გამარჯვება ყველაფრის ფასად
რთულია ოლიმპიადაზე გამოსვლა, როცა შენი ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე იმყოფება. ბევრი ლაპარაკი იყო იმაზე - უნდა დაეტოვებინა თუ არა უკრაინის დელეგაციას სოჭის თამაშები, მაგრამ ქვეყნის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საქმის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტა და, ალბათ, არც შემცდარა, რადგან ამით პოზიტიური სიგნალი გაგზავნა სამშობლოში.

სოჭში უკრაინას ოქროს მედლის ერთადერთი შანსი ჰქონდა - ბიატლონში ქალებს შორის ესტაფეტაში. ბევრი გუნდი ვერ დაიკვეხნიდა ისეთი დაბალანსებული შემადგენლობით, როგორიც უკრაინელებს ჰყავდათ, მაგრამ აქ გასათვალისწინებელი იყო ემოციური დატვირთვა და ფსიქოლოგიური პრობლემები, რაზეც პრესა ძალიან ბევრს წერდა.

უკრაინის ნაკრები ყველა სირთულეს გაუმკლავდა. ვიტა სემერენკომ და იულია ჯიმამ უმაღლეს დონეზე ჩაატარეს პირველი ორი ეტაპი. მესამე ეტაპზე დისტანციაზე გაეშურა ვალია სემერენკო, რომელსაც ნერვიულობა ეტყობოდა. მეორე სროლის დროს, როცა უკრაინის ნაკრებს 50-წამიანი უპირატესობა ჰქონდა კონკურენტებზე, სემერენკომ სამი სროლა ააცილა და სამივე დამატებითი ტყვიის გამოყენება მოუწია, თუმცა საჯარიმო წრე აიცილა თავიდან.

ბოლო ეტაპზე ესტაფეტა გადაიბარა სპრინტში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ელენა პიდგრუშნაიამ. მას სერიოზული მუშაობა მოუწია, რადგან უკან ნახევარი წუთის ჩამორჩენით მოძრაობდნენ რუსი ვილუხინა და ნორვეგიელი ბერგერი. ეს სხვაობა კიდევ უფრო შემცირდა პირველი სროლის შემდეგ, როცა უკრაინელმა ერთი ტყვია ააცილა, მაგრამ მეორე სასროლეთზე პიდგრუშნაია იდეალური იყო, ბოლო წრეც ძალიან სწრაფად გაიარა და თავის გუნდსა და მთელ ქვეყანას ოქროს მედალი მოუტანა.

ფინიშის შემდეგ ვალია სემერენკომ და ელენა პიდგრუშნაიამ ჟურნალისტებს მოუყვნენ რუსი გულშემატკივრების იმ უმსგავსო საქციელის შესახებ, რომელსაც ესტაფეტის მსვლელობისას ჰქონდა ადგილი.

"გაჩუმებას არ ვაპირებ. დღეს ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ უხაროდათ რუს გულშემატკივრებს ვალია სემერენკოს შეცდომები, როგორ გვიყვიროდნენ ტრასაზე, გვახსენებდნენ ომს, ყვიროდნენ: "ააცილე, წაიქეცი!" მივრბოდი და საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი", - განაცხადა რუსულ ტელევიზიასთან კომენტარში ელენა პიდგრუშნაიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა