ბირმინგემში ძველებური გაიხსენეს.

ბირმინგემში ძველებური გაიხსენეს. ამ ინგლისურ ქალაქში ოთხშაბათს დიდი ამბავი დატრიალდა. მიზეზი: „ქარლინგის თასის“ მეოთხედფინალში ერთმანეთს „ბირმინგემი“ და „ასტონ ვილა“ შეხვდნენ – დერბი იყო. მეტოქეთა ფანებმა ერთმანეთს მაშხალები დააყარეს. „ბირმინგემის“ გულშემატკივრებმა სტადიონზე სკამებიც აყარეს, შემდეგ კი მოედანზე გადავიდნენ. თუკი ასეთ დროს ფეხბურთი და ანგარიში რამეს ნიშნავს, მოგახსენებთ, რომ მასპინძლებმა 2:1 გაიმარჯვეს.

პრესკონფერენციაზე „ბირმინგემი სიტის“ თავკაცმა ალექს მაკლიშმა „დასწრებაზე ითამაშა“ და თქვა, რომ აყალმაყალი „ასტონ ვილას“ ფანებმა დაიწყეს. შეგახსენებთ, რომ ეს ამბები ციურიხში 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლის დასახელების წინა საღამოს მოხდა...

მაკლიშმა თქვა: „დღევანდელი წარსულის ბნელ დროებაში გვაბრუნებს. ძალიან ცუდია, როდესაც ფანები მოედანს იპყრობენ და ასე იქცევიან. ვუყურებდი და შეძრწუნებული ვიყავი.

ძალიან მეეჭვება ბირმინგემში მომხდარმა აურზაურმა ფიფას აღმასკომზე იმოქმედოს და ამის გამო ინგლისს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა არ მისცენ, რადგან მწამს იქ ამ ამბებამდეც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ფანებმა მაინც გული დამწყვიტეს. არ აქვს მნიშვნელობა მეორე დღეს ფიფაში ინგლისის ბედი წყდება თუ არა, ისინი ასე არ უნდა იქცეოდნენ. ჩვენ არ გვინდა გვიცნობდნენ, როგორც ხალხს, რომელიც მაშხალებს ისვრის და საშიშია“.

მომხდარის გამო, სავარაუდოდ, ორივე კლუბს დასჯიან. ფანების დაშოშმინებას 500 პოლიციელი ცდილობდა. ეს გახლდათ პირველი თამაში ბოლო რვა წლის განმავლობაში, რომელიც ბირმინგემის გუნდებმა საღამოს საათებში, ხელოვნური განათების ქვეშ გამართეს.

პოლიციელებმა მეტოქე გუნდების ფანებს შორის ერთმწკრივიანი კორდონი აღმართეს, მაგრამ როდესაც 84-ე წუთზე ნიკოლა ჟიგიჩმა „ვილას“ კარში გოლი შეაგდო, ვნებათაღელვამ ზღავრს გადააჭარბა. ბირმინგემელთა თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პიტერ პენუ:

„საოცრად ვწუხვართ იმის გამო რაც თამაშის შემდეგ ჩვენს სტადიონზე მოხდა. გარწმუნებთ, ჩვენი კლუბი ყველაფერს დაწვრილებით გამოიკვლევს და დაადგენს არეულობის მოთავე კონკრეტულ პიროვნებებს. ხელს არავის დავაფარებთ“.

ზემოთ რვა წლის წინანდელი „ღამის თამაში“ ვახსენეთ. „ბირმინგემისა“ და „ასტონ ვილას“ ფანებმა მაშინაც დიდი აყალმაყალი მოაწყვეს და სწორედ 2003 წელს გადაწყდა, რომ იმ დღიდან მოყოლებული ბირმინგემის ორი გუნდის თამაში ყოველთვის დღის შუქზე გამართულიყო. ამჯერად, პირობა დაირღვა, რადგან თამაში პრემიერლიგისა კი არა სათასო იყო და სხვანაირად არ გამოდიოდა. „ასტონ ვილას“ მავანმა ფანმა BBჩ-ს რადიო 5-თან ლაპარაკისას თქვა, რომ „ბირმინგემის“ ფანების ერთი ნაწილი მოედანზე იმიტომ ჩავიდა, რომ „ვილას“ ქომაგებთან მოკლე გზით მივარდნილიყო და იქ ეჩხუბა. როდესაც კორესპონდენტმა მას „ვილას“ ფანების მიერ ნასროლ მაშხალებზე ჰკითხა, მან უპასუხა, რომ ეს მხოლოდდამხოლოდ საპასუხო რეაქცია იყო.

„ყველაფერში „ლურჯების“ ფანები არიან დამნაშავენი. ჩვენ, „ვილას“ ფანები ვპასუხობდით, თავს ვიცავდით“.

ჟურნალისტებმა ამბავი გამოკითხეს მავან მშვიდობიან მაყურებელს, რომელიც სტადიონზე ორ ვაჟთან ერთად იყო. მან თქვა, რომ უსიამოვნო დაძაბულობა ჯერ კიდევ თამაშამდე იგრძნობოდა, როდესაც სტადიონისკენ მიმავალი ხალხი პაბებში შედიოდა და სვამდა.

„ამ შეხვედრის სტიუარდებმა იმთავითვე არაფერი იღონეს – თქვა ამ კაცმა – ჩემს 11 წლის ბიჭს თამაშის მსვლელობისას ზემოდან ორჯერ დააფურთხეს, სტიუარდებს კი ყურიც არ შეუბერტყიათ“.

რადიო 5-ის წამყვანმა ედრიან გოლდბერგმა თქვა, რომ ფანებს შორის წვრილ-წვრილი შეტაკებები თამაშამდეც იყო.

„ვფიქრობ, სტადიონს გარეთ კიდევ უფრო დიდი ჩხუბი იყო. სტადიონზე იმასთან შედარებით არაფერი მომხდარა. ცხოვრებაში ბევრი აყალმაყალი მაქვს ნანახი, მაგრამ ასეთი, ალბათ არასდროს ყოფილა“.

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
კიდევ დიდი ხნით ლონდონში - "არსენალი" არტეტას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია