სერია A: დღეს რომის ოლიმპიურ სტადიონზე "ლაციო" "ინტერს" მიიღებს

სერია A-ს XV ტურის პირველი და შეიძლება თამამად ითქვას, ცენტრალური შეხვედრა დღეს გაიმართება - რომის ოლიმპიურ სტადიონზე "ლაციო" "ინტერს" მიიღებს და შეეცდება, მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვოს. მართალია, დედაქალაქელებს ბოლო დროს გარკვეული პრობლემები აქვთ და ქულებიც უხვად დაკარგეს, მაგრამ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს ინარჩუნებენ, რაც "ლაციოსთვის" რბილად რომ ვთქვათ, შესანიშნავი შედეგია. "ინტერმა" ბოლო ორი თამაში მოიგო, ჯერ "ტვენტე" დასცა ჩემპიონთა ლიგაში, შემდეგ კი ეროვნულ ასპარეზზეც გაიმარჯვა და საკუთარ კედლებში "პარმას" გადაურბინა. რაფაელ ბენიტესმაც ცოტა ამოისუნთქა და "ლაციოსთან" მატჩისთვის მშვიდ ვითარებაში ემზადება. მოვუსმინოთ "ნერაძურის" თავკაცს:

"სად აღარ მიმუშავია, მაგრამ ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელი ერთად, თვალით არ მინახავს. ნახევარი გუნდი გვაკლია და ამ პირობებში საკმაოდ ძნელია წარმატებით ასპარეზობა. მიუხედავად ამისა, თითოეულ შეხვედრაში მხოლოდ სამი ქულისთვის ვიბრძვით და გამონაკლისი არც "ლაციოსთან" პაექრობა იქნება. საკადრო პრობლემების მიუხედავად, გუნდმა გადალახა ჩავარდნა, რაც ბოლო ორმა თამაშმა ნათლად დაგვანახვა. მთავარია, ასევე გავაგრძელოთ და საკუთარი თავის ვირწმუნოთ. მეტოქე პირველ ნომრად შეეცდება თამაშს და არ დავმალავ, ჩვენც შევუტევთ. ამიტომ, წესით გულშემატკივარმა კარგი სანახაობა უნდა იხილოს".

არა გვგონია, რომ ბენიტესი მაინცდამაინც გულშემატკივარზე ფიქრობდეს და ნერვიულობდეს - როგორც ჩანს, ამით შეცდომაში ცდილობს მეტოქის შეყვანას, რადგან მის მიერ შერჩეული ტაქტიკა აშკარად დაცვაზე ორიენტირებულია. მართალია, ტაქტიკით სტრატეგიის გამოცნობა ძალიან რთულია, მაგრამ შემტევი ფეხბურთელების სიმწირის გათვალისწინებით, ალბათ "ინტერი" ყველაზე კარგ შემთხვევაში ფრთხილ ფეხბურთს ითამაშებს. აი, რას ამბობს "ლაციოს" თავკაცი ედუარდო რეია: "ბოლო პაექრობები მილანელებმა კარგად წარმართეს და გამარჯვებები მოიპოვეს. ვრფიქრობ, დაიბრუნეს ძველი თავდაჯერებულება და დღეს მათი დამარცხება გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე თუნდაც ერთი თვის წინ. ბოლო პაექრობებში ბევრი ქულა დავკარგეთ და იმედია, "ინტერთან" ეს აღარ განმეორდება. მართალია, მეტოქე ძალიან ძლიერია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ჯაბანნი და შევეცდებით, ეს მოედანზე დავამტკიცოთ. უმნიშვნელოვანესი თამაშია და ამაში დასარწმუნებლად საკმარისია სატურნირო ცხრილს ჩავხედოთ. მოტივაციასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ გვაქვს, პირიქით, ფეხბურთელები "ინტერთან" დაპირისპირებისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან".

"ლაციო" 4-2-3-1 ტაქტიკით ითამაშებს, ეს ის სქემაა, რომლითაც გასულ სეზონში "ინტერი" ასპარეზობდა და ყველა ტურნირი მოიგო. ბენიტესი კი სავარაუდოდ 4-3-2-1 ტაქტიკას აირჩევს, რადგან გასულ ტურში სწორედ ამ მოდელმა გაუმართლა. თუმცა, შეხვედრის სცენარიდან გამომდინარე, შესაძლოა ტაქტიკურმა მონახაზმა ტრანსფორმაციაც განიცადოს - მაგალითად, იგივე "პარმასთან" პაექრობაში საყრდენად გამწესებულმა დეიან სტანკოვიჩმა ფაქტობრივად შეტევის წინა ხაზზე აინაცვლა და სამი გოლიც მიართვა მეტოქეს. მწყობრშია ტიაგო მოტაც - ბევრი თვლის, რომ სწორედ ის გახლდათ საუკეთესო ემილიელებთან შეხვედრაში და ეს მიუხედავად იმისა, რომ სტანკოვიჩმა ჰეთთრიკი შეასრულა.

როგორც მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, დიდი სამზადისია "ლაციოს" ბანაკშიც - ედუარდო რეია საუკეთესო შემტევ ოთხეულს ამზადებს: ერნანესი, სტეფანო მაური, მაურო სარატე და სერჯო ფლოკარი. ვნახოთ, რამდენად შეაწუხებენ "ბიანკოჩელესტეს" შემტევები მეტოქე გუნდის უკანახაზელებს. XV ტურის დანარჩენ შეხვედრებზე ხვალინდელ ნომერში გიამბობთ...

სავარაუდო შემადგენლობები

ლაციო (4-2-3-1): მუსლერა - ლიხტშტაინერი, ბიავა, დიასი, რაუდი - ბროკი, მათუზალემი - მაური, ერნანესი, სარატე - ფლოკარი.

ტრავმა: მეგნი, გარიდო.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ინტერი (4-3-2-1): კასტელაცი - კორდობა, ლუსიო, მატერაცი, ძანეტი - კამბიასო, სტანკოვიჩი, ტიაგო მოტა - ბიაბიანი, სნეიდერი - პანდევი.

ტრავმა: კოუტინიო, კივუ, მარიგა, ჟულიო სეზარი, მილიტო, მაიკონი, ობი, სამუელი, სუაზო, მანჩინი.

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა