ჯონ ტერი ფერნანდო ტორესთან ბრძოლაში

ჯონ ტერი ბოლო პერიოდში „ჩელსის“ თამაშებს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. მის გარეშე კი გუნდი ცუდად გამოდიოდა და პრემიერლიგის ცხრილში ლიდერის პოზიციაც დაკარგა. კაპიტნისთვის, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ბარძაყის ნერვს მკურნალობდა, ეს ძნელი გადასატანი გამოდგა და აი, იგი „ევერტონთან“ შეხვედრაში მოედანს უბრუნდება. არადა, თავიდან, თურმე ეგონა, რომ ტრავმის გამო თვეების გაცდენა მოუხდებოდა - ეს ყველაფერი „დეილი მეილისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ითქვა.

„ჩელსის“ მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის გასახარად, ტერის ქიროპრაქტიკის (ალტერნატიული მედიცინის ნაირსახეობაა) დოქტორმა ჟან-პიერ მერსემანმა საოცრად მოკლე დროში უშველა. თუმცა, მეორეცაა: შესაძლოა მერსემანს ასეთი მოწადინებული პაციენტი არც კი ჰყოლია - „ლურჯების“ წარუმატებლობა კაპიტანს საშინლად აღიზიანებდა. ხუმრობა ხომ არ არის, რაც ის აღარ თამაშობს გუნდმა 9 შესაძლებლობიდან მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა და ცხრილში ოთხქულიანი უპირატესობა ორქულიან ჩამორჩენამდე გაანიავა. რა აკლდა ამ შეხვედრებში „ჩელსის“? მისთვის ჩვეული სულისკვეთება. სწორედ ამიტომ ეშურება დაცვის ბურჯი მოედანზე დაბრუნებასა და გუნდის გაძღოლას.

„ბოლო ტურებში ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ. სულ რაღაც ორი-სამი კვირის წინ პრემიერლიგას შთამბეჭდავად ვლიდერობდით. გატანილი და გაშვებული გოლების შეფარდებაც შთამბეჭდავი გვქონდა. დღეს, მდგომარეობა ჩვენს საზიანოდ არის შეცვლილი. ასეა, ცხოვრებაში არის პერიოდები, როდესაც ბედი არ გწყალობს და ის მუხლჩაუხრელი შრომით უნდა უნდა დაიბრუნო. „ჩელსი“ რაც შეიძლება მალე უნდა დაუბრუნდეს წარმატების გზას. ბოლო თამაშებს თვალს ტრიბუნიდან ვადევნებდი და ვხედავდი, რომ სუსტად ვთამაშობდით როგორც დაცვაში, ასევე ნახევარდაცვასა და თავდასხმაში. უფრო სწორედ რომ ვთქვათ, ჩვენ სეზონი ისე ძლიერად დავიწყეთ და ისეთი მაღალი სტანდარტები დავსახეთ, რომ ამ სტანდარტებთან ნებისმიერი ჩამორჩენა ჩავარდნად აღიქმება“ - თქვა ტერიმ.

გარდა კაპიტნისა დასავლეთ ლონდონელებს მიკაელ ესიენიც უბრუნდებათ. განელ ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ჰქონდა, თუმცა ფეხის თითიც აწუხებდა და მოიშუშა. რაც შეეხება ნახევარდაცვის ლიდერსა და ვარსკვლავს ფრენკ ლემპარდს იგი 19 დეკემბერს პირდაპირ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სეზონის დაპირისპირებაში აპირებს ჩაბმას. „დეილი მეილთან“ ინტერვიუში ტერიმ თქვა:

„საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მალე ორ ან სამ ფეხბურთელს დავიბრუნებთ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ვივარჯიშე და არც ფრენკია ასეთი დატვირთვებისგან შორს. მიკაელს ამ ტურშივე ველით მოედანზე“.

ტერის დაბრუნება „ჩელსისთვის“ კიდევ იმიტომ არის დროული, რომ დაცვაში ფეხბურთელების მწვავე ნაკლებობა აღარ იქნება: ბრაზილიელ მცველს ალექსს ამ კვირაში, სამშობლოში მუხლის ოპერაცია გაუკეთეს და დაახლოებით ორთვიანი უქმობა ელის.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში „სტემფორდ ბრიჯზე“ მოედანსმიღმა ამბებიც დატრიალდა. სამსახურიდან ანჩელოტის დაუკითხავად, მოულოდნელად გაუშვეს მისი ასისტენტი რეი უილკინსი, რასაც მოჰყვა ჭორები, რომ ცუდი შედეგების ფონზე თავად იტალიელ მწვრთნელსაც წყალი შეუდგა. ასახელებენ ანჩელოტის სავარაუდო შემცვლელსაც – რომან აბრამოვიჩს, თურმე, „ბარსელონას“ თავკაცის პეპ გვარდიოლას გადაბირება მოსდომებია. რასაკვირველია, ეს ამბავი ბარსელონაშიც შეიტყვეს და კატალონიელთა პრეზიდენტმა სანდრო როსელმა თავისი მწვრთნელისთვის ახალი ხელშეკრულების მომზადება დაიწყო. ამბობენ, როსელი გვარდიოლასთვის ხუთწლიანი თანამშრომლობის შეთავაზებას ფიქრობს, მაგრამ მწვრთნელი სამწლიანზე მეტს ხელს არ მოაწერსო.

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო