საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა
საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა.

აღმოსავლელებმა წლეულს უკვე ორი ტურის მატჩების გამართვა მოასწრეს, დასავლეთ ზონის გუნდები კი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ.

აღმოსავლეთ ზონაში კვლავ დაუმარცხებლად ასპარეზობს თბილისის "თიბისი თსუ", რომელიც უმაღლეს ლიგაში გადაბარგების ყველაზე რეალური კანდიდატია. ამ გუნდმა მე-16 ტურში პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლი თბილისის "ხულიგანა" დაამარცხა - 25:10.

გაცხარებული ბრძოლაა მეორე ადგილისთვის. აქ კონკურენტები თბილისის "დინამო" და პატარძეულის "ვეფხვები" არიან. დინამოელებმა მწვავე ბრძოლაში შეძლეს თბილისის "ჯვაროსნების" დამარცხება - 19:10. "ვეფხვებმა" კი სტუმრად იოლად სძლიეს თბილისის "ივერიას" - 64:5. ოთხეულში მოხვედრისა და პირველ ლიგაში ადგილის დამკვიდრების კარგი შანსი გაუჩნდა თბილისის სტუ-ს, რომელმაც სამოყვარულო კლუბ "დევებს" მოუგო - 23:19.

I ლიგა

აღმოსავლეთი ზონა

XVI ტური

მგლები-წიქარა 21:28, ივერია-ვეფხვები 5:64, დინამო-ჯვაროსნები 19:10, დევები-სტუ 19:23, ხულიგანა-თიბისი თსუ 10:25.

სატურნირო მდგომარეობა

1. თიბისი თსუ - 71 ქულა, 2. დინამო - 57, 3. ვეფხვები - 54, 4. ხულიგანა - 47, 5. სტუ - 43, 6. ჯვაროსნები - 29, 7. დევები - 24, 8. ივერია - 23, 9. წიქარა - 10, 10. მგლები - 5.

XVII ტური

წიქარა-ვეფხვები, თიბისი თსუ-ივერია, მგლები-დევები, სტუ-დინამო, ჯვაროსნები-ხულიგანა.

მოწინავე ოთხეული, რომელიც მომავალ წელს პირველ ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, ფაქტობრივად, გარკვეულია დასავლეთ ზონაში.

ესენია: ქუთაისის "ბაგრატი", ფოთის "რაინდები", წყალტუბოს "დინოზავრი" და ოზურგეთის "არწივები". ამათგან, "ბაგრატს" და "რაინდებს" რეალურად შესწევთ ძალა, უმაღლეს ლიგაში აღზევებისთვის იბრძოლონ. სერიოზულად მოღონიერდა "დინოზავრიც". წყალტუბოელები, რომლებიც დებიუტანტები არიან, პირველი ლიგის გამოცდილ ბინადრებს ტოლს არაფერში უდებენ.

დასავლეთი ზონა

XII ტური

დელფინები-რაინდები 5:20, არწივები-ბაგრატი 15:44, დინოზავრი-ჯრუჭი 37:23.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბაგრატი - 44 ქულა, 2. რაინდები - 43, 3. დინოზავრი - 37, 4. არწივები - 26, 5. ჯრუჭი - 14, 6. დელფინები - 6, 7. ბათუმი XV - 3.

XIII ტური

ბაგრატი-დელფინები, ჯრუჭი-არწივები, ბათუმი XV-დინოზავრი.

სათადარიგო გუნდების შეჯიბრებაში ორი გადატანილი მატჩი გაიმართა. გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა ქუთაისის "აიამ" შინ ვერ შეძლო "ბათუმის" დამარცხება - 15:15. ახლა "აიას" და "თბილისის "ლელოს" 38-38 ქულა აქვთ და პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.

სათადარიგო გუნდები

გადატანილი მატჩები

აია-ბათუმი 15:15, ყოჩები-ჯიქები 7:51, არმია-ხარები (გადაიდო).

სატურნირო მდგომარეობა

1. ლელო - 38 ქულა, 2. აია - 38, 3. ლოკომოტივი - 31, 4. ჯიქები - 30, 5. ბათუმი - 29, 6. არმაზი - 28, 7. ხარები - 26, 8. აკადემია - 23, 9. ყოჩები - 18, 10 არმია - 1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi vardanidze
წინ დინოსავრებო
dinozavreli
დინოზავრი გაისად თავის სიტყვას იტყვის
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა