უცხოური პრესის ოლიმპიური დაიჯესტი
უცხოური გაზეთები კვლავაც საინტერესო ისტორიებს გვთავაზობენ სოჭის ოლიმპიადის გარშემო: თამაშების მონაწილეთა შეშფოთებული მშობლები, პუტინის ერთი საუზმისთვის აშენებული კაფე და სხვა...

BBC

სოჭის ოლიმპიურ ტრასებზე რამდენიმე უბედური შემთხვევა მოხდა. რუსმა ფრისტაილისტმა მარია კომისაროვამ სკი-კროსის ვარჯიშის დროს ხერხემალი გაიტეხა; ბულგარელი სამთო-მოთხილამურე სტეფან პრისადოვი ტრასიდან სპეციალური ციგებით იქნა ევაკუირებული; ნორვეგიელი სნოუბორდისტი ტორსტეინ ჰომგო ტურნირს გამოეთიშა მოტეხილობებითა და ტვინის შერყევით. ამ და სხვა შემთხვევების გამო BBC-მ გადაწყვიტა, გამოეკითხა ექსტრემალ სპორტსმენთა მშობლები მათი შვილების გატაცებაზე.

ანდრეა მანკუზო, სამთო თხილამურებში ოლიმპიური ჩემპიონის, ჯულია მანკუზოს დედა: "დარწმუნებული ვარ, რომ მღელვარება - არაპროდუქტიული ემოციაა. ჯულიამ თავისთვის ასეთი ცხოვრება აირჩია და საკუთარი მდგომარეობა ინფარქტამდეც რომ მივიყვანო, ეს მაინც არაფერს შეცვლის. გარდა ამისა, ვიცი, როგორ მიდიოდა ის ამ სიჩქარეებამდე: ჯერ იყო მარტივი დაშვებები, მცირე სიჩქარე, ბევრი ვარჯიში. მე მის გამოცდილებას ვენდობი".

სიუზ ფარინგტონი, ჰაფპაიპში ოლიმპიური ჩემპიონის, კეიტლინ ფარინგტონის დედა: "თავიდან მას ვეუბნებოდი, რომ არასოდეს წავიდოდი ამ საგიჟეთის ცოცხლად სანახავად, მაგრამ მივხვდი, რომ უშუალოდ არენაზე უფრო მიადვილდებოდა ყველაფრის გადატანა. იმ წუთებში, როცა ის ტრასაზეა, მე მკვდარი ვარ".

ESPN

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსული პანკ-ჯგუფის, Pussy Riot-ის აქციების წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც სოჭის ოლიმპიადის სიახლოვეს იმართებოდა. სოკ-ის პრესმდივანმა მარკ ადამსმა ამ დღეებში განაცხადა, რომ ოლიმპიური ობიექტები საუკეთესო ადგილი არ არის პოლიტიკური დემონსტრაციებისთვის.

ადამსის განცხადება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც Pussy Riot-ის ორი წევრი რუსეთის პოლიციამ სოჭში დააკავა. გოგონები ხალხს მოუწოდებდნენ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტისკენ; გარდა ამისა, საკუთარი აქციებით მათ მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა სურდათ რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკის მიმართ.

ამასობაში, ვლადიმერ პუტინისთვის სოჭში კაფე ააშენეს... მხოლოდ ერთი საუზმისთვის. გასულ კვირას, სოჭის სანაპიროზე მოულოდნელად მშენებლობა დაიწყო. ამან აღაშფოთა ადგილობრივი მოსახლეობა, რადგან განადგურების საფრთხე დაემუქრა იქაურ გამწვანებას. როცა მუშებს ჰკითხეს - რა შენდებოდა სანაპიროზე - ასეთი პასუხი მიიღეს: სცენა ოლიმპიური ღონისძიებებისთვისა და კონკურსებისთვის, მაგრამ მალე პრესამ გაავრცელა რეპორტაჟები, სადაც ახლად აშენებულ კაფეში პრეზიდენტი პუტინი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებს მასპინძლობდა. იმ დღის შემდეგ პრეზიდენტი იქ აღარ გამოჩენილა.

Washington Post

ამერიკული გაზეთის საკუთარმა კორესპონდენტმა რიკ მაესემ თავის "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც რუსული ლუდის ორი ქილაა გამოსახული. ჟურნალისტმა ის ოლიმპიური სოჭის ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინა. ქილაზე გამოსახულია ყოვლად იდიოტური სცენა: გაღიმებული რუსი ჰოკეისტი გალანტურად ეხმარება თასმების გახსნაში კანადის ჰოკეის ნაკრების მხარდამჭერი ჯგუფის ერთ-ერთ გოგონას. თავად კანადელი ჰოკეისტები კი მოშორებით დგანან და ჩუმად უცქერენ მომხდარს.

"ქილაზე გამოსახულია რუსი ჰოკეისტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაამარცხა კანადის ნაკრები და ახლა კანადელებისთვის გოგონას წართმევასაც აპირებს. რაც შეეხება ლუდს, ვფიქრობ, მას თბილი შარდის გემო და ჟანგიანი წყლის ფერი აქვს. არაფერი სჯობს ნამდვილ ამერიკულ და კანადურ ლუდს", - დაწერა მაესემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია
"პუტინი დაცვის თანამშრომელი იყო და ჩემი ცოლის დედაც!" - ლეგენდარული რუს-უკრაინელი ომზე
სად არის პუტინი? რუსებს გვჩაგრავენ, რატომ არ გვეხმარება? - 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი
ულამაზესმა ჟიზელმა პუტინი ბრძოლაში გამოიწვია და ჰპირდება, რომ აგრესიული იქნება
პუტინი, შესაძლოა, ჰომოსექსუალია, ხოლო ოლიმპიური ჩემპიონი მხოლოდ დაფარვის ოპერაციაა - ირწმუნება პოლიტ-ტექნოლოგი
რუსებს კრივში შეზღუდვები მოუხსნეს, კლიჩკო გაბრაზებულია - დაბადების დღის "საჩუქარი" პუტინს?
"ყველაფერი ამერიკამ დაიწყო, პუტინს ყოველთვის კარგი უნდოდა" - ბრაზილიელის სკანდალური განცხადება