25 თებერვალს გაზეთ "ელ პერიოდიკოში" სანიკიძის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ის, ესპანეთის ჩემპიონატის პარალელურად, ევროთასზეც ლაპარაკობს
ვიქტორ სანიკიძემ და გიორგი შერმადინმა დასავლეთ ევროპაში თავიანთი ადგილი იპოვეს. ისინი "სარაგოსას" ლიდერები არიან და ესპანეთის ჩემპიონატშიც ცხრილის სათავისკენ მიიწევენ.

დაკვირვებული თვალი იმასაც შენიშნავდა, რომ ქართული დუეტის კარგ თამაშზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული "სარაგოსას" წარმატება.

ლოგიკურია ჩვენიანებისადმი ესპანელთა მხრიდან გამოჩენილი ყურადღებაც. 25 თებერვალს გაზეთ "ელ პერიოდიკოში" ვიქტორ სანიკიძის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ჩვენი ფორვარდი, ესპანეთის ჩემპიონატის პარალელურად, ევროთასზეც ლაპარაკობს.

ამ შეჯიბრებას "სარაგოსა" მეორე ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა: ბოლო მატჩის ბოლო წუთებზე თურქულ "ბეშიქთაშთან" დამარცხდა...

- ევროთასის პლეი ოფამდე ცოტა დაგაკლდათ...

- დასანანია, როცა მიზანთან ძალიან ახლოს ხარ და საბოლოოდ ხელმოცარული რჩები.

"ბეშიქთაშთან" შეხვედრის ბოლო წამებზე ყველაფერი ჩვენ საწინააღმდეგოდ მოხდა. უპატიებელი შეცდომები დავუშვით, თუმცა მთავარი შეცდომა მეორე ეტაპის პირველი შეხვედრის წაგება იყო - შინ "ცედევიტასთან" არ უნდა დავმარცხებულიყავით.

- ევროპულ თავგადასავალს ზოგადად როგორ შეაფასებთ?

- ბევრი კარგი თამაში ჩავატარეთ, დიდი გამოცდილება მივიღეთ. მეამაყება, რომ "სარაგოსას" წევრი ვარ.

- ევროთასზე არაერთ გუნდთან ერთად გითამაშიათ. როგორ ფიქრობთ, ჰქონდა "სარაგოსას" პლეი ოფში თამაშის პოტენციალი?

- ჩემი აზრით, მხოლოდ პლეი ოფში კი არა, ნახევარფინალში გასვლაც შეგვეძლო. ამ შეჯიბრებაში ერთი-ორი გუნდი იყო, რომლებსაც სიძლიერით ვერ დავეტოლებოდით, რუსეთის "უნიქსი" და "ხიმკი". თუმცა არც მათთან შევირცხვენდით თავს. სხვა გუნდები ჩვენი დონისანი არიან.

- "ბეშიქთაშთან" სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარეთ. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს სტატისტიკიდან - 25 ქულა...

- ყოველთვის ვამბობ: "კარგია, თუ კარგად ვითამაშებ, მაგრამ როცა გუნდი წააგებს, ასეთ შეხვედრას კარგს ვეღარ დავარქმევ". ძალიან მიხარია, როცა გუნდიც გამარჯვებული გამოდის მოედნიდან და ამაში მეც მიმიძღვის წვლილი.

- როგორ ფიქრობთ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გააუმჯობესეთ თამაში?

- ვცდილობ, ვმუშაობ, რომ ყოველთვის წინ ვიარო. მწვრთნელთან ერთად ბევრს ვშრომობთ, რაც შედეგს აუცილებლად მოიტანს.

შეიძლება, ცუდი დღე გვქონდეს, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის პროგრესზე ზრუნვაში. ევროთასიდან გამოთიშვის შემდეგ კონცენტრირება ესპანეთის ჩემპიონატზე უნდა მოვახდინოთ. ახლა მეტ დროს დავუთმობთ ადგილობრივ პირველობას, რადგან არ მოგვიწევს ევროთასის მატჩებისთვის ევროპაში მოგზაურობა.

- ესპანეთის ლიგაზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- იტალიაში რამდენიმე სეზონი გავატარე და როცა ესპანეთზე მეკითხებიან, ყოველთვის იტალიას ვადარებ. ვფიქრობ, ამ ორ ქვეყანას ევროპაში საუკეთესო ლიგები აქვს.

ესპანეთში სამეფო თასის გათამაშების გემოც გავიგე და შემიძლია გითხრათ - შთამბეჭდავია! ყველა ამბობდა: თასი დიდი მოვლენააო, მაგრამ საკუთარი თვალით რომ ვნახე, რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა.

ორგანიზაცია, თამაშები... ყველაფერი შესანიშნავი იყო. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ევროპაში საუკეთესო კალათბურთი ესპანეთშია.

- კიდევ ერთი ქართველი, გიორგი შერმადინიც კარგად ირჯება "სარაგოსაში"...

- შერმადინიც, მეც, მთელი გუნდი მოტივირებული ვართ, ჟურნალისტებიც მხარში გვიდგანან, გულშემატკივრებიც... ატმოსფერო ისეთია, გვიჩნდება სურვილი, აქ რაც შეიძლება დიდი ხნით დავრჩეთ.

განსაკუთრებით, მადრიდის "რეალთან" მატჩში ჩვენი მხარდაჭერა მახსენდება. ბოლო წამებზე დავმარცხდით.

- ამბობენ, შერმადინმა შეიძლება "სარაგოსა" დატოვოსო...

- გიორგის ყოველივე კარგს ვუსურვებ. თუ მისთვის "ოლიმპიაკოსში" გადასვლა უკეთესი იქნება, მეც გამიხარდება. რაც უნდა გადაწყვიტოს, ყველამ უნდა გავიგოთ მისი.

- ორი ქართველის "სარაგოსაში" გადასვლა ამ გუნდისთვის დიდი ტრანსფერი იყო...

- კონტრაქტი სექტემბერში გავაფორმე. სარაგოსაში რომ ჩამოვედი, გიორგი დამხვდა (რამდენიმე თვით ადრე ჩაირიცხა), რაც უთუოდ დადებითი ამბავი იყო - ყოველთვის სასიამოვნოა გუნდში თანამემამულესთან და ამავე დროს, მეგობართან თამაში. ვფიქრობ, აქ ჩამოსვლით ჩვენც მოვიგეთ და გუნდმაც.

- რას იტყვით მთავარ მწვრთნელ ხოსე ლუის აბოსზე?

- იგი ყოველთვის გვეუბნება და ცდილობს, რომ თითოეულ მატჩს ბოლომდე მობილიზებულები შევხვდეთ. ჩვენი გუნდის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის. თუმცა მხოლოდ მთავარ მწვრთნელზე ნუ ვილაპარაკებთ - მთელი სამწვრთნელო შტაბი გვეხმარება და ჩვენც ვცდილობთ, იმედები გავუმართლოთ.

- როგორც ამბობთ, "სარაგოსაში" თავს კომფორტულად გრძნობთ. კონტრაქტის გაგრძელებაზე თუ გიფიქრიათ?

- კარგი გუნდია და კარგი ქალაქი. სიამოვნებით ვიცხოვრებდი და ვითამაშებდი კიდევ ერთი სეზონი. დიახ, მინდა კონტრაქტის გაგრძელება, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება სეზონის ბოლოს. როცა შეთავაზებებს მივიღებ, შემდეგ გადავწყვეტ, სად მიჯობს თამაში. თუმცა გპირდებით, თუ არაგონიდანაც მექნება წინადადება, "სარაგოსას" ასარჩევ კლუბებს შორის პრიორიტეტს აუცილებლად მივანიჭებ.

- ჩაიარა ესპანეთის თასმა და ევროთასმა. ახლა რა მიზანს ისახავთ?

- ესპანეთის ჩემპიონატში საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვედრისა და პლეი ოფისთვის ვიბრძვით.

რვაეული თავისთავად გულისხმობს მეოთხედფინალში თამაშს, რაც მთლად დიდ მიღწევად არ უნდა ჩაითვალოს. უნდა ვეცადოთ, რეგულარული ეტაპიც მაღალ საფეხურზე დავასრულოთ და პლეი ოფში რაც შეიძლება წინ წავიდეთ.

"რეალის" დაჭერა დღეს ბევრისთვის შეუძლებელია, თუმცა სატურნირო ცხრილს თუ გადავხედავთ, "ბარსელონა" მხოლოდ ორი მოგებით გვისწრებს, ისევე, როგორც მალაგის "უნიკახა". ესპანეთის თასზე მალაგელთა დამარცხების შემდეგ ხალხსა და მეტოქეებში პატივისცემა მოვიპოვეთ. ყველამ იცის, რომ ძნელია ჩვენი ძლევა. ეს ბოლო ტურში "ვალენსიამაც" დაინახა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

carmatebebi
მაგრად მინდა რო წესიერ გუნდში თამაშობდეს ეკუთვნის სარაგოსაა რა მაინც
ლაშა
მე რაც ვიკას ბოლო თამაშებს ვუყურე, ტიპი იმენნა დაფრინავს და ძაან მაგარ ფორმაშია, მე ვფიქრობ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე 3-4 ნომერი. ასე თუ გააგრძელებს დიდი შანსი აქვს რეალმა ან ბარსამ წაიყვანოს და სარაგოსაში ნაგდად აგარ უნდა დარჩეს. ძაან მენანება ასეთი მონაცემების პატრონმა ნბა რო არ ითამაშა
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
თორნიკე შენგელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა - "ბარსელონა" ქართველის შენარჩუნების იმედს არ კარგავს
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ტოტენჰემის" კაპიტანმა "არსენალში" გადასვლის სურვილი გამოთქვა
აბუაშვილმა "მეცს" "გენგამთან" გამარჯვება მოუპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო ბთ 2-2 გაგრა. გამოსყიდული "დანაშაული"
[VIDEOS] ზივზივაძემ ჩემპიონატი გოლით, "ჰაიდენჰაიმმა" კი გამარჯვებით დაიწყო
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
Marca: მესიმ მუნდიალის მიმდინარეობისას ყველაზე მეტი მუქარა მიიღო
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
კრიშტიანო რონალდოს "სუპერმენმა" ვაჟმა მამის ინტერვიუ შეაჩერა [VIDEO]
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
ქოჩორაშვილის "ლევანტე" "სარაგოსასთან" დამარცხდა
[VIDEO] პროფესიონალი მოკრივეც ხელს მოაწერდა - დიდი მუშტი-კრივი ესპანეთის ჩემპიონატში
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
ქართული ლეგიონის უქმეები: პლეი-ოფის მოლოდინი და ევროპული ბატალიები
ფრანკ რიბერი: ფეხბურთი რომ არა, უმუშევარი ვიქნებოდი
რობერტ ლევანდოვსკი: მეტი უნდა გამეტანა
ლა ლიგის გუნდში შეთანხმებული ტრანსფერი ჩამეშალა - ნიკა კვეკვესკირი
პაპუნაშვილი კარიერას კვიპროსში განაგრძობს, თუმცა ქეცბაიასთან არა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
საბა კვირკველია: 2014 წელი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება
ზინედინ ზიდანის ყველაზე ტკბილი ლუკმა
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
წიტაიშვილმა გაიტანა, მაგრამ "გრანადა" ისევ ფრეს დასჯერდა [VIDEO]
[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა
ახლა 20-25 %-ით უკეთესები ვართ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან და ფილ ჰილისთან [VIDEO]
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
გულის არითმია - გიორგი შერმადინისთვის სეზონი დასრულდა
As: ბარახამ პაპუნაშვილი "სარაგოსაში" დატოვა