ინგლისური გაზეთი „სანი“ ამტკიცებს, რომ ციურიხში ყველაფერი ჩაწყობილი იყო

ინგლისური გაზეთი „სანი“ ამტკიცებს, რომ ციურიხში, სადაც ხუთშაბათს ფიფამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი ქვეყანა დაასახელა, ყველაფერი ჩაწყობილი იყო. „დეილი მეილი“ კატეგორიულად აცხადებს, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის აღმასკომის წევრებმა ინგლისის დელეგაციის ხელმძღვანელებს აღუთქვეს, რომ ხმას მათ პროექტს მისცემდნენ და მოატყუეს.

წარსულში ცნობილი ფეხბურთელი იან რაიტი თავის სვეტში BBC-ს ასწორებს მიწასთან - ნეტავ ამ ხალხის სახეები დამანახა, თუ ამაყობენ, კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაცემა „პანორამაში“ ფიფას ჩინოვნიკებს მექრთამეობაში ბრალი რომ დასდეს და ქვეყანას ასეთი რამ გაუკეთესო - რაიტს ჰგონია, რომ ფიფა გადაცემა „პანორამაზე“ გაბრაზდა და ამიტომ მისცა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება რუსეთს. „სანის“ კიდევ წერილს ჰქვია: „მსოფლიოს ჩემპიონატი მაფიის ქვეყანაში მიდის“. არის ასეთი სტატიაც: „რუსეთი: მაფიიდან რასიზმამდე ანბანის მიხედვით“. „გარდიანმა“ სხვა მხრიდან შემოუარა და ესპანეთის დელეგაციის წევრთა რისხვა გამოაქვეყნა... თუმცა, ყველაფერს, რასაც ბრიტანული პრესა წერს ჩვენ ვერ გავწვდებით და, ამიტომ ჯობს ერთი-ორ სტატიას ჩავხედოთ.

რუსეთის დელეგაციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ალექსეი სოროკინს ინგლისელი კოლეგებისთვის კენჭისყრამდე საოცარი დარწმუნებით უთქვამს, ტყუილად ცდილობთ, მსოფლიოს ჩამპიონატი ჯიბეში გვიდევსო და ისე ყველაფერი აგიხდეთ - ვაშინგტონში ნამუშევარმა ყოფილმა დიპლომატმა, იცოდა რას ამბობდა. ადამიანმა, რომელიც ამ ყველაფერს ახლოდან ადევნებდა თვალს, თქვა: „ეჭვი არ მეპარება, რომ სოროკინმა კენჭისყრის შედეგები უკვე იცოდა“.

კენჭისყრის პირველ ეტაპზე ინგლისმა ორი ხმა მიიღო. ერთი, რასაკვირველია აღმასკომის ინგლისელი წევრისა იქნებოდა, მეორე კი, როგორც „სანი“ ვარაუდობს, იაპონელის. ბრიტანეთში მტკივნეულად განიცდიან იმას, რომ დამარცხდა პროექტი, რომელიც შვეიცარიაში დევიდ ბექჰემის გარდა თვით პრინცმა უილიამმა და ქვეყნის პრემიერ მინისტრმა დევიდ ქემერონმა წარადგინეს - დელეგაციას სწორედ ეს პატივცემული ადამიანები ედგნენ სათავეში. ბრიტანეთის პრინცისა და პრემიერისთვის ასეთი დამარცხება კი ერის ნამდვილი შეურაცხყოფაა. ამას დაემატა ისიც, რომ კენჭისყრის წინა დღეებში რუსეთის პრემიერი ვლადიმირ პუტინი ციურიხში საერთოდ არ ჩავიდა. რატომ? რაღაც მიზეზი კი დაასახელა, მაგრამ მაგრამ ეს ეფრო ყასიდად ჩაბუტბუტებას ჰგავდა. სამაგიეროდ, როგორც კი გაირკვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთს მისცეს, პუტინს ფიფაში „შესარბენი“ დრო საიდანღაც აღმოაჩნდა.

BBC-ს „პანორამა“ იან რაიტის გარდა სხვებმაც ახსენეს... „არსენალის“ ლეგენდასთან ბოდიში და ვფიქრობთ, გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ ფიფამ ინგლისელთა მართლა ძალიან მაღალი დონის პროექტი უსიამოვნო ტელეგადაცემის გამო უკუაგდო, თუმცა ესპანეთის დელეგაციის ერთ-ერთმა შეფმა ანხელ მარია ვილიარ ლონამ ამით მაინც ისარგებლა. ეს გრძელსახელიანი ადამიანი ჯერ ციურიხის სასტუმროს კულუარებში გაიძახოდა ფიფას ერთსულოვნება სამაგალითოა, ეს ორგანიზაცია თავისი რომელიმე წევრის გაშავებას არავის შეარჩენსო, შემდეგ კი ოფიციალური გამოსვლის დროსაც უთქვამს საფეხბურთო ჩინივნიკებისთვის - ხომ გახსოვთ, როგორ მოგცხეს პრესაში ჩირქი? ამ საქმეში ყველაფერი ნათელიაო.

მაგრამ, ვაგლახ, ესპანეთის დელეგაციამ ვერაფერი მოიგო. მსოფლიოს ჩემპიონატი ფიფამ რუსეთს მისცა და, რასაკვირველია, BBჩ-ს „პანორამა“ არაფერ შუაში იყო. აქვე შეგახსენებთ, რომ ადრე რუსეთი სწორედ ესპანეთს სდებდა კულუარულ გარიგებებში ბრალს: ესპანეთმა ყატარს ხმების გაცვლა შესთავაზა, 2018-ში მხარდაჭერას 2022-ის მხარდაჭერაში უცვლიდაო.

ენდი ენსონი, ინგლისელთა პროექტის აღმასრულებელი შეფი: „დევიდ დინი, დევიდ ქემერონი, დევიდ ბექჰემი, პრინცი ულილიამი და მე კენჭისყრის შემდეგ ხალხს თვალებში ვუყურებდით და ვეკითხებოდით სად წავიდა მათი ხმა, რომელსაც დაპირებულები იყვნენ. პასუხად ამოოხვრას ვიღებდით. ახლა არავის დავასახელებ, რადგან პიროვნებებისკენ თითის გაშვერა არ მინდა, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, ბევრმა ჩვენ მოგვატყუა. ჩვენ ექვს ხმაზე მეტს, შვიდს ან რვას ველოდით, სინამდვილეში კი ორი მივიღეთ. საბოლოოდ გაიმარჯვა ტექნიკური თვალსაზრისით ორმა ყველაზე ცუდმა პროექტმა. საუკეთესო, კი როგორც ტექნიკურად ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით და საყოველთაოდ ამოწონებული პრეზენტაციით, რასაკვირველია ჩვენი იყო“.

და აი, კიდევ ერთი საინტერესო, უფრო ზუსტად კი ინგლისელთათვის გულისმომკვლელი ფაქტი: შემდეგი განაცხადის შეტანა ფეხბურთის სამშობლოს 2030 წლამდე არ შეუძლია - ფიფას როტაცია აქვს დაწესებული. და, რასაკვირველია, არანაირი გარანტია, რომ რაგინდა რა პროექტით „იმ“ ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას მოიპოვებენ, არ არსებობს.

ako1980
რისი პრესტიჟი აქვთ მაგ არაკაცებს, უსინდისო და მუქთახორები არიან ყველა, გააძღეს ეხლა მილიონებით და მათაც გააკეტეს ის რაც დაავალეს
gio
საინტერესოა რამდენს ჩავიდა კაცზე აბრამოვიჩი, ისე ორი აზრი არაა ხუთ ხმას მაქსიმუმ 10 მილიონში იყიდდა, აბა რომელი იტყოდა უარს ორ მილიონზე თუ ამათ მოეხათრებოდათ რომ გაბაზრდეს პრესტიჟი შეგველახებაო(რა უნდა შეელახოთ რაც არ აქვთ)
mentalitet
"ალექსეი სოროკინს ინგლისელი კოლეგებისთვის კენჭისყრამდე საოცარი დარწმუნებით უთქვამს, ტყუილად ცდილობთ, მსოფლიოს ჩამპიონატი ჯიბეში გვიდევსო" "და აი, კიდევ ერთი საინტერესო, უფრო ზუსტად კი ინგლისელთათვის გულისმომკვლელი ფაქტი: შემდეგი განაცხადის შეტანა ფეხბურთის სამშობლოს 2030 წლამდე არ შეუძლია - ფიფას როტაცია აქვს დაწესებული" ხოდა აი ამ ახვ**რობისთვის, შვილო, ინგლისი რუსეთში ჩ ე მ პ ი ო ნ ი უნდა გახდეს, არავინ არ უნდა გაახარონ, არც რუსები და არც ფიფას ვირთხები. მე არგენტინის თავგადაკლული გულეშემატკივარი ვარ, და ამ შემთხვევაში ინგლისს ვუჭერ მხარს რაც შემიძლია, მთელი ჩემი თავით. ინგლისმა მინდა გაიმარჯვოს 2018 ში, არგენტინამ 2014 ში და 2022 ში :)
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
გულიაშვილს ორი გოლი გაუუქმეს - "რასინგმა" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
მიქაუტაძის 85 წუთი - "ვილიარეალმა" "სელტას" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა