"გოდოი კრუსი" გონსალო კასტელანიმ გაალიდერა
ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი "ესტუდიანტესი" "ბომბონერაზე" დამარცხდა და პირველი პოზიცია დაკარგა. ამ გამარჯვების წყალობით, "ბოკა ხუნიორსმა" ამოისუნთქა, აი, "რივერ პლეიტს" კვლავ არაფერი შველის - რამონ დიასის გუნდმა ისევ წააგო. ზოგადად კი, ამ ტურში უპირატესობა აშკარად მასპინძელთა მხარეს იყო - პირველი რვა მატჩიდან ყველა მათი გამარჯვებით დასრულდა...

"ბოკასთან" მატჩამდე "ესტუდიანტესი" ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც ქულა არ ჰქონდა დაკარგული. მაურისიო პელეგრინოს გუნდი თავს 3-მატჩიანი მოგებათა სერიით იწონებდა, რომელიც ემანუელ ჟიგლიოტის გოლის წყალობით დასრულდა. მასპინძელთა ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა შეხვედრის ერთადერთი ბურთი პირველი ტაიმის ბოლოს, 42-ე წუთზე ფერნანდო გაგოს გადაცემის შემდეგ გაიტანა. "სტუდენტებმა" პირველი მატჩი წააგეს, კარლოს ბიანკის გუნდმა კი პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მინიმალური ანგარიშით იმარჯვა "სან ლორენსომაც", ვისი მეტოქეც "კილმესი" იყო. მოქმედი ჩემპიონი უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა, მაგრამ სილვიო დულჩიჩის კარში ერთზე მეტი ბურთი არ გასულა, თუმცა იგნასიო პიატის ეს გოლი გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

როგორც იქნა, მოიგო "ნიუელს ოლდ ბოისმა", რომელსაც ამ ტურამდე 11-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა. ალფრედო ბერტის შეგირდებმა მთელი ჯავრი "ატლეტიკო რაფაელაზე" იყარეს და მეტოქეს 4 გოლი გაუტანეს. განსაკუთრებით კარგი მატჩი ფაბიან მუნიოსმა და მაქსი როდრიგესმა ჩაატარეს - ორივემ გოლი და საგოლე პასი მიითვალა. კიდევ ერთმა ვეტერანმა გაბრიელ ჰაინცემ, რომელიც წინა ტურში კურიოზული ავტოგოლის შემოქმედი გახდა, ამჯერად საგოლე პასით გამოირჩა, თუმცა დაცვაში თამაშის თვალსაზრისით, ყველაფერი წესრიგში კვლავ არ იყო - "ატლეტიკომ" ერთადერთი გოლი პენალტით გაიტანა, რომელიც სწორედ ჰაინცეს უხეშობის გამო დაინიშნა.

"ესტუდიანტესის" წაგებით, "სან ლორენსოს" გარდა, "კოლონმა" და "გოდოი კრუსმა" ისარგებლეს. პირველმა საკუთარ მოედანზე "რივერ პლეიტს" მოუგო და რამონ დიასის მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალო გახადა, "გოდოი" კი გონსალო კასტელანის ჰეთ-თრიქის წყალობით "როსარიოს" გაუსწორდა - 3:0. აღსანიშნავია, რომ კასტელანი ნახევარმცველია და ამ მატჩამდე მის ანგარიშზე ბოლო 4 სეზონში სულ 4 გოლი იყო.

ამ ტურის ცენტრალური მატჩი კი "სიუდად დე ლანუსზე", ადგილობრივ კლუბსა და "ველეს სარსფილდს" შორის გაიმართა. თავისი მორიგი გოლი გაიტანა მაურო სარატემ. მისმა გუნდმა 2:3 წააგო. "ლანუსის" რიგებში საუკეთესო ოსკარ ბენიტესი იყო, ვინც დუბლი გაიფორმა, მანამდე კი ხორხე პერეირა დიასს გაატანინა.

IV ტური

ლანუსი-ველესი 3:2

გოლები: 1:0 ხ. პერეირა დიასი (22), 1:1 მ. სარატე (24), 2:1 ო. ბენიტესი (37), 3:1 ო. ბენიტესი (56), 3:2 პაპა (74)

ოლ ბოისი-ოლიმპო 1:0

გოლი: 1:0 კარეაგა (6)

არსენალი-რასინგი 3:1

გოლები: 1:0 მ. ეჩევერია (17), 1:1 სახა (20-პენ), 2:1 კარერა (22), 3:1 ფურჩი (38)

ნიუელსი-ატლ. რაფაელა 4:1

გოლები: 1:0 კასკო (4), 2:0 ფ. მუნიოსი (9), 2:1 დ. ვერა (18-პენ), 3:1 ვ. ფიგეროა (57), 4:1 მაქსი როდრიგესი (90)

სან ლორენსო-კილმესი 1:0

გოლი: 1:0 ი. პიატი (56)

ბოკა-ესტუდიანტესი 1:0

გოლი: 1:0 ჟიგლიოტი (42)

კოლონი-რივერი 3:1

გოლები: 1:0 გრაციანი (17), 2:0 მ. ლუკე (71), 2:1 კავენაგი (74), 3:1 გრაციანი (87)

გოდოი კრუსი-როსარიო 3:0

გოლები: 1:0 კასტელანი (43), 2:0 კასტელანი (50), 3:0 კასტელანი (89)

ხიმნასია-ბელგრანო 2:2

გოლები: 1:0 ხ. კორეა (1), 2:0 ლიხტი (40-პენ), 2:1 ლოლო (44), 2:2 ხ. ველასკესი (70)

ტიგრე-არ. ხუნიორსი 0:0

თ მ ფ წ ბ ქ

1. გოდოი კრუსი 4 3 0 1 8-3 9

2. კოლონი 4 3 0 1 6-4 9

3. სან ლორენსო 4 3 0 1 4-2 9

4. ესტუდიანტესი 4 3 0 1 4-2 9

5. ველესი 4 2 1 1 8-4 7

6. ატლ. რაფაელა 4 2 1 1 6-5 7

7. როსარიო 4 2 1 1 5-5 7

8. ბელგრანო 4 1 3 0 8-7 6

9. არსენალი 4 2 0 2 6-5 6

10. ტიგრე 4 1 3 0 1-0 6

11. ნიუელსი 4 1 2 1 5-5 5

12. ხიმნასია 4 1 1 2 6-6 4

13. ბოკა 4 1 1 2 3-4 4

14. ოლიმპო 4 1 1 2 2-3 4

15. რივერი 4 1 1 2 4-6 4

16. არ. ხუნიორსი 4 1 1 2 2-4 4

17. ლანუსი 4 1 1 2 6-9 4

18. ოლ ბოისი 4 1 1 2 2-5 4

19. რასინგი 4 1 0 3 4-5 3

20. კილმესი 4 0 0 4 0-6 0

ბომბარდირები: 4 - კასტელანი (გოდოი კრუსი), გრაციანი (კოლონი), მ. სარატე (ველეს სარსფილდი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ᓙᓕᓘᓠᓐ ᓪᓘᓤᓠᓔᓑᓨᓘ: ᓒᓐᓛᓝᓛᓨᓕᓘᓓᓝᓑᓔᓑᓐ ᓓᓐ ᓗᓐᓡᓘᓡ ᓡᓞᓔᓪᓘᓐᓚᓘᓡᕢᓘ
ფრთხილად, თქვენ გელით "რეალი"! - ათი ვარსკვლავის ათი ფიასკო
ტორნეო ფინალი. XVIII ტური: "ნიუელსი" - 99%, "ინდეპენდიენტე" - 100%
უცნობი ეშმაკი - მოდელირებული ინტერვიუ გილერმო ვარელასთან
"ᓠᓘᓕᓔᓠ ᓞᓚᓔᓘᓢᓘ" ᓩᕔᓛᓞᓘᓝᓜᕘᕐ
ტრანსფერ ONLINE: 16 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
ᓐᓠᓒᓔᓜᕢᓘᓜᓐ. ᓢᕝᓠᓜᕔᕝ ᕤᕘᕜᓐᓚᓘ. XVII ᓢᕣᓠᓘ: ᓡᕐᓜᓐᓮᓐᕝᓑᓐ "ᓛᕝᓜᓣᓛᕔᕜᓢᓐᓚᓖᕔ"
ᓐᓠᓒᓔᕜᓢᓘᓜᓐ. ᓢᓝᓠᓜᓔᓝ ᕤᓘᓜᓐᓚᓘ. XVIII ᓢᓣᓠᓘ: ᓔᓠᓗᓘ ᓜᓐᓑᓘᕯᓘ ᓩᓔᕛᓞᓘᓝᓜᓝᕑᓐᓛᓓᓔ