გიბრალტარის ნაკრები ევროპაში გამოჩნდება
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ პოპულარულმა სპორტულმა საიტმა bleacherreport.com-მა გამოაქვეყნა საკმაოდ საინტერესო სტატია კენჭისყრის შედეგად გამარჯვებულ და დამარცხებულ გუნდებზე. მოდი, ერთად ვნახოთ, ვინ არიან ეს იღბლიანები და უიღბლოები...

უიღბლოები: ჯუჯები

ბევრს სურს, რომ სუსტმა საფეხბურთო ნაკრებებმა, იმისთვის, რომ სათამაშო დონე აიმაღლონ და მოგების გემო გაიგონ, ცალკე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშონ, რომლის გამარჯვებულიც სხვებთან ერთად ასპარეზობის უფლებას მიიღებს, მაგრამ ამ მხრივ ჯერ არაფერი იცვლება. შესაბამისად, ჯუჯა სახელმწიფოების გუნდები ისევ ისეთ მეტოქეებთან მოხვდნენ, რომლებთანაც თუნდაც ქულის აღების შანსი არ აქვთ. მაგალითად: ლუქსემბურგი უკრაინას და ესპანეთს დაუპირისპირდება, მალტა კი ხორვატიას და იტალიას.

სამაგიეროდ, მოლდოვა და ლიხტენშტაინი ერთ ჯგუფში არიან, რაც ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ ერთი მათგანი ქულებს მაინც დააგროვებს.

იღბლიანი: გიბრალტარი

გიბრალტარი ოფიციალურ ტურნირზე პირველად ითამაშებს. შესაძლოა მათ ინგლისთან შეხვედრა სურდათ, მაგრამ არ გამოვიდა. სამაგიეროდ, გიბრალტარის მეტოქეები გერმანია, შოტლანდია, პოლონეთი, ირლანდია და საქართველო იქნებიან - ძლიერი გუნდები, რაც ავტომატურად დიდ ყურადღებას და თავის გამოჩენის შანსს ნიშნავს.

უიღბლო: ბოსნია

ბოსნიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა და საფეტ სუშიჩის გუნდი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ნაკრებად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში ბოსნიელებს ბელგიის სახით მხოლოდ ერთი ძლიერი მეტოქე ჰყავთ, ბალკანელები მაინც უიღბლოთა კატეგორიაში უნდა გავიყვანოთ, რადგან ისინი პირველ ნომრად იყვნენ განთესილნი და მეორე კალათიდან ბელგიაზე ძლიერი ნაკრები ვერ შეხვდებოდათ.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბელგია ამ ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს, ედინ ჯეკოს და კომპანიას კი ბრძოლა მეორე ადგილისთვის მოუწევთ.

იღბლიანი: ესპანეთი

ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები, წინა შესარჩევ ეტაპთან შედარებით, გაცილებით იოლ ჯგუფში მოხვდნენ. თუ 2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთს საფრანგეთის სახით საკმაოდ ძლიერი მეტოქე ჰყავდა, ამჯერად მის ჯგუფში ყველაზე ძლიერი უკრაინის და სლოვაკეთის ნაკრები გუნდები არიან. კი, ხელწამოსაკრავი არც ერთია და არც მეორე, მაგრამ პირინეელები ორივეს რომ ერთი თავით აღემატებიან, ესეც ფაქტია.

უიღბლო: ალბანეთი

ალბანეთისგან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას არავინ ითხოვდა, მაგრამ მისი დამარცხება იოლიც რომ არ არის, ესეც ცნობილია. ბალკანელებს ძალიან არ გაუმართლათ - ბოლო, ხუთგუნდიან ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათი მეტოქეები პორტუგალია, დანია, სერბეთი და სომხეთი იქნებიან.

პორტუგალია ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, დანია და სერბეთი მუდამ ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძვიან, სომხეთის ნაკრებმა კი ბოლო წლებში ძალიან მოუმატა. ამ კომპანიაში ალბანეთს რეიტინგის გაუარესების სერიოზული საფრთხე ემუქრება, ეს კი მისთვის მომავალში კიდევ უფრო ძლიერ ჯგუფში მოხვედრის ტოლფასი იქნება.

იღბლიანები: შოტლანდია და ირლანდია

დიახ, სტატიის ავტორის აზრით, ბრიტანულ გუნდებს გაუმართლათ, რადგან ამ ჯგუფში გერმანიას პირველობაში ვერავინ შეეცილება; სამაგიეროდ, პოლონეთთან შოტლანდიას და ირლანდიას კარგი შანსი აქვთ, რომ მე-2-მე-3 ადგილები დაიკავონ. საქართველოსთან და გიბრალტართან დაკარგული ქულები გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

უიღბლო: ნებისმიერი, ვინც საფრანგეთს შეხვდება

საფრანგეთი ევრო 2016-ის მასპინძელია, მაგრამ შესარჩევ ეტაპზე მაინც ითამაშებს, თუმცა მასთან შეხვედრებში ქულები არ გათამაშდება. ეს გადაწყვეტილება უეფამ იმის გამო მიიღო, რომ ევროპის ჩემპიონატის მასპინძელს ფინალურ ეტაპამდე სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და ამხანაგური მატჩების დაგეგმვა არ დასჭირდეს.

ჯერ გადაწყვეტილი არაა, მაგრამ დიდი ალბათობით, საფრანგეთი ხუთგუნდიან I ჯგუფში მოხვდება.

იღბლიანი: ინგლისი

ინგლისის ნაკრები ისეთ ჯგუფში მოხვდა, სადაც პირველი ან მეორე ადგილი განსაკუთრებული პრობლემის გარეშე უნდა დაიკავოს. კუნძულელთა ყველაზე სერიოზული მეტოქე შვეიცარიის ნაკრები იქნება, რომელიც საკმაოდ ძლიერი გუნდია, მაგრამ არა დაუმარცხებელი. შვეიცარიის გარდა, ბრიტანელთა ჯგუფში სლოვენია, ესტონეთი, ლიტვა და სან მარინო მოხვდნენ.

"წილისყრის შედეგით კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით მიხარია გულშემატკივრების გამო, რადგან ბოლო წლებში საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავდა, თანაც ქომაგებს სამშობლოდან შორს უწევდათ მგზავრობა. ამჯერად კი ამ მხრივაც გაგვიმართლა", - განაცხადა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გუჯა
გიბრალტართან შეგვიძლია ქულები ავიღოთ,თუმცა მაგისიც მეშინია,რა ვიცი ყველა მაჩანჩალას ისტორია დავაწერინეთ და რატო არ დავეხმაროთ გიბრალტარსაც?!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს