იპოვის ესპანელი თავის თამაშს "ნისლიან ალბიონზე"?
"ტოტენჰემს" 28 წლის რობერტო სოლდადოს შეძენა "ვალენსიადან" 27 მილიონი ევრო დაუჯდა. თავდამსხმელს ინგლისთან ადაპტაცია გაუჯანჯლდა. უკვე დაიწერა, რომ ეს "დეზების" მორიგი წარუმატებელი გარიგება იყო. "ჯარისკაცს" შარშან 20 ოქტომბრის შემდეგ გოლიც კი არ ჰქონდა გატანილი.

ტიმ შერვუდმა ფეხბურთელი რამდენჯერმე სათადარიგოთა შორისაც დასვა და ზუსტად ამ დროს... სოლდადომ "კარდიფთან" არაჩვეულებრივი გოლი გაიტანა. საჯარიმოში შეჭრილმა ემანუელ ადებაიორის პასი ერთი შეხებით დაამუშავა, მეორე ფეხით კი დევიდ მარშალს ახლო კუთხეში დაურტყა.

მატჩის შემდგომ ფეხბურთელებმა თანაგუნდელის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურეს. თავდასხმაში პარტნიორის გარჯით ყველაზე ბედნიერი საგოლე გადაცემის ავტორი აღმოჩნდა. აი, რა თქვა ადებაიორმა "სქაი სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში:

"რობერტო თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მას მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა, დღეს კი მოედანზე ზუსტად ის ფეხბურთელი ვნახეთ, როგორსაც ვიცნობდით. მისი წარმატებით ყველანი ბედნიერები ვართ. აუცილებელია, მომავალშიც ისე ვიმოქმედოთ, როგორც ერთიანმა გუნდმა.

ამდენი წარუმატებლობის შემდეგ შეუძლებელია, საკუთარ ძალებში არ დაეჭვდე. მუდმივად ეკითხები შენს თავს, როდის გადალახავ დანავსულ სერიას. საკუთარ თავში დარწმუნებული ფეხბურთელი კი, დამიჯერეთ, განსხვავებულად აზროვნებს და განსხვავებულად თამაშობს. მიხარია რობერტოს წარმატება, რადგან ის არასოდეს დანებებულა და ყოველთვის ბევრს შრომობდა. თავდადება კი დღეს დაუფასდა. "კარდიფი" გადარჩენისთვის იბრძვის, ჩვენ - ოთხეულში მოსახვედრად. შესაბამისად, რთული თამაში გამოდგა.

90 წუთის განმავლობაში სულ 2-3 რეალური შანსი გვქონდა და აქედან ერთი გამოვიყენეთ, რამაც სასურველი შედეგი მოიტანა. მომდევნო ტურებში უფრო ყურადღებით გვმართებს თამაში. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ გულშემატკივარი ანგარიშით იმედგაცრუებული დარჩა, მაგრამ მთავარია, რომ ვიბრძოლეთ და სამი ქულა ავიღეთ. ამ ეტაპზე კი ეს ყველაზე მნიშვნელოვანია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
ადებაიორის თამამი განაცხადი: ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია...
სლოტი: მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა - საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ
"სექსის დროს რომ არის, ისეთი ხმები მოგვესმა და..." - როგორ უყურებდა არშავინი პორნოს მატჩის შესვენებაზე
ბირმინგემის "ასტონ ვილა": შერვუდის მემკვიდრის ძიებაში
"პორნოს უყურებდა, მაგრამ არ მასტურბირებდა" - ადებაიორმა არშავინზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
8 გატანილი გოლი - ლა ლიგაში საოცარი მატჩი გაიმართა [VIDEO]
კრისტიან ბენტეკე - ახლოა "ლივერპული"?
ტიმ შერვუდი: რას ჰგავს არგენტინის ნაკრების მწვრთნელი? პაბში საჩხუბრად მისულ კაცს
"პუტინი მიყვარს; ყველაზე მეტად მასში ის მომწონს, რომ..." - მოსკოვში მყოფი ადებაიორი რუსეთის პრეზიდენტს სიყვარულში გამოუტყდა
ჟოზე და ავტორიტეტები - პრემიერლიგის VI ტურის საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა
"ასტონ ვილა": როცა გუნდში გოლიათი გყავს
"მოსკოვი მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია და მადრიდსაც სჯობს; მინდა, იქ ჩავიდე და..." - ემანუელ ადებაიორი
ლონდონის "ტოტენჰემი" ფერნანდო ლორენტეს ტრანსფერზე გადაერთო
ლა ლიგა. XXI ტურის ფაქტები და ციფრები: სოლდადოს საგოლე პასები, ადურისის გოლები
"იდიოტი ხარ, კუმან" - დაუყვირა ნამატჩევს სოლდადომ
The Independent: "ტოტენჰემი" 9 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს
"ვლოცულობ, რომ პრემიერლიგაში გადავიდეს" - ადებაიორმა ოსიმენზე ისაუბრა
სამი მეგობარი, რომელმაც "ტოტენჰემი"-"პარტიზანის" მატჩი კინაღამ ჩაშალა [VIDEO]