ანჩელოტი კარგ ხასიათზეა - მისი გუნდი შესანიშნავ ფორმაშია
ლა ლიგის 25-ე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა - მადრიდის "რეალი" საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ პირველ პოზიციაზე გადავიდა. ჩემპიონთა ლიგის ერთი დარჩენილი საგზურის მაძიებლებმა კი ამ ტურში 3-3 ქულა ჩაიწერეს...

ბოლოს ეს "ვილიარეალმა" გააკეთა, რომელმაც ორშაბათს ბარსელონაში "ესპანიოლს" სძლია. "ყვითელი წყალქვეშა ნავი" მოიესესის და ჟერემი პერბეს გოლებით მშვიდად იგებდა, თუმცა ხავიერ აგირეს გუნდის რიგებში ჯონ კორდობას გამოჩენის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა - "ესპანიოლი" შეტევაში გააქტიურდა და შეხვედრის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე სხვაობა სწორედ კოლუმბიელმა შეამცირა. შეხვედრის ბოლო წუთზე კი კულმინაციაც ვიხილეთ - არბიტრმა სტუმართა კარში 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც სერხიო გარსიამ ცუდად შეასრულა და სერხიო ასენხოს მატჩის გმირის წოდება მოაპოვებინა.

მარტინომ წაგება თავის თავზე აიღო

"ბარსელონას" "ანოეტას" მიმართ არსებულ დამოკიდებულებაზე ტურის წინ და ტურის მიმოხილვაშიც ვისაუბრეთ. ამიტომ ამჯერად ამ საკითხზე დიდხანს არ შევჩერდებით და უბრალოდ, "სოსიედადის" და "ბარსელონას" თამაშის შემდეგ გაკეთებულ რამდენიმე კომენტარს შემოგთავაზებთ:

"გუნდი თამაშისთვის კარგად ვერ მოვამზადე. "რეალ სოსიედადი" დღეს უკეთესი გუნდი იყო. ამ დაცემის შემდეგ უნდა წამოვდგეთ და მომდევნო თამაშისთვის, რომელიც ერთ კვირაში გველის, მომზადება დავიწყოთ. შესაძლოა, 1:1-ზე ცვლილება უნდა გამეკეთებინა. მოგვიანებით კი ჩავის თამაშში ჩართვას დიდი აზრი აღარ ჰქონდა, რადგან ფაბრეგასი და სანჩესი უკვე გამოსულები იყვნენ, - განაცხადა ხერარდო მარტინომ და დაამატა. - ჩემი გაძევების შესახებ ვერაფერს გეტყვით, არბიტრმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ეს არის და ეს".

"ამ მარცხის გამო არ უნდა დავნებდეთ. იმისთვის, რომ სიტუაცია ჩვენთვის სასიკეთოდ შემოვაბრუნოთ, ბევრი შრომა მოგვიწევს. ჩემპიონატის მოგება ნამდვილად შეგვიძლია, რადგან ტურნირის ბოლომდე კიდევ ბევრი ქულაა გასათამაშებელი, თან უშუალო მეტოქეებთან თამაშები წინ გვაქვს", - ეს ანდრეს ინიესტას სიტყვებია.

"სოსიედადის" თავკაცმა ხაგობა არასატემ კი შემდეგ რამ განაცხადა:

"დღეს სეზონის საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. თასის ნახევარფინალში განცდილი მარცხის გამო რევანშზე ნამდვილად არ ვფიქრობდით, უბრალოდ, უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ მაქსიმალურად კარგად თამაში გვსურდა. ვფიქრობ, "ბარსელონას" ასპარეზობაზე ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლამ ცუდად იმოქმედა და მათ დღეს შესაძლებლობების ჩვენება ვერ მოახერხეს, რითაც ჩვენ ძალიან კარგად ვისარგებლეთ".

უკეთესი "ოსასუნა"

ამ ტურში "ბარსელონას" ბედი გაიზიარა მადრიდის "ატლეტიკომ", რომელიც ნავარას რეგიონში, "ოსასუნასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა. პამპლონელებმა სტუმრებს შანსი არ დაუტოვეს და პირველივე ტაიმში სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს. "რეალთან", "ბარსელონასთან" და "ატლეტიკოსთან" გამართულ სამ საშინაო შეხვედრაში, "ოსასუნამ" ხუთი ქულის აღება მოახერხა - ასეთი შედეგით წლევანდელ პრიმერაში სხვა ვერავინ დაიკვეხნის.

"როდესაც მეტოქე უკეთესია, მე მას ვულოცავ - "ოსასუნამ" დღეს კარგად ითამაშა. მეორე ტაიმში უკეთ გავისარჯეთ, მაგრამ იმ გოლის გატანა, რომელიც თამაშში დაგვაბრუნებდა, ვერ მოვახერხეთ", - აღნიშნა თამაშის შემდეგ დიეგო სიმეონემ.

"როხიბლანკოს" მთავარ მწვრთნელს დაეთანხმა ფილიპე ლუიშიც, რომელმაც ხაზი გაუსვა იმას, რომ "ატლეტიკო" საკუთარ მოედანზე ძალიან კარგად თამაშობს და ამის კიდევ ერთხელ დამტკიცებას მომავალ ტურში ეცდება.

მომავალი ტური ტყუილად ნამდვილად არ გვიხსენებია, რადგან 2 მარტს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება - "ვისენტე კალდერონს" სტუმრად "რეალი" ეწვევა.

ანჩელოტის რეკორდი

ლიდერი კი შესანიშნავ ფორმაშია. მადრიდის "რეალმა" უკანასკნელად ოქტომბრის ბოლოს "ბარსელონასთან" (1:2) წააგო, 2014 წელს კი პრიმერაში გამართული 8 მატჩიდან 7 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. 25 ტურის შემდეგ "სამეფო კლუბს" 63 ქულა აქვს, რაც მადრიდელთა ისტორიაში მესამე შედეგია. ამაზე მეტი ქულა "რეალს" მხოლოდ ორჯერ ჰქონდა: 1960/61 წლების სეზონში, მიგელ მუნიოსის ხელმძღვანელობით, "ლოს მერენგესმა" 25 ტურის შემდეგ 68 ქულა მოაგროვა (მოგებისთვის 3 ქულას თუ დავუწერდით), 2011/12 წლების სეზონში კი ჟოზე მოურინიომ "რეალს" პირველ 25 შეხვედრაში 67 ქულა მოუტანა.

კარლო ანჩელოტიმ ერთი რეკორდი უკვე მოხსნა. იტალიელმა მანუელ პელეგრინის შედეგი გააუმჯობესა და "რეალის" მწვრთნელთა ისტორიაში საუკეთესო დებიუტანტი გახდა. პირველივე სეზონში, 25 ტურის შემდეგ 20 მოგება, 3 ფრე და 2 წაგება არავის ჰქონია. პელეგრინის შედეგი 20 მოგება, 2 ფრე და 3 წაგება იყო.

ყველა ტურნირის ჩათვლით, "რეალს" 26-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ყველა დროის რეკორდი კი ლეო ბეენჰაკერს ეკუთვნის, რომლის ხელშიც მადრიდელებმა 1988/89 წლების სეზონში ზედიზედ 34 მატჩი არ წააგეს. ამ რეკორდის დასამხობად ანჩელოტის შეგირდებს სერიოზული გარჯა მოუწევთ, რადგან უახლოესი 9 მატჩიდან რამდენიმე საკმაოდ რთულია - ამ პერიოდში "რეალს" 4 გასვლითი მატჩი ელის "ატლეტიკოსთან", "სევილიასთან", "მალაგასთან" და "სოსიედადთან".

გარდა ამისა, 23 მარტს "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ელ კლასიკო" უნდა გაიმართოს. პოტენციურად სარეკორდო, 35-ე წაუგებელი მატჩი სწორედ იმ "ანოეტაზე" უნდა შედგეს, სადაც შაბათს ფარ-ხმალი "ბარსელონამ" დაყარა.

საინტერესო ფაქტები

- "ლევანტეს" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (3 მოგება და 4 ფრე)

- "ელჩემ" "სანტიაგო ბერნაბეუზე" უკანასკნელად 1975 წელს არ წააგო (2:2). "ელჩეს" დღევანდელი შემადგენლობიდან მაშინ დაბადებული არავინ იყო.

- "ხეტაფეს" უკვე 10 მატჩია არ მოუგია (3 ფრე, 7 წაგება). მადრიდული გუნდი ერთადერთია პრიმერაში, რომელსაც 2014 წელს არ უმარჯვია.

- "ანოეტა" არის სამიდან ("სანტიაგო ბერნაბეუსთან" და "ვისენტე კალდერონთან" ერთად) ერთ-ერთი სტადიონი, სადაც ლიონელ მესის გოლი გაუტანია, მაგრამ ის მატჩი წაუგია.

- "სოსიედადი" არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც ბოლო 4 სეზონში "ბარსელონას" საკუთარ მოედანზე ერთზე მეტჯერ მოუგო - ბასკებმა კატალონიელებს სამჯერ სძლიეს.

- "სოსიედადს" საკუთარ მოედანზე უკვე 10 მატჩია არ წაუგია (7 მოგება, 3 ფრე)

- "სევილიამ" "რაიოსთან" სტუმრად მე-14 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ მესამედ მოიგო (3 ფრე, 8 მარცხი). სამივე შემთხვევაში ანდალუსიელებმა ერთნაირი ანგარიშითი, 1:0 იმარჯვეს.

- "ოსასუნამ" "ატლეტიკოსთან" არსებული 8-მატჩიანი მოუგებელი სერია (1 ფრე, 7 წაგება) შეწყვიტა.

- "ვილიარეალს" "ესპანიოლთან" უკვე 11 მატჩია არ წაუგია - 6 მოგება, 5 ფრე.

- "ესპანიოლმა" ამ 11 შეხვედრაში "ვილიარეალის" კარში მხოლოდ მეორედ გაიტანა (პირველად ამ სეზონის პირველ წრეში და მაშინაც 1:2 წააგო).

- ასიერ ილიარამენდიმ ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

საუკეთესო ბომბარდირები:

22 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

21 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო)

15 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი), ალექსის სანჩესი (ბარსელონა)

14 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა)

13 - პედრო (ბარსელონა)

საუკეთესო ასისტენტები:

12 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

9 - კარლოს ველა (სოსიედადი), გარეთ ბეილი (რეალი), კოკე (ატლეტიკო)

8 - ივან რაკიტიჩი (სევილია), ლიონელ მესი (ბარსელონა), ნეიმარი (ბარსელონა)

გოლი + პასი:

28 - კრიშტიანო რონალდო (რეალი) - 22+6

24 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო) - 21+3

22 - ლიონელ მესი (ბარსელონა) - 14+8

21 - ალექსის სანჩესი (ბარსელონა) - 15+6

20 - ქარიმ ბენზემა (რეალი) - 14+6, პედრო (ბარსელონა) - 13+7, სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა) - 8+12

19 - კარლოს ველა (სოსიედადი) - 10+9, გარეთ ბეილი (რეალი) - 10+9

XXV ტურის სიმბოლური ნაკრები:

მეკარე: ასენხო (ვილიარეალი)

მცველები: კოკე (სევილია), გ. პაულისტა (ვილიარეალი), ტრუხილიო (ალმერია), იოკიჩი (ვილიარეალი)

ნახევარმცველები: რ. ალკანტარა (სელტა), ილიარამენდი (რეალი), ანდერი (ბილბაო), ე. არმენტეროსი (ოსასუნა)

თავდამსხმელები: ბენზემა (რეალი), ველა (სოსიედადი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"დისტანციურად გამოძახებულია" - ბრაზილიის პრეზიდენტმა ნეიმარს მწარედ დასცინა
ფანებმა დაიწყეს კამპანია, რათა ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებიდან წასვლა გადააფიქრებინონ
კოპა ამერიკა სენტენარიო: Don't cry for me Argentina [VIDEO]
მესი ფეხბურთს გაურკვეველი ვადით ჩამოსცილდა - არგენტინელის მონახულებას თანაგუნდელები აპირებენ
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
სიმეონემ იამალს მატჩის მიმდინარეობისას დასცინა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
"ანჩელოტი რომ ბრაზილიელი იყოს, პრესა გაანადგურებდა" - ქვეყნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კარლოს აკრიტიკებს
[VIDEOS] მესის დუბლი და ასისტი - მაიამის "ინტერმა" "სან ლუისს" მოუგო
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
სიმეონეს და "ატლეტიკოს" ისტორია გრძელდება - "ჩოლო" წასვლას არ აპირებს
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
შესაძლოა, დიეგო სიმეონემ "ატლეტიკოს" პარალელურად არგენტინის ნაკრებიც გაწვრთნას
არგენტინის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
"ბარსელონას" ყოფილი თავკაცი მექსიკის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს
[VIDEO] მესიმ ქმედება, რომლის გამოც არგენტინელი ფულადი ჯარიმით დასაჯეს
Marca: მესიმ მუნდიალის მიმდინარეობისას ყველაზე მეტი მუქარა მიიღო
მაიამის "ინტერის" მწვრთნელად ხერარდო მარტინო დანიშნეს
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"ის ჩემი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია" - სიმეონემ ალვარესის მომავალზე ისაუბრა
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი