„მანჩესტერის“ ვეტერანმა ვივ ანდერსონმა გუნდის ახალგაზდრებს ნიჭი დაუწუნა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ვეტერანმა ვივ ანდერსონმა თქვა, რომ გუნდის დღევანდელი ახალგაზდრები დიდი ნიჭით ვერ დაიკვეხნიან. ძნელი მისახვედრი არ არის, ოდინდელი განაპირა მცველი, სამშაბათს, „ქარლინგის თასზე“, „ვესტ ჰემისა“ და „იუნაიტედის“ შეხვედრას დაესწრო – ეს გახლდათ მეოთხედფინალი, რომელიც ლონდონელებმა 4:0 მოიგეს.

მათთვის ვისაც ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელ ვივ ანდერსონზე არაფერი სმენია: მას ინგლისის ნაკრებში 30 შეხვედრა აქვს ჩატარებული, „იუნაიტედის“ შემადგენლობაში 1987-91 წლებში 54-ჯერ ითამაშა, თუმცა ყველაზე დიდი ხანი, 10 წელიწადი, „ნოტინგემ ფორესტში“ გაატარა, სადაც 1979 და 1980 წლებში მოიგო კიდეც ის ჯილდო, რომელსაც დღეს ჩემპიონთა ლიგას ვუწოდებთ. 1977-78 წლების სეზონში იყო ინგლისის ჩემპიონი. მოპოვებული აქვს სხვა ტიტულებიც, რომელთაც აქ აღარ ჩამოვთვლით.

თუმცა დავუბრუნდეთ მანჩესტერელ ყვაწვილებს. ვინ ითამაშა „ჩაქუჩების“ წინააღმდეგ? დაცვის ცენტრში იდგნენ 22 წლის ჯონი ევანსი და 21 წლის კრის სმოლინგი. მარჯვენა მცველი გახლდათ 20 წლის ფაბიო. ნახევარდაცვაში ტრიალებდნენ 21 წლის გაბრიელ ობერტანი და 20 წლის ბებე, მაგრამ, ვაგლახ, ჩამოთვლილთაგან ყველამ საშინლად ითამაშა. 54 წლის ანდერსონმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ საკლუბო ტელევიზიას თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა:

„ძალიან მეეჭვება, ამ ფეხბურთელებს იმდენი ნიჭი და უნარი ჰქონდეთ ხალხს რომ ჰგონია. „ვესტ ჰემთან“ გუნდმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა, რამაც ბევრი კითხვისნიშანი გააჩინა. ფერგიუსონს სახეზე დაეტყო ყველაფერი. ვფიქრობ მას „იუნაიტედის“ ახალგაზრდებზე სერიოზული დაფიქრება მოუწევს. ეს ხალხი იმ დონისა არ არის ჩვენს გუნდს რომ სჭირდება“.

მაგრამ, ასეთი დაუნდობელი კრიტიკა სამართლიანია? განა იგივე სმოლინგი და ევანსი არ იყვნენ წინა კვირას ჩემპიონთა ლიგაში „რეინჯერსს“ გოლი რომ არ გაატანინეს?

ამაზე ანდერსონს პასუხი მზად აქვს: „ის სპეციფიური თამაში იყო. „რეინჯერსს“ წინ მარტო კენი მილერი ჰყავდა და ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ მეტოქის შეჩერებაში

სისტემა გვიწყობდა ხელს. „ვესტ ჰემმა“ კი გლაზგოელებისგან განსხვავებით ორი ფორვარდით ითამაშა და, როგორც ნახეთ, რამდენიმე შოკისმომგვრელი გოლიც გავუშვით. ეს ჭკუისასწავლებელი საღამო იყო. იმედი მაქვს ბიჭები დასკვნებს გამოიტანენ. განსაკუთრებით მცველები“.

ვივ ანდერსონის მსგავსად შეშფოთებული გახლდათ „იუნაიტედის“ კიდევ ერთი ვეტერანი, 61 წლის ლუ მაკარი. ეს იტალიური წარმოშობის შოტლანდიელი მანჩესტერში 1973-84 წლებში გამოდიოდა. ნახევარმცველი გახლდათ, 329 თამაშში 79 გოლი შეაგდო. სქოთთა ეროვნულ გუნდში 24 შეხვედრაში ხუთჯერ გამოიჩინა თავი. მან თქვა:

„ვერ ვიხსენებ როდის ვნახე ბოლოს ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე შევიდა და მის შემყურეს აღმომხდა: აი, ვარსკვლავი იზრდება! უფრო სწორედ, ასეთი რამ ბოლოს იმ დღეს იყო ახალგაზრდა პოლ სქოულზმა და რაიან გიგზმა „პორტ ვეილთან“ რომ ითამაშეს. ძალიან მინდოდა მაშინდელის მსგავსი განცდა ახლაც დამუფლებოდა, მაგრამ სულ ტყუილად. ფერგიუსონმა გუნდის ამჟამინდელ ახალგაზრდებს შანსი მისცა, მაგრამ მათ იმედი ვერ გაამართლეს“.

მაკარი ყველაზე მეტად იმან შეაძრწუნა, რომ „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელები მანჩესტერელებს ბურთისთვის ბრძოლაში ნაფოტებივით ისროდნენ აქეთ-იქით. ვეტერანმა განაგრძო:

„ვესტ ჰემმა გადაგვიარა, არადა ეს ის გუნდია, რომელსაც მეტოქის გადათელვის უნარი ყველაზე ნაკლებად შესწევს. რასაკვირველია, მესმის, როდესაც ამბობენ, რომ ფეხბურთელები იღლებიან, მაგრამ შემადგენლობის ასე ერთიანად შეცვლისა არ მწამს. ეს არაფერს იძლევა. როგორ ფიქრობთ, იმ შემადგენლობას, რომელმაც პრემიერლიგის ბოლო ტურში „ბლექბერნს“ 7:1 მოუგო „ვესტ ჰემთანაც“ რომ ეთამაშა შაბათს „ბლექპულთან“ ვეღარ ირბენდა? ან, თუ გნებავთ ასე ვიმსჯელოთ: ბერბატოვს, რომელმაც წინა შაბათს 5 გოლი შეაგდო, ერთი-ორი დღესაც რომ შეეგდო შემდეგ შეხვედრაში კიდევ უფრო ფრთაშესხმულს არ ვიხილავდით?“

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა