ლუკას პოდოლსკიმ და მარტინ ლანიგმა გუშინდელ ვარჯიშზე დაკა-დაკა გამართეს

„კიოლნს“ პრობლემები სპორტული თვალსაზრისითაც თავზესაყრელად აქვს და ახლა, ამას არასპორტული პრობლემებიც დაემატა. აბა, გამოიცანით, ვინ იქნება მოვლენების ეპიცენტრში? ვფიქრობთ, ეს რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს - რა თქმა უნდა, ლუკას პოდოლსკი. 25 წლის თავდამსხმელი გუშინდელ ვარჯიშზე ნახევარმცველ მარტინ ლანიგს ეჩხუბა და თანაც ისე, რომ მომხვდურები ერთმანეთს ხელითაც შეეხნენ.

ლანიგი მწვრთნელზეა გაბრაზებული (იშვიათად ათამაშებენ) და ვარჯიშებზე ზოგჯერ ზედმეტად აგრესიულია. ერთ მომენტში კი, ლანიგმა პოდოლსკი უკნიდან მოცელა, რასაც პოლდის ძალიან მკაცრი რეაქცია მოჰყვა: ლუკასი წამოხტა, ლანიგს საჩვენებელ თითს ცხვირწინ უტრიალებდა და აგინებდა. ლანიგმა პოლდის ხელი ჰკრა და უწმაწური სიტყვებით შეურაცხყო და რომ არა „კიოლნის“ სხვა ფეხბურთელები, რომლებმაც მომხვდურები გააშველეს, ფაქტია, ლუკასი და მარტინი მუშტი-კრივს გამართავდნენ.

ვინ მოთვლის, მერამდენედ ვიმეორებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პოდოლსკი ნერვებს ვერ თოკავს. რაღა შორს წავიდეთ, ბუნდესლიგის წინა ტურში (ვოლფსბურგთან 1:1) მან თვითონ იუხეშა ამაზე გაცილებით უარესად, მანამდე კი ედინ ჯეკოს „ჩაუტარა“ კუნგ-ფუს ილეთი. ექვსი კვირის წინ პოდოლსკი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მატჩში ვესტფალიელთა ნახევარმცველ ნური შაჰინის პროვოცირებას ცდლობდა. უფრო ძველ აჭრებს აღარ გავიხსენებთ...

ფაქტი ის არის, რომ ლუკასმა ბოლო დროს ნერვების ვერმოთოკვას მოუხშირა.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა