სოტნიკოვას მიერ მოპოვებული ჯილდოს სამართლიანობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებმა ეჭვქვეშ დააყენეს
20 თებერვალს, სოჭის ოლიმპიადაზე ქალთა შორის ფიგურულ სრიალში ასპარეზობა გაიმართა.

ქართველმა მოციგურავემ, ელენე გედევანიშვილმა მე-19 ადგილი დაიკავა, ხოლო პირველი ადგილი და შესაბამისად, ოქრო რუს სპორტსმენს, ადელინა სოტნიკოვას ერგო.

თუმცა სოტნიკოვას მიერ მოპოვებული ჯილდოს სამართლიანობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებმა ეჭვქვეშ დააყენეს და აღნიშნულ ფაქტს სკანდალი უწოდეს, რადგან ადელინა კორეელ იუ ნა კიმზე უკეთესად ვერ გამოვიდა ყინულზე და შესაბამისად, ოქრო კორეელს ეკუთვნოდა.

აქვე გეტყვით, რომ იუ ნა კიმმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

L'Equipe-მა მსაჯების გადაწყვეტილებას სკანდალური უწოდა.

"ოლიმპიადის დაწყების დღიდან რუსებისთვის ქულები ყოველთვის მომატებული იყო. პლიუშჩენკოს, ლიპნიცკის, ტრანკოვისა და ვოლოსაჟარის შეცდომები არ ისჯებოდა, მაგრამ ამ მომენტამდე იმარჯვებდა ის, ვინც ამას იმსახურებდა.

თუმცა 20 თებერვალს ასე არ მოხდა. მსაჯებმა სოტნიკოვას რუსეთის ქალთა ფიგურული სრიალის ისტორიაში პირველი ოქროს მედალი გადასცეს, რომელიც მან არ დაიმსახურა. ეს სკანდალია", - წერს ფრანგული გაზეთი.

ხოლო გამოცემა USA Today კი იმაზე მიუთითებს, რომ თავისუფალი პროგრამის დაწყებამდე სამხრეთ კორეისა და აშშ-ის მსაჯები რუსი და უკრაინელი მსაჯებით შეცვალეს.

რუსი მსაჯი ალა შეხოვცოვა იყო, რომელიც რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციის გენერალური დირექტორის, ვალენტინ პისეევის ცოლია; ხოლო უკრაინელი მსაჯი იური ბალკოვი იყო, რომელიც ნაგანოს ოლიმპიადაზე 1998 წელს ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა მსაჯებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის გამო.

ამ ფაქტს ასევე ეხმაურება ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ფიგურულ სრიალში კატარინა ვიტი, რომელიც მსაჯებს აკრიტიკებს.

"შოკირებული ვარ ამ შედეგით, ამას სერიოზულად გეუბნებით. საერთოდ არ მესის, ქულებს როგორ ითვლიდნენ. რატომაა სოტნიკოვა პირველი, კიმი კი მეორე?" - განაცხადა გერმანული ტელეარხით ვიტმა.

გარდა ამისა, ამერიკულ ვებ-გვერდ change.org-ზე ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაციის მიმართ წერილი გამოქვეყნდა. წერილის ავტორები შედეგების გამოძიებას ან გადახედვას მოითხოვენ. ამ დრომდე პეტიციას ხელი 1.25 მილიონამდე ადამიანმა მოაწერა.

თავის მხრივ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დირექტორმა კომუნიკაციის საკითხებში მარკ ადამსმა განაცხადა, რომ მოციგურავეების ინდივიდუალურ შედეგებში ეჭვი არ ეპარება.

მისი თქმით, კომიტეტი არ აპირებს შედეგების გამოძიებას, თუ ამის შესახებ ოფიციალური დელეგაციებისგან განცხადება არ შემოვა.

იხილეთ ადელინა სოტნიკოვას გამოსვლა

ჯ.ჩ.
საგრძნობი უპირატესობა არცერთს არ ჰქონდა.ორივე იმსახურებდა პირველ ადგილს.
mikheil menabde
სოტნიკოვას გამოსვლა იყო შესანიშნავი. სამართლიანად გაიმარჯვა.
brola
ARCHIL გეთანხმები! - ყოველშემთხვევაში მართლა ვერ იტყვი რომ კიმ იუნა მნიშვნელოვნად ჯობდა და დაჩაგრეს! - შეფასებაკიდევ მსაჯებიდან ყოველთვის სუბიექტურია!
ARCHIL
სოტნიკოვა იყო უძლიერესი. უნაზესი და უმშვრნიერესი! ალალად ეკუტვნოდა გამარჯვება და იმიტომ გაიმარჯვა! დაანებეთ თავი ამ ურაპატრიოტიზმს!
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
როგორ მოატყუეს ჰილარი კლინტონი... აჩუქებს თოვლის პაპა ბათუმს სტადიონს?
ელენე გედევანიშვილი: ფედერაციამ მომწერა ჩემთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი წერილი
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
ევროპაც, მსოფლიოც, ოლიმპიადაც - ინტერვიუ მაკა გიორგობიანთან
ელენე გედევანიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე 22-ე ადგილს დასჯერდა
ელენე გედევანიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის მოკლე პროგრამაში შემდეგ ეტაპზე გადავიდა
სოჭი 2014: ყველაზე პოპულარულები
სერენა და ნადალი პირველები არიან
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
ᓙᓝᓠᓔᓐ ᓠᓣ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა
ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატზე ჯერჯერობით მე-7 ადგილზეა
ელენე გედევანიშვილის ამერიკული ცხოვრება [VIDEO]
ელენე გედევანიშვილი სოჭის ოლიმპიადაზე ოცეულში მოხვდა [VIDEO]
სოჭი 2014: რომელ ქვეყანაში ჰპირდებიან ყველაზე დიდ პრემიას ოქროს მედლისთვის