელ პელეგრინი: წლის ბოლოს გამოჩნდება, რომელია ინგლისის საუკეთესო გუნდი [VIDEO]
კეინის პირველი ტიტული - "ბაიერნი" ბუნდესლიგის გამარჯვებულია
"2014 წელსაც ფინალში გავედით, თუმცა მაშინ ერთი სხვაობა იყო" - საბალეტამ არგენტინის ნაკრებზე ისაუბრა
სიტი VS რეალი - ცხელი გული და ცივი გონება
პაბლო საბალეტამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ნაადრევად ხანდაზმულები: ოპტიკური ილუზია თუ გადაკეთებული ასაკი?
"მათი გუნდური სულისკვეთებით მოხიბლული ვარ, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს ვეთამაშებით" - ვენსან კომპანი პსჟ-სთან მატჩის წინ
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
სეზონის სიმბოლური - პრემიერლიგის ფეხბურთელებმა გამორჩეული თერთმეტეული დაასახელეს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"ბაიერნმა" კომპანის გარანტიები მისცა - ბელგიელს მარტივი ამოცანა აქვს
მეხუთე ბრაზილიელი - ტიაგო სილვას მნიშვნელოვანი მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე
რომაული არდადეგები: "სიტი" განცხ-რომაშია
ვეინალდუმის უარის შემდეგ 3 შესაძლო ვარიანტი გამოიკვეთა
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
ᓡᓐ
კოპა ამერიკა 2015. B ჯგუფი. II ტური: არგენტინამ ურუგვაი გატეხა [VIDEO]
ფერნანდინიომ გვარდიოლას შიდა სამზარეულოში ჩაგვახედა - მან უმცირესი დეტალიც იცის...
"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელები კლუბს ლიონელ მესის ყიდვას სთხოვენ
განრისხებული დე ბრუინი თანაგუნდელებმა შეაკავეს [VIDEO]