ჩოგბურთის რუსი სექსსიმბოლო 5-6 თებერვალს საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ წარსდგება

რუსი მარია შარაპოვა, რომელიც ყოველთვის გაურბოდა ფედერაციის თასზე თამაშს, 5-6 თებერვალს საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში აპირებს მონაწილეობის მიღებას. რუსეთის ნაკრების ხელმძღვანელობამ უკვე გაუგზავნა მიწვევა მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს.

შარაპოვას სურვილი გასაგებია - ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის წესების თანახმად, ჩოგბურთელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა ლონდონის ოლიმპიადაზე თამაშის საშუალება, თუ მას ფედერაციის თასზე მინიმუმ ერთი მატჩი ექნება ჩატარებული. თუმცა შარაპოვას გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მარიას საბოლოო თანხმობა ჯერ არ უთქვამს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ფიზიკურ ფორმაში იქნება ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ.

აქამდე შარაპოვას ფედერაციის თასზე ერთი მატჩი აქვს ჩატარებული - 2008 წელს პეკინის ოლიმპიადის წინ ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

რუსეთის ნაკრების კაპიტანმა შამილ ტარპიშჩევმა მარიას გარდა გუნდში დინარა საფინა, სვეტლანა კუზნეცოვა და ანასტასია პავლიუჩენკოვა მიიწვია.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა