ჩვენი ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები დაბრუნდა გერმანიიდან და 26 თებერვალს უკვე ბაკურიანში გაემგზავრა მორიგ შეკრებაზე
ჩვენი ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები დაბრუნდა გერმანიიდან და 26 თებერვალს უკვე ბაკურიანში გაემგზავრა მორიგ შეკრებაზე, რომელიც ძირითადად ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას დაეთმობა.

ამით გუნდი 24-27 აპრილს ფრანგულ მონპელიეში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის მიზანმიმართულ მზადებას იწყებს. ძიუდოისტები ბაკურიანიდან 9 მარტს დაბრუნდებიან, 11-ში კი მორიგ შეკრებას დაიწყებენ, რომელიც უკვე 21-23 მარტს გასამართი თბილისის "დიდი პრიზისთვის" მოსამზადებელი ეტაპი იქნება.

თავის მხრივ, ის ევროპისთვის მზადებას ისახავს მიზნად... შესაძლოა, ამ მეორე შეკრებაზე უცხოური გუნდებიც ჩამოვიდნენ, რომლებიც ასევე მოემზადებიან ჩვენი შეჯიბრებისთვის. ამის სურვილი უცხოელებს უკვე გამოუთქვამთ, მაგრამ ჩვენთან დარბაზის და სათანადო პირობების არქონის პრობლემაა.

გუნდს ბაკურიანში არ გაჰყვნენ უშანგი მარგიანი (81) და ლევან მატიაშვილი (+100), რომლებმაც წინა უქმეებზე დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" ტრავმები მიიღეს.

იქ მარგიანს რუსმა სირაზუდინ მაგომედოვმა "მატეს" შემდეგ მტკივნეული ილეთით ხელი ატკინა, როცა ვაზარის აგებდა; მატიაშვილმა კი თანაგუნდელ ადამ ოქრუაშვილთან ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობაში მუხლი იტკინა.

მათ უკვე ჩაუტარდათ სამედიცინო გამოკვლევები თბილისში, მაგრამ ექიმები ტრავმების სიმძიმის შესახებ საბოლოო პასუხს პარასკევს იტყვიან. თუმცა ექიმებიც და მწვრთნელებიც იმედოვნებენ, რომ ისინი გუნდს მზადების მომდევნო ეტაპზე შეუერთდებიან და თბილისის ტურნირზეც იჭიდავებენ.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ისიც თქვა, რომ თავიდან გაცილებით რთული ტრავმები ეგონათ.

განსაკუთრებით - მარგიანზე. აქვე გეტყვით, რომ ბაკურიანშია და ვარჯიშობს ვალერი ლიპარტელიანი (90), ვინც ტრავმის გამო სამი კვირის წინ პარიზული "დიდი მუზარადის" ფინალში ჭიდაობა ვერ შეძლო.

ჩვენს ტურნირამდე ევროპაში კიდევ იმართება გარკვეული შეჯიბრებები, თუმცა მათში ნაკრების წევრები აღარ გამოვლენ, საკუთარი ინიციატივით გამოსვლის მსურველები კი უკვე არიან.

ნაკრები თბილისის შემდეგ სამსუნგშიც გამოვა ასევე "დიდ პრიზზე", ოღონდ იქ ძირითადად მეორე-მესამე შემადგენლობა წავა, ლიდერებიდან კი მხოლოდ ისინი იასპარეზებენ, სადმე კონკურენცია ისევ თუ იქნება გასარკვევი.

ევროპისთვის ძირითადი შესარჩევი შეჯიბრება სწორედ თბილისის ტურნირი იქნება - წამსვლელთა ვინაობა ძირითადად იქ გაირკვევა, ხოლო რომელიმე წონაში ისევ თუ დარჩება უპასუხო კითხვები, მათ მოგვარებას თურქეთში შეეცდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ფინალში რუსი იპონით დაამარცხა - თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია!
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველო - უკრაინა | 27 სექტემბრის განრიგი
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა
U21. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან ისევ 0:3 დამარცხდა
უკრაინელი ექსპერტი: მთავარია, ჩვენები თბილისიდან ქულის გარეშე არ დაბრუნდნენ
ტორესი პედრის პსჟ-ში გადასვლაზე დაჟინებით არწმუნებს
U21. საბერძნეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
მერკვილაძის 6 სამქულიანი და 22 ქულა ჩრდილოეთის ლიგაში
სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა
"მბაპე თუ იამალი? მე თავშეკავებულ ადამიანს ვირჩევ" - რუმენიგემ "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
115 ბრალდებიდან 114-ში დამნაშავედ ცნეს - "მანჩესტერ სიტის" პრემიერლიგიდან დაქვეითება ემუქრება
[VIDEO] ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა - თურქეთთან
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
[VIDEO] იწუწუნეს, იწუწუნეს და უნგრეთს სძლიეს - უკრაინამ თბილისში ჩამოსვლამდე სამი ქულა მოიპოვა
სანიოლი: ჩაკვეტაძის შემცვლელი არ გვყავს - რაც შეეხება პენალტს...
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში?
"მისნაირი არავინაა, მიეცით "ოქროს ბურთი" მესის" - რომერომ არგენტინელს მხარდაჭერა გამოუცხადა
აბუ-დაბის გრან სლემს მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი შემორჩა, რომელიც 1/4-ფინალში გავიდა
ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქეები შეკრებაზე ცნობილია
ბოლნისის "სიონი" მზადებას 15 იანვრიდან განაახლებს
თბილისის "დინამო" ანტალიაში, სავარაუდოდ, "ჩერნომორეცსა" და "ჰაიდუკს" ეთამაშება
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ანტალიის გრან პრი: საქართველოს ნაკრების 20-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
ცინდაოს მასტერსი: ქართული ფინალი, ესპანეთის მონაწილეობით
თბილისის "დინამო" ანტალიაში შეკრებაზე გაემგზავრა
ოსაკას გრანდ სლემი: უშანგი მარგიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ოსაკას გრანდ ტური: მედალი ვერც უშანგი მარგიანმა მოიპოვა
სფფ-მ მსაჯები თურქეთში შეკრებაზე გაუშვა
Sportall.ge-ს მკითხველებმა 2013 წლის ნაკრებად "ბორჯღალოსნები" აღიარეს
ლიპარტელიანი, მატიაშვილი, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [VIDEO]
ირაკლი უზნაძე ძიუდოისტთა სამომავლო გეგმებს ამხელს
ზაალიშვილი და მატიაშვილი უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ
ევროპის ჩემპიონატზე ღვინიაშვილმა, თუშიშვილმა და მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]
ზაგრების გრან პრი: ზაალიშვილისა და ღვინიაშვილის ოქროს მედლები და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის [VIDEO]
"საბურთალომ" თურქეთში მეორე შეკრება დაიწყო
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა