რაგბის საერთაშორისო საბჭოს დიდმოხელეები ვებ ელისის თასს 15 მარტს, საქართველო-რუმინეთის მატჩისთვის ჩამოიტანენ
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში თბილისს ვებ ელისის თასი ეწვევა.

"ბორჯღალოსნები" ერთა თასის ბოლო შეხვედრას, რომელიც იმავდროულად, 2015 წელს ინგლისში გასამართავი მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპის ბოლო მატჩი იქნება, 15 მარტს თბილისში რუმინეთის ნაკრებთან გამართავს. მსოფლიოს თასს რაგბის საერთაშორისო საბჭოს დიდმოხელეები სწორედ ამ შეხვედრისთვის ჩამოიტანენ საქართველოში.

მსოფლიოს თასის გათამაშების ოფიციალურმა ვებ-გვერდმა Rugbyworld-მა ერთა თასის მორიგ ტურს, უფრო სწორად კი, ამ ტურნირის ლიდერებს სპეციალური პრესრელიზი მიუძღვნა.

გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:

"საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები იმ შემთხვევაში, თუ მომავალ უქმეებზე გამარჯვებათა სერიას განაგრძობენ, ერთა თასის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდებენ მსოფლიოს თასის საგზურს. ტურნირის ეს დიდი ხნის ფავორიტები ამჟამად სატურნირო ცხრილის სათავეში არიან და 10 ქულით უსწრებენ მესამეადგილოსან რუსეთის ეროვნულ გუნდს.

საქართველომ რუსეთის ნაკრებს, ხოლო რუმინეთმა ესპანელებს უნდა მოუგოს, რათა მსოფლიოს უდიდეს სარაგბო ფორუმზე ასპარეზობის უფლება მიიღონ.

თუმცა ეს ისტორიის დასასრული არ არის, რადგან ეს ორი ლიდერი ერთმანეთში გაარკვევს, ვინ იქნება შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული. პირველადგილოსანი ინგლისში C ჯგუფში ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგასა და აფრიკის კონტინენტის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებულ ნაკრებთან ერთად ითამაშებს. მეორე ადგილზე გასული კი D ჯგუფში მოხვდება და საფრანგეთის, ირლანდიის, იტალიისა და კანადის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

ასე რომ, ბოლო ტურში, 15 მარტს თბილისში საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის ფინალის დარი მატჩი გველის. ამ თამაშზე სპეციალურად ჩაიტანენ ვებ ელისის თასს.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ ლაპასე მომავალ უქმეებზე თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების თამაშს დაესწრება. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა 2011 წლის მსოფლიოს თასზე იასპარეზა.

"საკვალიფიკაციო პროცესი ევროპაში საკმაოდ კონკურენტული იყო. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ, ვფიქრობ, მალე ძალიან ამბიციური ორი გუნდის ფინალის დარი მატჩი გველის.

მსოფლიოს თასის გათამაშება გაცილებით მეტია, ვიდრე 48 მატჩი ტურნირისა, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. ეს შეჯიბრება არის ფინანსური მექანიზმი საიმისოდ, რათა ოვალური ბურთით თამაშის შემდგომი განვითარება შევძლოთ.

მსოფლიოს თასზე კომერციული მოგების შედეგად საშუალება მოგვეცა, სარეკორდო თანხები გამოგვეყო საქართველოს, რუმინეთისა და რუსეთის რაგბის კავშირების მხარდასაჭერად, რათა მათ შეძლონ, უფრო კონკურენტუნარიანნი იყვნენ უმაღლესი რანგის ტურნირებში", - თქვა ბერნარ ლაპასემ.

შეგახსენებთ, რომ ვებ ელისის თასი საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების მატჩზე რაგბის საერთაშორისო საბჭომ 2006 წელს, ბუქარესტში მსოფლიოს თასის შესარჩევ მატჩში ჩაიტანა. მაშინ მასპინძლებმა მოიგეს. იმედი გვაქვს, რომ გამარჯვებას ამჯერადაც მასპინძლები მიაღწევენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

GiorgiG83
რაღაც ძალიან გაიზარდა ჩევნს მიმართ ინტერესი. რას მივაწეროთ?
მიდით ბიჭებო მიდით
მხოლოდ ერთსულოვნებით,მხოლოდ თავდადებით,მხოლოდ გამარჯვებებით, მხოლოდ არნახული სილამაზის გულშემატკივრობით უნდა ვაიძულოთ რაგბის სამყარო,რომ შესცვალოს და სიახლე შეიტანოს(6 ერის)ტურნირებში თუ სპარინგმატჩებში.
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ისტორიული დღე რაგბისთვის - საქართველო მსოფლიო რაგბის საბჭოში მიიღეს
იტალიის რაგბის ბოსი: ლაპასე პარიზის ოლიმპიადისთვის ხმებს აგროვებს
L'EQUIPE-ის გამოკითხვა - 84% ექვს ერში ცვლილებებს ითხოვს
დავინახოთ საქართველო! - მსოფლიო რაგბის თავკაცი 6 ერის გაფართოების მომხრეა
გლობალური საკითხები პარიზში - ფრანგებს 2023 წლის მსოფლიოს თასის მასპინძლობა სურთ
მამუკა გორგოძე: სერჯო პარისეს გამონათქვამმა გული გვატკინა