ლონდონური კლუბის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი ყოფილ გუნდთან დაპირისპირების წინ მასზე მსჯელობს
დიდიე დროგბა და "ჩელსი" სიყვარულის ერთი დიდი ისტორიაა, რომელიც რვა წლის განმავლობაში გრძელდებოდა და რომელიც ჰოლივუდის სცენარივით "ჰეფი ენდით" დასრულდა. 2012 წლის 19 მაისს ივუარელმა ფეხბურთელმა ლონდონური კლუბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე გაიტანა, საქმე "ბაიერნთან" პენალტებამდე მიიყვანა და გადამწყვეტი დარტყმაც თავად შეასრულა.

სულ "ლურჯების" რიგებში მან 341 შეხვედრა გამართა, გაიტანა 157 გოლი და მოიგო 12 ტიტული. "ჩელსის" ყველა დროის ბომბარდირებში ის მე-4 ადგილზეა და მხოლოდ ფრენკ ლემპარდს (209), ბობი ტემბლინგს (202) და კერი დიქსონს (193) ჩამორჩება.

და ეს ფეხბურთელი 26 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში "ჩელსის" წინააღმდეგ ითამაშებს. 35 წლის ვარსკვლავი ყოფილ გუნდთან დაპირისპირების წინ მასზე მსჯელობს:

- აზარმა ყურადღებით უნდა უსმინოს მოურინიოს, გაითვალისწინოს ყველაფერი, რასაც პორტუგალიელი მისგან ითხოვს და კარგი შანსი ექნება, ძალიან ძლიერი ფეხბურთელი გახდეს. "ჩელსის" ბევრი უნიჭიერესი ფეხბურთელი ჰყავს და გამოცდილება თითოეულ მათგანს სჭირდება.

მას მერე, რაც წარმატებებს ეჩვევი, წაგების გადატანა სულ უფრო ძნელი ხდება. იმედია, არავის სურს იმ პრობლემების ხელახლა განცდა, რომელიც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში არსებობდა და შესაბამისად, თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს გააკეთებს მოსაგებად. მოთამაშეებს წარმატების შანსი აქვთ და მხოლოდ მოურინიოს ფაქტორის გამო არა; იმიტომაც, რომ თავად გააჩნიათ ტალანტი. ჟოზე მათ მხოლოდ ეხმარება განვითარების სწორი მიმართულების არჩევაში.

ასპილიკუეტას ჯერ კიდევ "მარსელიდან" ვიცნობ, მაგრამ ძველი სესარი სულაც არ ჰგავს დღევანდელს. დღეს ის უკვე დაკაცებულია, ნამდვილ მეომარს ჰგავს და სულ უფრო წინ მიიწევს. მისი თამაშის ხარისხი სულ უფრო უმჯობესდება.

შეხედეთ კეჰილს. განა ვინმე შეძლებს დღევანდელი "ჩელსის" წარმოდგენას მის გარეშე? იქამდე, ვიდრე გარის სკამზე დასმას გადაწყვეტ, ბევრჯერ უნდა დაფიქრდე. გუნდისთვის ის ნამდვილი აღმოჩენაა. ეს არის ფეხბურთელი, ვინც ძალიან ბევრი რამ ისწავლა ტერისგან. გუნდში კიდევ არიან კარგი ფეხბურთელები. მაგალითად - ოსკარი, აზარი, ტორესი, რამირესი და ეტო'ო. "ჩელსის" ფანტასტიკური შემადგენლობა ჰყავს.

ოდესმე ინგლისში დაბრუნების შანსი თუ მომეცა, მხოლოდ ერთ გუნდში ვითამაშებ. "გალათასარაისთან" მოქმედი კონტრაქტი მაქვს. გადაწყვეტილებას ჩემს მომავალზე მხოლოდ ამის მერე მივიღებ. არასოდეს დამავიწყდება "ჩელსიში" გატარებული წლები და თუკი მოურინიო ერთ დღეს დამირეკავს და მეტყვის, რომ ჩემი სამსახური სჭირდება, აუცილებლად დავფიქრდები ამაზე.

კონკრეტული მაგალითებით არ გადაგღლით, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ მოურინიო ცხოვრებაში ბევრჯერ დამხმარებია, "ჩელსიდან" წასვლის მერეც კი. "ბარსელონასთან" თამაშის შემდეგ ზედმეტად ემოციური ვიყავი, რის გამოც დისციპლინარულ კომიტეტთან მქონდა საქმე. ჟოზე სწორედ ამ მომენტში დამიდგა გვერდში და ჩემს დასაცავად ხმა ამოიღო. მან შეტყობინებაში მომწერა, რომ ოდესმე თუ დამიჭერენ, პირველი, ვინც ფორთოხალს ციხეში მომიტანდა, ის იქნებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
მერსისაიდელი ბიჭები აფრიკის ისტორიაში
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
ინგლისი. პრემიერლიგა. XX ტური: "ჩელსის" ახალი წელი ჩაუმწარდა
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
"ჩემი თანაგუნდელი მესისა და რონალდოს დონეზე თამაშობდა" - ჯონ ტერი
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ფრენკ ლემპარდს მოედანზე გეი-ფეხბურთელების დანახვა სურს
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
ფრენკ ლემპარდი თანახმაა, "მანჩესტერ სიტიში" დარჩეს
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
ფრენკ ლემპარდი: თამაშის შედეგით შოკირებული ვარ
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"შესანიშნავი გუნდია" - დროგბამ საფრანგეთის ბრწყინვალე სტარტი შეაფასა
დიდიე დროგბამ კილიან მბაპეს დანაპირები 10 წლის შემდეგ შეუსრულა
პრემიერლიგის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში სერხიო აგუერო მე-7 ადგილზეა
დიდიე დროგბა შესაძლოა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
ფრენკ ლამპარდი "მანჩესტერ სიტიში" რჩება
"ვცდილობ, მას დავემსგავსო" - ოსიმენმა თავისი ფავორიტი ფორვარდი დაასახელა
"რატომ დავასრულე კარიერა 32 წლის ასაკში?" - აზარმა განმარტა
"აი, ამიტომ ვთქვი უარი კარიერის გაგრძელებაზე" - ედენ აზარი
"ვაპირებ თუ არა მწვრთნელობას?" - რა თქვა აზარმა