სამინისტრო რაგბში მსოფლიოს ახალგაზრდული ტროფის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას იწყებს

რაგბის საერთაშორისო საბჭოს - IRB-ს მხარდაჭერითა და გადაწყვეტილებით, 2011 წელს მსოფლიოს ახალგაზრდულ სარაგბო ტროფი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირია, საქართველოს დედაქალაქი თბილისი უმასპინძლებს.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან რაგბის საერთაშორისო საბჭოში მინისტრის ოფიციალური წერილი გაიგზავნა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ტურნირის ორგანიზების სრულ ფინანსაურ მხარდაჭერას ადასტურებს.

თბილისის კანდიდატურას რაგბის საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოში სტუმრობის შემდეგ დაუჭირეს მხარი, როდესაც ორი ახალი სარაგბო ბაზა დაათვალიერეს და სახელმწიფოს მხრიდან რაგბის მხარდაჭერის პროგრამას ადგილზე გაეცნენ.

2011 წლის მსოფლიოს ტროფის გამარჯვებული 2012 წელს გასამართი ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.

მომავალი ტურნირი 2011 წლის 24 მაისიდან 5 ივნისამდე „შევარდენისა" და „სინათლის" ახლადაშენებულ სარაგბო სტადიონებზე გაიმართება.

ახალგაზრდულ ტროფიზე 8 ნაკრები ითამაშებს

საქართველო

რუსეთი

სამოა

იაპონია

აშშ

ურუგვაი

კანადა

ზიმბაბვე

თბილისში დაგეგმილ მსოფლიოს ალაფაზე ტრადიციულად ორი ჯგუფი შეიქმნება, რომლებშიც 4-4 გუნდი მოხვდება. კენჭისყრა იანვარში შედგება, უკვე ცნობილია, რომ მატჩები მომავალი წლის 24 მაისს, 28 მაისს, 1 ივნისსა და 5 ივნისს შედგება. საწყის სამ ტურში ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართება, დასკვნით დღეს კი ფინალური შეხვედრები შედგება პირველი, მესამე, მეხუთე და მეშვიდე ადგილებისთვის.

დავით ნამგალაური (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე): „სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის სახელით სამინისტროდან რაგბის საერთაშორისო საბჭოში უკვე გაიგზავნა ოფიციალური წერილი, სადაც საუბარია სახელმწიფოს მხრიდან ტურნირის სრულ ფინანსურ მნარდაჭერაზე.

ასე რომ, ქართული მხარე ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარე თვეში დაიწყება. დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში რაგბის საერთაშორისო საბჭოს ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა და რაგბის კავშირთან ერთად ყველა საორგანიზაციო საკითხზე მუშაობას ეტაპობრივად დავიწყებთ.

ახალაგზრდული მსოფლიოს ტროფი უმაღლესი დონის ტურნირია, საქართველოში მსოფლიო დონის სარაგბი ქვეყნების ახალაგზრდული ნაკრებები ჩამოვლენ და საქართველოს მართლაც ურთულესი კონკურენციის პირობებში მოუწევს ბრძოლა."

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა