ბრაზილიაში იაპონელმა მოიგო
გასულ კვირას გამართულ ტურნირებს შორის მთავარი, რა თქმა უნდა, დუბაის ჩემპიონატი იყო. მართალია, აქ არ ჩასულან სათამაშოდ ბელორუსი ვიქტორია აზარენკა, რუსი მარია შარაპოვა და ჩინელი ნა ლი, მაგრამ სატურნირო ბადე მაინც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. რაც მთავარია, აქ გამოდიოდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი.

შარშან, ამ ტურნირის ფინალში ჩეხმა პეტრა კვიტოვამ და იტალიელმა სარა ერანიმ ითამაშეს, თუმცა მათ წელს სრული კრახი ელოდათ. კვიტოვამ ჩემპიონობა პირველივე წრეში დათმო, როცა სამ სეტში დამარცხდა ესპანელ კარლა სუარეს-ნავაროსთან. ჯერჯერობით პეტრასთვის ეს სეზონი საშინლად მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ჩეხი დღემდე ვერ მოვიდა გონს ავსტრალიის ღიას სტარტზე ლუკსიკა კუმხუმთან წაგების შემდეგ. რაც შეეხება ერანის, ისიც პირველ წრეში დამარცხდა - სამ სეტში რუმინელ სორანა კირსტეასთან.

ტურნირის დაწყებამდე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფინალში ითამაშებდნენ ვენუს უილიამსი და ალიზ კორნე. უფროსი უილიამსი უკვე დიდი ხანია ვერ აჩვენებს საუკეთესო თამაშს, მაგრამ დუბაიში მას მოულოდნელი გარღვევა ჰქონდა. გადამწყვეტ მატჩამდე მან ისე მიაღწია, რომ არც ერთი სეტი არ წაუგია, არადა, სერიოზულ მეტოქეებთან მოუწია თამაში: ვესნინას, ივანოვიჩს, ვოზნიაცკისა და პენეტას შეხვდა. მხოლოდ ამ უკანასკნელმა შეძლო ვენუსთან ბრძოლა, ოთხი ბრეიკი აიღო, მაგრამ მაინც დანებდა.

ფინალში უფროს უილიამსს ალიზ კორნე დაუპირისპირდა. ფრანგი უკვე პირველივე წრეში არ მიიჩნეოდა ფავორიტად, რადგან გასული კვირის ტრიუმფატორს, რუმინელ სიმონა ჰალეპს ხვდებოდა. თუმცა დოჰაში გამარჯვების შემდეგ ჰალეპმა აღდგენა ვერ მოასწრო და ფრანგთან თამაში ვერ დაასრულა. ამას მოჰყვა კირსტენ ფლიპკენსისა და სუარეს-ნავაროს დამარცხება და კორნე ნახევარფინალში სერენა უილიამსს გადაეყარა.

თითქოს ამ მატჩში ფრანგს შანსი არ ჰქონდა. ისინი მეოთხედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და წინა სამი მატჩი ამერიკელს ჰქონდა მოგებული, მაგრამ ამჯერად სერენას თავიდანვე არ წაუვიდა თამაში, განსაკუთრებით, მიღებაზე. კორნემ თავისი შანსი იგრძნო და არა მხოლოდ შეინარჩუნა ყველა საკუთარი გეიმი, არამედ პირველ სეტში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

მეორე სეტის სტარტზე, საწყის ორ გეიმში ამერიკელმა მხოლოდ ერთი ქულა აიღო, მაგრამ შემდეგ გამოფხიზლდა და ზედიზედ სამი გეიმი მოიგო და ისევ დაიწყო მეტოქისთვის ქულების დარიგება. უამრავი შეცდომის მიუხედავად, სერენამ ბოლომდე იბრძოლა და კორნემ მხოლოდ მეხუთე მატჩბოლიდან მიაღწია კარიერაში მთავარ გამარჯვებას - 6:4, 6:4.

ფინალში გრძელი და ლამაზი ბრძოლა არ გამოვიდა. კორნემ პირველმა გააკეთა ბრეიკი, მაგრამ ამით მისი გმირობები ამოიწურა. ვენუსმა, თითქოს ათი წლით უკან დაბრუნდაო, ბრწყინვალე თამაშით ჯერ 6:3 მოიგო პირველი სეტი, მეორეში კი ერთი გეიმიც არ მისცა მეტოქეს, რომელსაც რამდენიმე ბრეიკ-პოინტი ჰქონდა.

ვენუს უილიამსმა 2014 წელს პირველი ტიტული მოიგო, კარიერაში კი 45-ე გამარჯვებას მიაღწია. მისი ბოლო გამარჯვება 2012 წლით თარიღდებოდა, როცა ამერიკელმა ლუქსემბურგში მოიგო მთავარი პრიზი. ამ წარმატებით, ვენუსი უძლიერესთა ოცდაათეულში დაბრუნდა.

რიო-დე-ჟანეიროში გაიმართა International-ის სერიის ტურნირი. ბრაზილიაში ვერც ერთი ვარსკვლავი ვერ ვიხილეთ, მაგრამ საშუალო დონის რამდენიმე წარმომადგენელი გავიდა კორტზე, მაგალითად, კლარა ზაკოპალოვა და ფრანჩესკა სკიავონე. იტალიელმა გააგრძელა თავისი მოუგებელი სერია და ისევ პირველ წრეში წააგო, ზაკოპალოვამ კი ფინალში გააღწია. მაგრამ ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი იაპონელმა კურუმი ნარამ შეაჩერა. 22 წლის აზიელისთვის ეს არის პირველი ტიტული კარიერაში.

დუბაი

ფინალი

ვენუს უილიამსი (აშშ)-ალიზ კორნე (საფ) 6:3, 6:0.

რიო-დე-ჟანეირო

ფინალი

კურუმი ნარა (იაპ)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ) 6:1, 4:6, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელ ტურნირს უბრუნდება
ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
ვინუს უილიამში დიდ შარში გაეხვია
ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]
უიმბლდონი: ვინუს უილიამსის მეცხრე ფინალი
Australian Open. დღე პირველი: რაფაელ ნადალმა შესანიშნავად დაიწყო [VIDEO]
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა