ბულგარელის ტრიუმფი მექსიკაში
გასულ კვირას, მამაკაცი და ქალი ჩოგბურთელები ერთბაშად ხუთ ტურნირში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, მათ შორის ოთხი მექსიკასა და ბრაზილიაში გაიმართა. დუბაიში როჯერ ფედერერის გამარჯვების შესახებ გუშინდელ ნომერში ვწერდით, დღეს სამხრეთამერიკულ ბატალიებზე მოვყვეთ.

მექსიკური აკაპულკოს სატურნირო ბადე უფრო ღარიბი იყო ვარსკვლავების რაოდენობით, ვიდრე დუბაიში. აქ პირველ ნომრად განთესილი იყო ესპანელი დავიდ ფერერი, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში, იბრუნებდა მესამე ადგილს რეიტინგში, რადგან სტანისლას ვავრინკა გასულ კვირას არ თამაშობდა. თუმცა ფერერს სერიოზული კონკურენტი ჰყავდა ენდი მარეის სახით. ბრიტანელისთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აქ გამარჯვებას, რადგან ენდის შარშანდელი უიმბლდონის შემდეგ ერთი ტიტულიც არ აუღია.

ფერერმა მექსიკაში მეოთხედფინალამდე მიაღწია, მაგრამ იქ უბრძოლველად დაუთმო ნახევარფინალის საგზური კევინ ანდერსონს. ესპანელის მუხლის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა, რის გამოც გამოტოვებს ინდიან უელსის მასტერსს და, შესაძლოა, ვერც მაიამიში ითამაშოს. ანდერსონმა კი ნახევარფინალში 19 ეისის დახმარებით სამ სეტში მოუგო ალექსანდრ დოლგოპოლოვს და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეორე ფინალში გავიდა (წინა კვირას, მან დელრეი ბიჩში წააგო გადამწყვეტი მატჩი მარინ ჩილიჩთან).

ბადის ქვედა ნაწილიდან ნახევარფინალში გავიდნენ ისინი, ვისაც ეს განთესვის მიხედვით ეკუთვნოდათ. ენდი მარეიმ თითო სეტი დაუთმო პაბლო ანდუხარსა და ჟილ სიმონს. ფრანგთან მარეი 2:4-სა და 3:5-ს აგებდა, მაგრამ გადარჩა. ნახევარფინალში მისი მეტოქე გახდა გრიგორ დიმიტროვი, რომელმაც მარათონულ მეოთხედფინალს გაუძლო ლატვიელ ერნესტ გულბისთან და 2 საათსა და 39 წუთში გაიმარჯვა.

ენდი მარეისთან ნახევარფინალიც მარათონული გამოდგა. მესამე სეტში 5:4-ზე დიმიტროვმა მატჩზე ვერ ჩააწოდა, მაგრამ გადამწყვეტ ტაი-ბრეიკზე 5:2 დაწინაურდა და ინიციატივა ხელიდან არ გაუშვა. გრიგორმა 2 საათსა და 55 წუთში მოიგო ურთულესი მარათონი და ეს იყო მისი მეხუთე მოგება კარიერაში TOP10-ის მოთამაშეებზე.

დიმიტროვსა და ანდერსონს ადრე ოთხჯერ უთამაშიათ ერთმანეთში და ბულგარელს მიჰყავდა ანგარიში - 3:1. მიუხედავად წინა ორი მარათონული მატჩისა, დიმიტროვმა საკუთარ სტილს არ უღალატა და შეტევითი ჩოგბურთი შესთავაზა მეტოქეს. ანდერსონი კი ნერვებს ვერ გაუმკლავდა. სხვანაირად არ აიხსენება 52 უნებლიე და შვიდი ორმაგი შეცდომა. მიუხედავად ამისა, ანდერსონი ახლოს იყო გამარჯვებასთან. ის მესამე სეტში ბრეიკით იგებდა, მაგრამ მერვე გეიმში დაკარგა ეს უპირატესობა. ტიტულის ბედი ორმა ქულამ გადაწყვიტა. მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე, 5:5-ის დროს ბულგარელმა პირველი მატჩბოლი მიიღო და ის მაშინვე გამოიყენა. აკაპულკოში ბულგარელმა ხუთი ტაი-ბრეიკი ითამაშა და ყველა მოიგო.

ახლა, დიმიტროვს კარიერაში ორი ტიტული აქვს და მე-16 ადგილზე გადავიდა ATP-ის რეიტინგში.

აკაპულკო

ფინალი

გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 4)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 5) 7:6(1), 3:6, 7:6(5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამიში ნაცნობ მეტოქეს დაუპირისპირდება
ყველაზე ასაკოვანი პირველი - ფედერერი კვლავ მწვერვალზეა
გრიგორ დიმიტროვი და ნიკოლ შეზინგერი დაშორდნენ
ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსს გამოეთიშა
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
შიდა პანდემია ჩოგბურთში - ჯოკოვიჩი ტესტირებაზე უარს აცხადებს
ავსტრალიის ღია პირველობა: ნიკოლოზ ბასილაშვილის ბადე და შესაძლო მეტოქეები
ლეგენდა მორიგი ტიტულისკენ მიიწევს
უიმბლდონი 2018: ქალებში ჩემპიონი კერბერია, მამაკაცებში ტიტულის მფლობელი დღეს გამოვლინდება
როჯერ ფედერერმა კევინ ანდერსონი დაამარცხა და ნახევარფინალშია
ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა: ეს რა გაგვიკეთა დიმიტროვმა!
ნიკოლოზ ბასილაშვილი წყვილთა თანრიგში ასპარეზობას იწყებს - ვინ არის მეწყვილე და მეტოქე?