...მსგავსი ისტორია მანამდეც მქონდა გაგონილი და არ მჯეროდა
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას უამრავ განსხვავებულ პიროვნებას შეხვდები, საინტერესო ამბებს მოისმენ...

შაბათს, ქალაქის ცენტრისკენ მიმავალ ავტობუსში ერთი შუახნის კაცი ამოვიდა, რომელსაც გამცილებელი ორი დიდი ტომრის ამოტანაში დაეხმარა. მგზავრი ტომრებზე ჩამოჯდა.

- უკან სკამი ცარიელია, გადაბრძანდით, - ურჩია გამცილებელმა.

- გმადლობ, ამ ტომრებში "კოკა-კოლას" პატარა ბოთლებია. ძალიან მყარია, ასფალტზე რომ გადააგდო, არ გატყდება. მეც გამიძლებს. ასეთი მყარი ბოთლების შექმნისთვის ავტორს ათასობით დოლარი მისცეს.

საუბარი ცხოვრებისეული პრობლემებით გაგრძელდა. გამცილებელი ყოფილი ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელიც ისეთ ისტორიას მოჰყვა, მსგავსი მანამდეც მქონდა გაგონილი და არ მჯეროდა. ახალგაზრდა გამცილებელი კი იმდენად სანდო და პატიოსანი ჩანდა, პირველივე სიტყვებიდან დავიჯერე, რომ სიმართლეს ჰყვებოდა:

"ასპინძაში გავიზარდე, ამავე ქალაქის გუნდში ვთამაშობდი. საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში გამოვდიოდით. ჩემით ახალქალაქის "არარატი" დაინტერესდა. ეს გუნდი გაცილებით ძლიერი იყო, ერევნიდან ფინანსდებოდა და ნიჭიერ ფეხბურთელს ერევანში, მთავარ გუნდში მოხვედრის შანსიც ჰქონდა.

მოკლედ, ახალქალაქის "არარატის" ახალგაზრდულ გუნდში გადავედი, სადაც ყოველ მატჩზე 200-200 დოლარს გვაძლევდნენ. იყო კიდევ სხვა ბონუსები. გუნდის მთავარი მეგოლე გავხდი და უნდა გენახათ, როგორ გვქომაგობდნენ ახალქალაქელები.

ერთ დღეს ჩემს ყოფილ გუნდ "ვარძიას" დავუპირისპირდით. მწვრთნელს ვუთხარი: მეტოქეებად ჩემი მეგობრები არიან და მათ გოლს ვერ გავუტან, ნუ მათამაშებ-მეთქი. მაინც "სასტავში" დამაყენა. პირველ ტაიმში პენალტი დაინიშნა.

მწვრთნელმა ჩემი სახელი დაიძახა. აღარ ვიცოდი, რა მექნა. მივედი ბურთთან, დავარტყი და სადღაც აუტისკენ გავაფრინე. მეორე ტაიმში მოედნიდან გამიყვანა და შვებითაც ამოვისუნთქე. ის მატჩი "არარატმა" 6:0 მოიგო.

მალე ჩემ წასაყვანად ერევნიდან მწვრთნელები ჩამოვიდნენ, ოჯახშიც გვეწვივნენ. მიმზიდველ პირობებს გვთავაზობდნენ, თითქოს შევთანხმდით კიდეც, მაგრამ ბოლო მომენტში პატრიოტიზმმა დამძლია: მირჩევნია, ისევ საქართველოში ვითამაშო-მეთქი და უარი ვუთხარი.

გადმოვედი თბილისში, სადაც ერთ-ერთ მთავარ გუნდში ჯერ ახალგაზრდებში ვთამაშობდი, შემდეგ კი დიდებში გადავყავდი. ძალიან მიხაროდა, თუმცა მითხრეს: პირველ გუნდში რომ მოხვდე, 25 ათასი ლარი უნდა გადაიხადოო... თან ამიხსნეს, ეს თანხა მომავალში კარგი პენსიისა და კიდევ სხვა რაღაცებისთვისაა საჭიროო.

25 ათასი რომ მქონოდა, ნამდვილად გადავიხდიდი, მაგრამ საიდან უნდა მომეტანა ამდენი ფული? მას მერე ხელი ჩავიქნიე და..."

ზედა აბზაცის ბოლოს სამი კი არა, ასობით წერტილი უნდა დავსვათ. თუ გუნდში მოხვედრისთვის მართლა ითხოვენ ფულს (თანაც ამდენს), იოლი მისახვედრია, რამდენ ნიჭიერ ახალგაზრდას დასწყვეტია გული... ფულიანი მამიკოების გამო რამდენზე უკან დაუყენებიათ ბუნებრივად უფრო ნიჭიერი მოზარდი... კიდევ განვაგრძოთ?..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dd
კი მარა რა გაგიკვირდათ. ახალი ამბავია? რელურად შეხედეთ. აბა გუნდმა რითი უნდა იარსებოს. მაყურებელი სტადიონზე არ დადის რო ბილეთებიდან შემოსავალი ქონდეს. ტელევიზორში კი საქართველოს ჩემპიონატს არავინ უყურებს რომ რეკლამებში და ტრანსლიაციაში ფული აიღონ. არ გვინდა რეალობას თვალებში ჩავხედოთ. ეს ასე იქნება სანამ მაყურებელი არ დაბრუნდება სტადიონზე და ქართველ მაყურებელს სათანადოდ არ ეყვარება ქართული ფეხბურთი.არის ქვეყნები ჩვენზე ცუდი ჩემპიონატებია და ჩვენს თამაშებზე უარესი და ხალხი მაინც დადის. თუ ვთვლით რომ ჩვენს ჩემპიონატზე მაყურებელი არ უნდა მივიდეს დავანებოთ თავი საერთოდ. იქნებ ჩვენს შემდეგ თაობას დააინტერესოს და მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვა რამე
tabatadze
რატო არ ინტერესდებით რუსთავში რა ხდება ბავშვთა ფეხბურთს საშინელი დროება უდგას ეს კატასტროფააა.... სულ რუსთავში არის 1 მოედანი სადავც შეიძლება ფეხბურტელი გაიზარდოს და ისიც ცენტრალური სტადიონია და იქ რომელი ბავშვიც არ ვარჯისჰობს მათ უწევთ ვარჯიში 20 30 მეტრიან სტადიონებზე გასახდელლის და ელემენტარული პირობების გარეშე. თან 30 ლარს ვუხდით ოჯახებიდა სკოლას რომელიც რეალურად არაფერს გვიკეტებს წარმოიდგინეტ ბავშვები ბურთებს თავისი ფულით ყიდულობენ . ფედერაციის პრეზიდენტი კიიი :(( კატასტროფაა მოგვხედეთ და პირობებს არ ვიტხხოვთ ბავშვებს 10 10 ბურთი მაინც დაურიგეთ ....
gaga
მართალია ეს ყველაფერი. ყველა რაღაცას იპარავს ვისაც სადაც ხელი მიუვა იპარავს.
ramo
ეხლა კი გენაცვალე სპორტოლ. ადრეც უნდა დაგეწყო. შეიძლება ეს ამბავი მოგონილია, მაგრამ ფულს რომ ითხოვენ ეს ნაღდია. ისე როგორია ხალხი გუნდს აფინანსებს, ზოგიერთს გამგეობა უხდის(ხალხის ფულს) და ამ დროს ვიღაცა ნაძირალა ქრთამს იღებს არაფერში. აუ ლაპარაკი აღარ მინდა რა ....
რა
აბა რა
ისემ,
ახალქალაქის გუნდს აბული ერქვა აქ მე არ მახსოვს ვინმე ასპინძელს ეთამაშოს მაშინ კი არა ეხლაც ვერ ნახავ მთელ ასპინძაში 25000 ამან მგონი სიზმარი ნახა ტოლოშის ხიდთან 5 ლარიანებში
juna juniashvili
ერთერთი ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელმა მშობელს უთხრა 5 საზამთრო და 20 ლიტრიანი მომიტანეო.ხვდებით ალბათ რაზეცაა ლაპარაკი.ამანაც მართლა ესენი მიუტანა და ის ბავშვი დაღუპა მწვღტნელმა.თავი დაანებებინა
David
"არარატი" როდის ერქვა ახალქალაქის გუნდს?....შუახნის კაცი თუ იყო კომუნისტურ პერიოდზე იქნება საუბარი,მაშინ "აბული" ერქვა ახალქალაქის გუნდს,ფულს მართლა ითხოვდნენ მაშინ.ოღონდ არა 25000...ისე თუ მაგარი არ იყავი არანაირ ფულს აზრი არ ჰქონდა დინამოში ვერ მოხვდებოდი,მაგრამ თუ მართლა ფენომენი არ იყავი 10000-15000-ს გთხოვდნენ რომ დინამოს წევრი გამხდარიყავი,ოღონდ არა ძირითადი გუნდის რათქმა უნდა...სახელს არ ვიტყვი,მიმხვედრი მიხვდება ვიზეა ლაპარაკი....1983 წელს აგვიყვანეს გასინჯვაზე და მთავარმა მწვრთნელმა მკითხა რა ფაკულტეტზე ჩააბარეო,საფინანსო-ეკონომიურზე მეთქი...ხოდა უთხარი მამაშენს 10000-ით დაგაფინანსოსო....
merabi
ახალქალაქის გუნდს, რამდენადაც მახსოვს, "აბული" ერქვა და არა "არარატი". თუ მერე გადაარქვეს?
marina
zustadac rom ver ixdidnen bevri kargi bichebi dagupes
Levan
რაგა ნაკრები გინდათ
eeh
კაი რა, ეგ ვინ არ იცის რომ ეგრეაა, პირარად ვიცნობ ეგეთ ნიჭიერ ბიჭებს რომლებსაც გუნდში მოხევდრისთვის დიდი ფულები მოსთხოვეს და გასაქანი არ მისცეეს...
bajo
რას ამბობ სულ ცინცხალი ამბავია რა...სასაცილოა ამის თუ არ ეჯერე ვინმეს! სატირალი რომ არ იყოს...ასეთი სასტიკი სისტემა იყო შევარდნაძის დროს!!! ტალახში კეტებით ვთამაშობდით...თუ პატრონი არ გკავდა ფულიანი დაკარგულიც იკავი! ასე დაიკარგა უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი!
Kote
დაიწყეთ ხო საბოლოოდ წერა ქართული ფეხბურთის მთავარ ჭირზე??? აქამდე დავიჯერო მართლა არ გაგიგიათ ესე რომ ხდებოდა????
[VIDEO] "ბაიერნმა" გერმანიის თასი მოიგო - ჰიონესს მოურინიოს სტუმრობა არ ესიამოვნა
უკრაინის ნაკრების მცველი ბუნდესლიგის გუნდში გადადის
ნოიერი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს და შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზეც ვიხილოთ
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად