23 თებერვალს, ნიცის კონგრესცენტრ "აკროპოლისში" ეროვნული გუნდები ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპისთვის ჯგუფებში გადანაწილდებიან
კვირას, 23 თებერვალს, საფრანგეთის ქალაქ ნიცის კონგრესცენტრ "აკროპოლისში" საქართველოს ნაკრებისთვის, ეგებ, ისტორიული მნიშვნელობის წილისყრა შედგეს. აქ ეროვნული გუნდები ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპისთვის ჯგუფებში უნდა გადანაწილდნენ.

მნიშვნელოვანიო, ვთქვით, რადგან საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატი უწინდელისგან განსხვავებული ფორმატით ჩატარდება - ფინალური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობა 24 გუნდამდე იზრდება, ხოლო საკვალიფიკაციო ციკლში 53 (სარეკორდოა) ნაკრები იბრძოლებს, მათ შორის - მასპინძელი საფრანგეთიც, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ავტომატურად კი არის დაშვებული, მაგრამ შესარჩევ მატჩებს მაინც ჩაატარებს, ოღონდ - კონკურსგარეშე.

წილისყრის ოფიციალური ცერემონია ჩვენი დროით 15:00 საათზე დაიწყება.

როგორ ჩატარდება...

შესარჩევ ეტაპზე 8 ექვსგუნდიანი და ერთიც ხუთგუნდიანი ჯგუფი შედგება. მეტოქეები ერთმანეთს ჩვეულებრივ ორჯერ, ერთმანეთში მოლაპარაკებული კალენდრის შესაბამისად შეხვდებიან.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან ჯგუფებში გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები, ასევე - საუკეთესო შედეგის მქონე ერთი მესამეადგილოსანი, ანუ სულ 19 გუნდი.

დანარჩენი რვა მესამეადგილოსანი კი ერთმანეთში დაწყვილდება და ამათგან ოთხი იღბლიანი ფინალისტებს შეუერთდება. გამოვიდა 23? ჰოდა, დავუმატოთ ამათ მასპინძელი საფრანგეთიც და ესეც თქვენი 24-გუნდიანი ფინალური ეტაპი.

რა არის ფეხბურთის კვირეული?

შესარჩევი ეტაპი პირველად ჩატარდება "ფეხბურთის კვირეულის" კონცეფციით. შესაბამისად, შესარჩევი ციკლის მატჩები ხუთშაბათიდან სამშაბათის ჩათვლით გაიმართება და უქმე დღეებში ჩვენი დროით 19 და 21:45 საათზე დაიწყება ხოლმე, ხოლო სამუშაო დღეებში 21:45 საათზე.

პლეი-ოფის მატჩებისთვის ვადა ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით გამოიყო, ხოლო საპასუხო შეხვედრები პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით შედგება. ყოველ სათამაშო დღეს "ბებერ კონტინენტზე" 8-10 შესარჩევი მატჩი გაიმართება.

I ტური: 2014 წლის 7,8,9 სექტემბერი.

II ტური: 9,10, 11 ოქტომბერი.

III ტური: 12, 13, 14 ოქტომბერი.

IV ტური: 14,15, 16 ნოემბერი.

V ტური: 2015 წლის 27, 28, 29 მარტი.

VI ტური: 12,13,14 ივნისი.

VII ტური: 3,4,5 სექტემბერი.

VIII ტური: 6,7,8 სექტემბერი.

IX ტური: 8,9,10 ოქტომბერი.

X ტური: 11,12,13 ოქტომბერი.

პლეი-ოფის პირველი მატჩები: 2015 წლის 12,13,14 ნოემბერი; საპასუხო მატჩები: 15,16,17 ნოემბერი.

შეზღუდვა

უეფას აღმასკომის გადაწყვეტილებით, პოლიტიკური ვითარების გამო, შესარჩევ ეტაპზე ერთმანეთს არ შეხვდებიან აზერბაიჯანი-სომხეთი და ესპანეთი-გიბრალტარი.

სატელევიზიო ინტერესების გათვალისწინებით კი, ინგლისი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და ჰოლანდია 6-გუნდიან ჯგუფებში მოხვდებიან.

კალათები

I კალათი: ესპანეთი (ჩემპიონი), გერმანია, ჰოლანდია, იტალია, ინგლისი, პორტუგალია, საბერძნეთი, რუსეთი, ბოსნია;

II კალათი: უკრაინა, ხორვატია, შვედეთი, დანია, შვეიცარია, ბელგია, ჩეხეთი, უნგრეთი, ირლანდია;

III კალათი: სერბეთი, თურქეთი, სლოვენია, ისრაელი, ნორვეგია, სლოვაკეთი, რუმინეთი, ავსტრია, პოლონეთი;

IV კალათი: ჩერნოგორია, სომხეთი, შოტლანდია, ფინეთი, ლატვია, უელსი, ბულგარეთი, ესტონეთი, ბელარუსი;

V კალათი: ისლანდია, ჩრდ. ირლანდია, ალბანეთი, ლიტვა, მოლდოვა, მაკედონია, აზერბაიჯანი, საქართველო, კვიპროსი;

VI კალათი: ლუქსემბურგი, ყაზახეთი, ლიხტენშტაინი, ფარერები, მალტა, ანდორა, სან მარინო, გიბრალტარი.

ვინ ჩაატარებს წილისყრას?

წილისყრის პროცედურის წარმართვაში უეფას გენმდივან ჯანი ინფანტინოს, 13 ლეგენდარულ მეკარესთან ერთად, რუუდ გულიტი და ბიქსენ ლიზარაზუ დაეხმარებიან. მეკარეთა შორის კი ფაბიენ ბარტეზი, ევროპის 1976 წლის ჩემპიონი ჩეხი ივო ვიქტორი, 1996 წლის ჩემპიონი, გერმანელი ანდრეას კიოპკე, 2004 წლის ჩემპიონი, ბერძენი ანტონის ნიკოპოლიდისი, 1968 წლის ჩემპიონი, იტალიელი დინო ძოფი და დანიელი მეკარე, ევრო 92-ის გამარჯვებული პეტერ შმაიხელი იქნებიან.

ფინალური ეტაპი

ევროპის პირველი ჩემპიონატი 1960 წელს ასევე საფრანგეთში გაიმართა. გამარჯვებული საბჭოთა კავშირის ნაკრები გახდა. მაშინ ფინალურ ეტაპზე სულ 4 გუნდი მონაწილეობდა.

1980 წლის ჩემპიონატზე 8 გუნდი იყო, 1996 წელს კი უეფამ მონაწილეთა რაოდენობა 16-მდე გაზარდა. ევრო 2016-ზე კი, როგორც ვთქვით, 24 გუნდი ითამაშებს.

ფორმულა მარტივია. ამ სისტემით ტარდებოდა მსოფლიოს ჩემპიონატები, როცა მასში 24 გუნდი მონაწილეობდა. ნაკრებები ექვს 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან. მერვედფინალის საგზურს ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილზე გასული და 4 საუკეთესო 3-ადგილოსანი მოიპოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

givi
თუ პროგრესი გინდა ნებისმიერ რამეს ჭირდება ანალიტიკა ფეხბურთი იქნება თუ პოლიტიკა არ აქვს მნიშვნელობა ქეცბაია კი სრულიად საპირისპირო პოლიტიკას ატარებს როცა იძახის მეოთხე ადგილი პროგრესიაო დარწმუნწბული ვარ ამის თვითონაც არ ჯერა და ჟურნალისტების ბოღმით იძახის ასე რომ თუ გვინდა ნაკრების წარმატება რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს ქეცბა!!!
givi
ქეცბაია როგორც ჟურნალისტებს ისე ყველას ცინიკურად ექცევა აბა სხვა რა ქვია ესეთ რამეს რომ ამბობს:წინა ჯგუფში მეხუთე ადგილი დავიკავეთ და ეხლა მეოთხეო და ამით რომ ასაბუთებს თავის და თქვენ ამას პროგრესს ეძახით?საქართველოს და ქართულ ფეხბურთს ჭირდება ფსიქოლოგი ამ თემას დიდ ყურადრებას აქცევენ განვითარებულ ქვეყნებში !!
I Am Georgian. Didi vashlidan
ცოტა სფორტყლ თემას გადვუხვევ მაგრა არ შემიძლია არ ვთქვა სათქმელი ,კაცობას ვიჩემებ და რა ვქნა ამ წამს არა უმთავრესი რომელ ჯგუბში მოხვდება ესა თუ ის გუნდ ეხლა მთავარი ვიდავითოთ,ქართველობის მცდელობით.აი ამგვარი ბრტყელ-ბრტყელი ბაქი ბუქით დავიწყებ ჩემს მესიჯს,თუმცა გაკეთებული საქმის უფრო მწამს, ვიდრე ვიქტორიის თითებით ფარჩხვა და ყბედობა ეთრეში.ეხლა კი მთავრზე ქართულად ამ საჯაროობის ნეიტრალურ წყაროთი,ვიტყვი მაფიქრალ ქართველთა გასაგონად...საქართველოში კვლავე მედროვენი დაბრუნდნენ სათავეებში.ფაქტებით ვამბობ.საქართველოს ეროვნული გმირი დ ყიფიანი ჩამოასვენეს დედა სამშობლოში და ქვეყანის "მამამარჩენლები" კი "ენაჩაგდებულებია",ატარებენ ხიდაშელის,თუნდა კეთილი ,მორჩილი ნათესავის, გადასვენება -გადმოსვენებათა ცერემონიალს TV-ზე,რაღაც ლეგენდების "მისტიური სასწაულებების"შეთხვზით.დროული გამოსვლა ,საქართველოს საამაყო ასულისა ნიჟარაძის სკაიფით,წინწამსწრები უუკრაინული დრამატული მობლენებისა -უკრაინული ჰიმნის შესრულებით- ერმა ვერ გაათვითცნობიერა,ურთიერთ ლანძღვაში და ქოლვაში გართულმა და არ,ვერ აიტაცა.ინფორმაციის ნაკლებობის გამო,უნიჭო ხელისუფლების მხრიდან.არც რუსეთთან მატჩზე რაგბიში, უკრაინას სათანადო თანადგომა არ გამოვუცხადეთ,წუთიერი დუმილი,გაკვრით მარტო ქართულად გამოვაცხადეთ ეთერში, ხუთწამიანი წაჩუმებით "მურაბის ქურდებივით".დამნაშვე ერისავით, ერთი წამით ვაჩვენეთ საქართველოს ერთიანობისაკენ მიმართული, და უკრაინის მხარდამჭერი მწირი ხელნაწერი ინგლისურად ,ბანერები TV-ში.მშიშრულად, ლაჩრულად იქცევა ჩვენი, rusi oligarqis fulebit დანიშნული მთავრობა.რუსეთმა ,რაც უკრაინას აკადრა,იანუკოვიჩის უარით ევრო ოჯახს საქართველოსაც გაგვიბედავს,ასოციაციის დამუხრუჭებისათვის ევროოჯახათან.უკრაინელმა ხალხმა ღალატი თავის მთავრობას არ შეარჩინა,ჩვენ თუ ასე ინერტიულად განვაგრძეთ მშიშრულად,გადაგვივლის კრემლი.გაუმარჯოს საქართველოს ჭკვიანი,მამაცი ქართველების,მებრძოლ უკრაინელ ხალხთან, დროულ თანადგომას,და არა არაფრის გადამწყვეტ, ფოსტფაქტუმ ლაყბობით,გონებრივი სიბეცეს .გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს,უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გამოყენებითაც,საწადელ მიღწეულს,ჩვენს მიერ,რაც ჩვენივე ქცევაზეა მათდამი დამოკიდებული,დროულად, მათდამი მხარდაჭერით,ვიბრძოლოთ მშვიდობინად და რაც უმთავრესიადროულად,ჩვენ ძარღვიანი ერი ვართ,გაიღვიძეთ ქართველებო,მარტო რაგბიში მოგებით ,თავის უფალნი ვერ გავხდებით, მთავრობაში მოსულნო ქვეშაფსიებო, უწინამძღვრეთ ქართველებს ღირსეულად,დროული ქმედებებით!თავისუფლებას ბრძოლა ესაჭიროება,თვალდაუხუჭავი,ყოველწამიერი!დიდგორული.....

ფეხბურთიც რომ რაგბისტებს ვათამაშოთ?
მიხო
რა მნიშვნელობა აქვს, სად და ვისთან მოვხვდებით? შედეგი ხომ წინასწარვე ცნობილია - კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი...
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია