"თანამეგობრობის თასს" ბელარუსებმა და მოლდოველებმაც უგანეს

საბჭოთა კავშირის ნოსტალგიითა და პოლიტიკური მოტივებით ორგანიზებულ "თანამეგობრობის თასს" ბელარუსებმა და მოლდოველებმაც უგანეს. თავდაპირველად ტურნირში მონაწილეობა ქვეყნის ჩემპიონმა ბორისოვოს ”ბატემ” იუარა, შემდეგ ვერცხლის მედალოსანმა სოლიგორსკის ”შახტიორმა", ბოლოს კი რუსეთის საფეხბურთო კავშირს მესამეადგილოსანი ”მინსკის" ხელმძღვანელობამაც იგივე პასუხი გასცა.

ძნელი სათქმელია, საბოლოოდ რა მოხდა და ვინ ჩაერია, მაგრამ სოლიგორსკის ”შახტიორის" ხელმძღვანელობამ მოითათბირა და გათამაშებაში მონაწილეობას მაინც დათანხმდა.

თუკი ბელარუსიასა და რუსეთს შორის ბოლო დროს არსებულ დაძაბულობას გავითვალისწინებთ, ასეთი ვითარება ლოგიკური ჩანს, მაგრამ გათამაშების ორგანიზატორებისთვის ყველაზე მოულოდნელი მოლდავის ჩემპიონ ტირასპოლის ”შერიფის" პასუხი აღმოჩნდა – სეპარატისტული დნესტრისპირეთის გუნდიც უარზეა რუსეთში ჩასვლაზე.

”თანამეგობრობის თასს", ბოლო ორი წელია, მოსკოვის ნაცვლად, სანკტ-პეტერბურგი მასპინძლობს. რიგით მე-19 გათამაშება 14-23 იანვარს გაიმართება.

როგორც ცნობილია, 2008 წლის რუსეთის აგრესიის დღეებში საქართველოს მაშინდელი ჩემპიონის თბილისის ”დინამოს" მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ წინასწარ განაცხადა, რომ მოსკოვში გუნდის ჩაყვანაზე კატეგორიულ უარს ამბობდა – მას შემდეგ ჩვენი ოქროს მედალოსნები ტურნირს ჩამოშორდნენ. მერე იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და დსთ-დან საქართველოს გამოსვლა.

როგორც შევიტყვეთ, რუსეთში გამგზავრებაზე საქართველოს წლევანდელმა ჩემპიონმა რუსთავის ”ოლიმპმაც" უარი განაცხადა.

”უარის თქმა თავიდანვე გადაწყვეტილი გვქონდა. მოსკოვში ჩატარდებოდა ტურნირი თუ პეტერბურგში, იქ ქართული გუნდის ჩასვლა მიზანშეწონილი არაა და მიწვევაზე უარი განვაცხადეთ", - გვითხრა რუსთაველთა პრესატაშე მიხეილ ჯორბენაძემ.

”ოლიმპის" ნაცვლად, რუსებმა ფინელებს მიმართეს და შარშანდელივით პეტერბურგს ჰიკ-ი ესტუმრება. სხვათა შორის, ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ივანოვიც აღიარებს, რომ ”თანამეგობრობის თასმა" პრესტიჟი დაკარგა. საქმე იქამდე მივიდა, რომ გათამაშების ფავორიტებად აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ბელარუსის კლუბებს ასახელებენ. მართალია, პირველი ორი ქვეყნის ჩემპიონები ბოლო წლებში ფინალამდე ხშირად აღწევდნენ, ჩვენი მეზობლები ორჯერ თასსაც დაეუფლნენ, მაგრამ, როდესაც ტურნირი პრესტიჟული იყო, მათ ფავორიტობაზე ვინ ილაპარაკებდა.

ამასობაში ცნობილი გახდა, რომ ერთმა თურქულმა ტურისტულმა კომპანიამ რუსეთის საფეხბურთო კავშირს ტურნირის ჯგუფური ეტაპის ანთალიაში გამართვა შესთავაზა. ეს კომპანია ანთალიაში რუსეთის, საქართველოს, უკრაინის, ბელარუსის, ყაზახეთის, უზბეკეთის, სომხეთის, მოლდოვისა და აზერბაიჯანის კლუბების შეკრებებს აწყობს.

”მოსკოვში ჩასული პოსტსაბჭოური კლუბების უმრავლესობა სეზონისთვის ჩვენთან ემზადება. ამიტომ რუსული მხარისთვის მისაღები უნდა იყოს ტურნირის ანთალიაში გამართვა. რუსეთის საფეხბურთო კავშირს კონკრეტული წინადადებით მივმართეთ, რომლის აზრიც მარტივია – ჯგუფური ეტაპი გაიმართოს იქ, სადაც გუნდები ემზადებიან. ამით მათი მოსამზადებელი გეგმებიც არ დაირღვევა და შეხვედრებსაც ტურნირის ეგიდით გამართავენ. საბედნიეროდ, ანთალიაში მშვენიერი სტადიონებია, ერთი 15 ათას მაყურებელს იტევს, სამი – 3 ათასს, ორიც – 2 ათასს. ამას გარდა, კეთილმოწყობილი სტადიონებია ტოპკალისა და კრემლინის საფეხბურთო ცენტრებშიც. ეს ტურნირის კარგ პირობებში გასამართად სრულიად საკმარისია. რაც შეეხება ნახევარფინალებსა და ფინალს, მოსკოვში გაიმართოს. ამ პროექტის წარმატებაში დარწმუნებული ვარ, რადგან ანთალიაში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან წამოსული საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს და ეს ხალხი გათამაშებით აუცილებლად დაინტერესდება", - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა შამილ იაშჩანმა.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...