კომპანია "ადიდასის" საფეხბურთო მაისურებზე სექსისტურ წარწერებს სკანდალი მოჰყვა
ბრაზილია პირობას დებს, რომ ხელს შეუშლის ყველას, ვინც 2014 წლის მუნდიალს სექს-ტურიზმის აყვავების საშუალებად განიხილავს. ამის შესახებ ქვეყნის ქალმა პრეზიდენტმა დილმა როუსეფმა ისაუბრა.

"ბრაზილია სიხარულით მიიღებს ტურისტებს, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩამოვლენ, მაგრამ ამასთან, მზად ვართ სექს-ტურიზმთან ბრძოლისთვის. ჩვენ გვინდა, ტურნირი წარმატებული გამოვიდეს, მაგრამ არა - ნებისმიერი საშუალებით.

არ დავუშვებთ, რომ ადამიანები მსოფლიოს ჩემპიონატზე იმ იმედით ჩამოვიდნენ, რომ აქ ყველაფრის უფლება ექნებათ. აქ კანონები არსებობს და ისინი აღსრულდება".

ამასობაში, ბრაზილიაში ახალი სკანდალი აგორდა, რომელიც კომპანია "ადიდასის" მაისურებს უკავშირდება. ხმაური მოჰყვა კომპანიის საფეხბურთო მაისურების ორი, ყვითელი და მწვანე მოდელის გამოჩენას, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატისადმი მიძღვნილი სერიიდანაა. სკანდალი ერთ მაისურზე ნახატმა, მეორეზე კი წარწერამ გამოიწვია.

ყვითელ მაისურს ბიკინიანი გოგონა და ზედ ორაზროვანი წარწერა ამშვენებს - Looking to Score. მეორე, მწვანე მაისურზე კი გაკეთებულია წარწერა I love Brazil - აშკარად ქალის უკანალის მსგავსი "სტრინგიანი გულით".

ბრაზილიის ოფიციალური ინსტანციებისგან ნეგატიური რეაქციის შემდეგ კომპანია "ადიდასმა" მაისურების მოდელები გაყიდვიდან ამოიღო.

ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"