"ბრუკლინმა" ვეტერან ცენტრ ჯეისონ კოლინზთან 10-დღიანი კონტრაქტი გააფორმა
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციასა და ამერიკულ საკალათბურთო პრესაში დიდი აჟიოტაჟი იყო. "დღეს ისტორიული მოვლენის მოწმენი გავხდებით", - იწერებოდა სოციალურ ქსელებში.

საქმე ისაა, რომ საკალათბურთო მოედანს უბრუნდებოდა ვეტერანი ცენტრი ჯეისონ კოლინზი. ეს კალათბურთელი 12-წლიანი კარიერის განმავლობაში საშუალოდ 3.6 ქულასა და 3.8 მოხსნას აგროვებდა და მის მიმართ შექმნილი აჟიოტაჟი, ცხადია, ამ სტატისტიკას არ უკავშირდებოდა. აჟიოტაჟი გამოიწვია იმან, რომ 213 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრი ჩრდილოამერიკული პროფესიული ლიგების პირველი წევრი იყო, ვინც ღიად გამოაცხადა თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ.

"ბრუკლინმა" ამ კალათბურთელთან 10-დღიანი კონტრაქტი გააფორმა და ეს მხოლოდ პიარის მიზნით არ გაუკეთებია. "ნეტსში" მაღალი კალათბურთელების დეფიციტია და კლუბმა შანსი მისცა 35 წლის მოთამაშეს.

"ეს მხოლოდ "საკალათბურთო გადაწყვეტილებაა", - განაცხადა "ბრუკლინის" გენერალურმა მენეჯერმა ბილი კინგმა. - ჩვენ წინა ხაზის გაძლიერება გვჭირდება, ამიტომაც, ჯეისონთან ათდღიანი კონტრაქტი სწორი გადაწყვეტილებაა".

კოლინზმა ჰომოსექსუალიზმი 2013 წლის აპრილში აღიარა, როცა უკვე დასრულებული ჰქონდა გამოსვლა "ვაშინგტონ უიზარდში". მას შემდეგ ის არც ერთ კლუბს არ მიუწვევია საკუთარ რიგებში.

და 24 თებერვალს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" გასვლით მატჩში "ისტორიული მოვლენა" მართლაც მოხდა. კოლინზმა 11 წუთი ითამაშა, რომლის დროსაც ორი მოხსნა და ერთი ჩაჭრა დააგროვა და ხუთი პერსონალურის მიღება მოასწრო (ხანდახან ზედმეტად ეუხეშებოდა მეტოქეებს).

რაც შეეხება "სტეიპლს ცენტრში" გამართულ მატჩს, "ნეტსმა" შეძლო "ლეიკერსთან" 11-მატჩიანი წაგებათა სერიის შეწყვეტა.

ბოლოს ამ გუნდმა კალიფორნიული გრანდი შვიდი წლის უკან, 2007 წელს დაამარცხა. თუმცა დღეს "ლეიკერსის" დამარცხებას არ შეიძლება სერიოზული მიღწევა ეწოდოს. მორიგი წაგების შემდეგ ლოსანჯელესელები დასავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილზე აღმოჩნდნენ. "ნეტსის" რიგებში კი დერონ უილიამსმა და პოლ პირსმა ერთად 55 ქულა მოაგროვეს. მათ გუნდს, მართალია, უარყოფითი ბალანსი აქვს, მაგრამ პლეი ოფის ზონაში მყარად იკავებს მეექვსე ადგილს.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩს მოგაგონებდათ "ლოს ანჯელეს კლიპერსის" და "ოკლაჰომა-სიტის" შეხვედრა. ტაბლოზე ანგარიში ძალიან სწრაფად იზრდებოდა და უამრავი ლამაზი ეპიზოდი ვიხილეთ ორივე გუნდის მოთამაშეთა შესრულებით.

ამ ფონზე უფრო უკეთ კალიფორნიელი სტუმრები გამოიყურებოდნენ. "კლიპერსის" რიგებში სასტარტო ხუთეულის ხუთივე წევრმა შეძლო მინიმუმ 10 ქულის დაგროვება, ჯამალ კროუფორდის ანგარიშზე კი 36 ქულა მოდიოდა. მასპინძლების რიგებში ყველას ნაცვლად თამაში მოუწიათ კევინ დურანტსა და სერჟ იბაკას, მაგრამ მათი მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვების მოსაპოვებლად.

ბევრს ცდილობდა "თანდერის" გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი, რომელიც მეორე მატჩს ატარებდა ლაზარეთიდან დაბრუნების შემდეგ, მაგრამ ის მხოლოდ ხელს უშლიდა გუნდს: 25 წუთის განმავლობაში უესტბრუკმა 13-დან სამი ბურთი ჩააგდო, 5 პერსონალური მიიღო და სამჯერ დაკარგა ბურთი.

"ოკლაჰომამ" ბოლო სამ სეზონში მესამედ წააგო ზედიზედ ორი მატჩი, თუმცა ინარჩუნებს ლიდერობას დასავლეთ კონფერენციაში.

ოკლაჰომა-კლიპერსი 117:125

32:28, 34:44, 27:27, 24:26

ო: დურანტი (42+10 პასი), იბაკა (20), ფიშერი (15), უესტბრუკი (13), საფოლოშა (10).

კ: კროუფორდი (36), ბარნსი (24), გრიფინი (20), ჯორდანი (18+12 მოხსნა), პოლი (18+12 პასი+8 მოხსნა).

მაიამი-ჩიკაგო 93:79

20:24, 20:16, 25:12, 28:27

მ: ბოში (28+10 მოხსნა), უეიდი (23+10 მოხსნა+7 პასი), ჩელმერსი (12+9 პასი), ალენი (10).

ჩ: ნოა (20+15 მოხსნა+4 დაფარება), გიბსონი (20+10 მოხსნა), დანლივი (13), ჰაინრხი (10).

კლივლენდი-ვაშინგტონი 83:96

27:30, 25:28, 20:20, 11:18

კ: დენგი (17), ჰოიესი (16+12 მოხსნა), ირვინგი (15), ტომპსონი (11+12 მოხსნა).

ვ: უოლი (21+9 პასი), ბილი (17), არიზა (15+10 მოხსნა), გორტატი (13+13 მოხსნა).

ტორონტო-ორლანდო 105:90

19:14, 25:27, 36:24, 25:25

ტ: ლოური (28), დეროზანი (24), როსი (16), ჯონსონი (12+8 მოხსნა), ვასკესი (10).

ო: ჰარისი (28), მური (16), ოლადიპო (11+5 ჩაჭრა), ვუჩევიჩი (11), ო'ქუინი (10).

დენვერი-საკრამენტო 95:109

27:27, 25:21, 18:39, 25:22

დ: ფოიე (27), ფურნიე (27), ფარიდი (10).

ს: ტომასი (33), გეი (32+11 მოხსნა), კაზინსი (27+9 მოხსნა+5 დაფარება).

ლეიკერსი-ბრუკლინი 102:108

21:33, 26:30, 27:23, 28:22

ლ: გასოლი (22+11 მოხსნა), მიქსი (19), ბეიზმორი (17), ჰილი (11+8 მოხსნა), ნ. იანგი (10).

ბ: უილიამსი (30+7 პასი+6 ჩაჭრა), პირსი (25), კირილენკო (10+10 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჯონსონი (10+8 პასი), ბლეტჩი (10).

ფინიქსი-ჰიუსტონი 112:115

16:30, 40:30, 37:23, 19:32

ფ: დრაგიჩი (35), გრინი (23), მარკიფ მორისი (21).

ჰ: ჰოვარდი (25+9 მოხსნა), ჰარდენი (23+7 პასი), ბევერლი (20), ჯონსი (15), პარსონსი (13+7 პასი).

პორტლენდი-მინესოტა 108:97

26:34, 26:26, 32:20, 24:17

პ: ლილარდი (32), ბატუმი (22+10 მოხსნა+3 დაფარება), მეტიუზი (17), რობინსონი (14+18 მოხსნა).

მ: ლავი (31+10 მოხსნა), ბარეა (21), კანინგემი (12), რუბიო (5+11 პასი).

კინო და NBA

"მაიამი ჰიტის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა მთავარი როლი უნდა ითამაშოს ფილმ "კოსმოსური ჯემის" გაგრძელებაში. ამ სურათის პირველ ნაწილში პირველ პლანზე იყო ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი.

კინოსტუდია "უორნერ ბრაზერსმა", რომელმაც პირველი ფილმი გამოუშვა, 18 წლის შემდეგ დაიწყო მუშაობა მის გაგრძელებაზე. ამასთან, სცენარი სპეციალურად ლებრონ ჯეიმსისთვის იწერება, - იტყობინება გამოცემა USA Today.

"კოსმოსურ ჯემში", რომელიც ეკრანებზე 1996 წელს გამოვიდა, იმ დროის NBA-ს ბევრმა ცნობილმა კალათბურთელმა და მწვრთნელმა ითამაშა. კერძოდ, ჯორდანის გარდა, ფილმში მონაწილეობენ პატრიკ იუინგი, მაგსი ბოგსი, ჩარლზ ბარკლი, ლარი ბერდი, ვლადო დივაცი და სხვები.

კომპანია 20th Century Fox-მა შეიძინა ექსკლუზიური უფლება კომედიის გადაღებაზე, რომელშიც ასახული იქნება NBA-ს ყოფილი ვარსკვლავის, დენის როდმანის ვიზიტები ჩრდილოეთ კორეაში და მისი მცდელობა, დაალაგოს ურთიერთობა იქაურ ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან. ფილმის სამუშაო სახელწოდებაა - "დიპლომატები". რეჟისორად მიწვეულია ტიმ სტორი - ავტორი ფილმისა "ფანტასტიკური ოთხეული".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
ევრობასკეტი 2017: ყველა მერვედინალისტი ცნობილია
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
"შავი მამბა" კიდევ ერთხელ დააფასეს
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
პაუ გასოლი "ბარსელონასთან" გააფორმებს კონტრაქტს
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
ვისურვებდი, რომ დღეს კობი და ჯიჯი აქ ყოფილიყვნენ - "ლეიკერსმა" პაუ გასოლის 16-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო და "მემფისს" სძლია [VIDEO]
ვარსკვლავები პაუს კალათბურთიდან წასვლას ემოციურად ეხმაურებიან