საქართვეელოს წყალბურთელთა ნაკრები ახლოსაა მიზანთან, ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს
საქართვეელოს წყალბურთელთა ნაკრები სტამბოლში, თურქეთის ნაკრებთან პირველი ტაიმის შემდეგ იმარჯვებს და ახლოსაა მიზანთან, ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს.

სტამბოლში, თურქეთის ეროვნულ გუნდთან მიმდინარე პლეი-ოფის საპასუხო მატჩის პირველი პერიოდი ქართველმა წყალბურთელებმა 3:2 მოიგეს. მეორე პერიოდის დასაწყისში მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და წინაც გავიდნენ, თუმცა ხუთწუთიან შესვენებამდე ჯერ მარკო ელაჩამ გაათანაბრა, შემდეგ კი მარკო ელეზმა წინ გაიყვანა საქართველოს ნაკრები - 6:5.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ისელიძის შეგირდებმა თბილისში 15 თებერვალს ჩატარებულ პლეი-ოფის პირველ მატჩში მეტოქე 4-ბურთიანი სხვაობით - 8:4 დაამარცხეს და ახლა ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება ან მაქსიმუმ, 3 ბურთით მარცხიც კი აძლევთ ხელს.

ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში 14-27 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება 12 საუკეთესო ნაკრების მონაწილეობით. ფინალურ ეტაპზე უკვე გასულები არიან - უნგერთი, სერბეთი, მონტენეგრო, იტალია, გერმანია და საბერძნეთი.

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

1. ზურა ჭუმბურიძე

2. გიორგი ხვედელიანი

3. დამირ სერფულია

4. მარკო ელეზი

5. გალაქტიონ ლაითაძე

6. მარკო ელაჩა

7. რევაზ ჩომახიძე

8. მიშა ბაღათურია

9. ზუკა რურუა

10. კოტე გეგელაშვილი

11. ტატო ნიკოლეიშვილი

12. მარინო ფრანიჩევიჩი

13. ბექა კაპანაძე

მწვრთნელები: ვლადიმერ ისელიძე და იოვან პოპოვიჩი

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა