თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატში რუსთაველი ალექსანდრე კილაძის (50) მაჩვენებელი 25 თებერვალს ქუთაისელმა მექი სიმონიამ (76) გაიმეორა
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატში რუსთაველი ალექსანდრე კილაძის (50) მაჩვენებელი 25 თებერვალს ქუთაისელმა მექი სიმონიამ (76) გაიმეორა - წინა კვირას ისიც ახალგაზრდებში გახდა ქვეყნის პირველობის მედალოსანი, ახლა კი ჭაბუკებში გაიმარჯვა.

განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მაშინ კილაძე ჩემპიონი გახდა, სიმონია კი იქ მესამეზე გავიდა.

"არენაში" დასრულებულმა ამ ტურნირმა 25 თებერვალსაც საკმაოდ დაძაბულსა და ლამაზ ორთაბრძოლებში ჩაიარა. ლიდერთა უმეტესობა ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე დადგა, თუმცა ერთი სრულიად უცნობი საჩემპიონო კადრი ახლაც გამოერია - გარდაბნელი ლევან ინასარიძე (63), რომელმაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ფიზიკურად მშვენივრად მომზადებული ეს პატარა ბიჭი ილეთსაც კარგად გრძნობს და ტექნიკურიცაა. ფინალში ქუთაისელ თორნიკე ცხვირავაშვილს კონტრილეთზე ორჯერ გაუგრძელა შეტევა და მშვენიერი გდებები გაუკეთა.

თუმცა ერთხელ მომავალმა ჩემპიონმაც გაიარა ბეწვის ხიდზე, როცა ძლივს გადაურჩა მარცხს სამტრედიელ ივერიკო ჯულაყიძესთან, ვისაც 0:6 ამოუქაჩა. ოღონდ აქ ბოლო გდება რომ ცოტა საკამათო იყო, სპეციალისტებიც არ მალავდნენ.

დამაჯერებელი იყო ჭაბუკთა შორის ევროპის შარშანდელი პრიზიორი, სამტრედიელი შმაგი თოდუაც (54), ყველაზე ლამაზი ფინალი კი ამჯერადაც ყველაზე მძიმე წონაში გაიმართა. ამ პაექრობაში წონის ლიდერმა, ჭაბუკთა შორის მსოფლიოს შარშანდელმა მესამე პრიზიორმა გივი მაჭარაშვილმა დამაჯერებლად დაამარცხა გენო პეტრიაშვილის ნათესავი ჯონი პეტრიაშვილი. მაჭარაშვილმა ძალიან ძლიერად იასპარეზა და, პრაქტიკულად, ყველაფერი გამოსდიოდა მეტოქესთან. ამაზე ანგარიშიც მიუთითებს - 11:0 მის სასარგებლოდ...

ტურნირის დასრულების შემდეგ შეჯიბრებისა და გუნდის სამომავლო გეგმების შესახებ ჭაბუკთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი იანტბელიძეს დავეკითხეთ, რომელმაც შემდეგი განგვიცხადა:

- ნორმალური შეჯიბრება გამოდგა და ორი წონის გამოკლებით, იმათ გაიმარჯვეს, ვისიც გვეიმედებოდა. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და იმედია, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზეც გამოიჩენენ თავს და წარმატებებს მიაღწევენ.

ახალ სახეებში ვგულისხმობ ლევან ინასარიძეს 63-ში და მარადი ვანაძეს 85-ში, რომლებსაც აქამდე არ ვიცნობდი. ლიდერებიდან უფრო მეტს ველოდი, მაგალითად, 85-ში, მაგრამ ისინი მეორე-მესამე ადგილებს დასჯერდნენ. თუმცა ახლების გამოჩენასაც მივესალმები - ეს აუცილებელი პროცესია.

სეზონი ჯერ ახალი დაწყებულია და ბიჭები არ არიან ფორმაში, მაგრამ 2 მარტს შეკრებას დავიწყებთ ბორჯომში, რასაც მეორე შეკრება მოჰყვება, შუალედში კი სადმე უცხოეთში გვინდა ვიჭიდაოთ. გუნდში ახალი სპორტსმენები არიან და გვინდა, მათ საშეჯიბრო პრაქტიკა მივცეთ, რათა რაც შეიძლება, მეტი გამოცდილება მიიღონ და ევროპის პირველობას მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ.

კონტინენტის პირველობაზე, ძირითადად, ახლანდელი ჩემპიონები იასპარეზებენ, თუმცა შეკრებებსა და ტურნირებზე კიდევ დავაკვირდებით - მათ ისევ უნდა დაამტკიცონ, რომ იმსახურებენ ნაკრებში შეყვანას. გადაწყვეტილია, რომ ევროპამდე ორ ტურნირში გამოვალთ - ანტალიასა და ბაქოში. იქ ლიდერებმა თუ წააგეს და დამაიმედებელი ვერაფერი დაგვანახვეს, ახლანდელი ჩემპიონები მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიცვლებიან. ევროპის პირველობის შემდეგ ზარიბეგ ბერიაშვილის სახელობის ტურნირსაც ჩავატარებთ, რომელიც უკვე მსოფლიოსთვის იქნება შესარჩევი.

კვარცხლბეკი

ბიჭები

46 კგ. 1. თეიმურაზ ვანიშვილი; 2. ამირან ვახტანგაშვილი (ორივე - გორი); 3. ელშად ნიფტალ-ოღლი (ქარელი), ბაჩუკი არველაძე (თბილისი).

54 კგ. 1. შმაგი თოდუა; 2. ედემ ბოლქვაძე (ორივე - სამტრედია); 3. გიორგი სულავა (ქუთაისი), რობერტ დინგაშვილი (ყვარელი).

63 კგ. 1. ლევან ინასარიძე (გარდაბანი); 2. თორნიკე ცხვირავაშვილი (ქუთაისი); 3. ივერი ჯულაყიძე (სამტრედია), ლაშა მერმანიშვილი (ჭიათურა).

76 კგ. 1. მექი სიმონია (ქუთაისი), 2. დავით ფირუზაშვილი (თბილისი); 3. მურად თოფჩიშვილი (გორი), გურამ ხეცურიანი (ქუთაისი).

100 კგ. 1. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა); 2. ჯონი პეტრიაშვილი (გორი); 3. ზურაბ ურთაშვილი (მცხეთა), დავით კობახიძე (თბილისი).

shotiko
მალადეც ქუთაისის ნაკრებს,ყველაზე მეტი გამარჯვებული გვყავს.საღოლ ბიჭები
saxe
როდის ჩატარება ზარიბეგ ბერიაშვილის ტურნირი
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
[VIDEO] მაჭარაშვილი და დინგაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
თავისუფალი ჭიდაობა. მაჭარაშვილი და დანგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა